Connect with us

საკითხავი

მარტივი საშუალება სამზარეულოში უსიამოვნო სუნის გასაქრობად: ცოტას ქვაბში ვასხამ და ვადუღებ

როგორც იქნა, ორკვირიანი შვებულების შემდეგ სახლში დავბრუნდი. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული ვიყავი როცა სამზარეულოში უსიამოვნო სუნი ვიგრძენი. აღმოჩნდა, რომ ნაგვის გადაყრა და მაცივრიდან ქვაბის გამოღება დამავიწყდა. მიზეზების გაქრობამ და შენობის განიავებამ არ მიშველა. კარგია, რომ მეზობელმა მასწავლა ხრიკი, რომელიც სამზარეულოდან უსიამოვნო სუნს რამდენიმე წუთში აქრობს.

უცხო სუნი ხშირად სანაგვე ყუთის, ნიჟარის, მაცივრის ან ვადაგასული პროდუქტის გამო ჩნდება. მისი მოშორება ჰაერის გამწმენდით არ სცადოთ. არომატები გაერთიანდება და რაღაც უცნაურ და უსიამოვნოს მიიღებთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოში! სხვათა შორის, ყველა აუცილებელი ინგრედიენტი ხელთ გაქვთ.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოში: მარტივი ხრიკი

  1. ცოტა სუფრის ძმარი ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დადგით.
  2. ძმარი ხარშეთ, სანამ არ აორთქლდება.

თუ უსიამოვნო სუნი ქვაბიდან ან ტაფიდან მოდის? ნივთი დაამუშავეთ. ამ შემთხვევაში ჭურჭელში მარილი გააცხელეთ და ტაფა, ქვაბი გაწმინდეთ. უცხო სუნი გაქრება.

უდავოდ, სამზარეულოში უსიამოვნო სუნის გაჩენა სასიამოვნო არაა. აქააა ნაგავი, პროდუქტები, კერძების მზადება და მიღება. პრობლემას იშვიათად რომ შეეჯახოთ, ძნელად მისადგომ ადგილებში რეგულარულად დაალაგეთ. პროდუქტების გადარჩევა არ დაგავიწყდეთ!