Connect with us

საკითხავი

მარცვლეულის რეცხვა: რა უნდა გააკეთოთ დარჩენილი წყლით

გარნირის მომზადებამდე გახსოვდეთ, რომ მარცვლეულის გარეცხვა უბრალოდ აუცილებელია. ბევრი დიასახლისი მხოლოდ ბრინჯს რეცხავს, რომ ზედმეტი სახამებელი მოაშოროს და ფხვიერი ფაფა მიიღოს. გირჩევთ, რომ წიწიბურა, ფეტვი, შვრია, ბულგური და კუსკუსიც გარეცხოთ. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის მოსახერხებელი არაა. ვახშმის მომზადებაზე ზედმეტი წუთის დახარჯვა მოგიწევთ. მაგრამ თქვენ ხომ არ იცით, სად იყო მარცვლეული, სანამ შეფუთვაში მოხვდებოდა. არ გარისკოთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, სად გამოიყენოთ წყალი, რომელიც პროცედურის შემდეგ დაგრჩათ. დიახ, მარცვლეულის გარეცხვის შემდეგ წყალი არ გადაასხათ. მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის. ესაა სილიციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და რკინა. ისინი ოთახის ყვავილებისთვის უბრალოდ აუცილებელია.

როგორ ეხმარება ოთახის მცენარეს მარცვლეულის რეცხვა

როგორც ნებისმიერი სასუქით მცენარის გამოკვების შემთხვევაში, აქაც მარცვლეულის რეცხვისას დარჩენილი წყლის გამოყენებას საკუთარი წესები აქვს.

1. თუ მცენარე ახალ მიწაში ახლახანს გადარგეთ, მარცვლეულის რეცხვისას დარჩენილი წყლით მხოლოდ 2 თვის შემდეგ მორწყეთ. თავიდან მიწა საკმარისი რაოდენობის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს.

2. მცენარე ჩვეულებრივი წყლით აუცილებლად მორწყეთ, როცა საკვებს უმატებთ. ეს საჭიროა, რომ ყვავილები ზედმეტად კონცენტრირებული სასუქისგან დაიცვათ.

3. სასუქის კონცენტრაცია მაშინაც შეამცირეთ, როცა მცენარე დასუსტებულია და ავადაა.

4. გახსოვდეთ, რომ მცენარეებს მთელი წელი გამოკვება არ სჭირდებათ. ეს მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულზე გააკეთეთ.

როგორც აღმოჩნდა, ნატურალური სასუქი ყოველთვის ხელთ გვქონდა. ასეთი სასუქით მცენარე სასარგებლო მიკროელემენტებით გაივსება. თან არაფრის გადახდა მოგიწევთ. მეთოდი ჩაინიშნეთ, გამოგადგებათ.

Advertisement