საკითხავი
მარტივი ხრიკი გაცვეთილ ფეხსაცმელს ძველებურ იერს დაუბრუნებს
ძვირადღირებული ტყავის ფეხსაცმლის შეძენის შემდეგ ყველა აწყდება პრობლემას, როცა იდეალურ ზედაპირზე ნაკეცები იქმნება. ფრთხილად ტარების შემთხვევაშიც ძალიან მალე ნაკეცები ჩნდება. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, სამაგიეროდ გამოსწორება შეიძლება.
მეუღლესთან ერთად სპორტით აქტიურად დაკავებული ვარ და სპორტულ სტილს უპირატესობას ვანიჭებ. ფეხსაცმელსაც შესაფერის ვარჩევთ. ბოტასები ყოველთვის ახალივით რომ იყოს, პერიოდულად ამ პროცედურას ვატარებ. ზუსტად ვიცი, როგორ მოვაშორო ნაკეცები ფეხსაცმელს. დაინტერესდით? მაშინ ჩემთან ერთად გაიმეორეთ.
როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმელს ნაკეცები სწრაფად
თქვენ შეგიძლიათ საყვარელი ფეხსაცმელი უკან ყუთში ჩადოთ, რომ შემდეგ აგარაკზე ან ქალაქგარეთ ჩაიცვათ. სჯობს ფეხსაცმლის ძველებური იერი მარტივი და მოქმედი მეთოდით აღადგინოთ.
ყველაზე მეტად ზიანდება სქელი ტყავის ნაწარმი, განსაკუთრებით ბოტასები. ტერფის მდგომარეობა და მოქნილი ღაბაში მდგომარეობას აუარესებს და უფრო მეტი ნაკეცი თითის წვერებზე ჩნდება. ფეხსაცმელი რბილი ხდება, მაგრამ ამით მისი გარეგნობა იტანჯება.
სიტუაციის გამოსასწორებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- ორთქლის რეჟიმის მქონე უთო
- მუყაო და ქაღალდი
- პატარა პირსახოცები
- გასაუთავებელი დაფა
- ქსოვილი–სარჩული (პირსახოციც გამოდგება)
- წყალი
1. მუყაო და ქაღალდი სქლად დაგორგლეთ ისე, რომ ტერფის ფორმა მიიღოთ. იდეალურად გამოგადგებათ ფორმის შესანარჩუნებელი მუყაოს ჩასაფენი, რომელსაც მაღაზიაში შეძენისას დებენ.
2. მიღებული ფორმა ფეხსაცმელში ჩადეთ იქ, სადაც მცირე ნაკეცები მდებარეობს.
3. თუ ბოტასები მაღალია, ჩასაფენებით ბოლომდე გაავსეთ, რომ ფორმა მისცეთ. ასე ყველა ნაკეცის გასწორებას შეძლებთ.
4. პროცედურის დროს თასმები მოხსენით.
5. ფეხსაცმლის ქვეშ პირსახოცი ან რაიმე მკვრივი ქსოვილი დააფინეთ.
6. თითოეულ ბოტასს პატარა პირსახოცი დააფარეთ.
7. უთოში წყალი ჩაასხით, ორთქლი გამოიყენეთ და დააუთოეთ ის ადგილი, სადაც ნაკეცები მდებარეობს.
8. ფეხსაცმელებს გაგრილების საშუალება მიეცით. პირსახოცები არ მოაშოროთ.
უკვე ერთ საათში საყვარელი ფეხსაცმელი ახალივით იქნება. ნაკაცები უკვალოდ გაქრა, ხოლო ფეხსაცმელი ახალი ლაშქრობისთვის მზადაა.
როგორც ხედავთ, პროცედურა ძალიან ცოტა დროს და ძალას წაგართმევთ. ეს პატარა ხრიკი უთოთი ფეხსაცმელს ძველებურ იერს დაუბრუნებს. თავად სცადეთ და შედეგები გაგვიზიარეთ.