Connect with us

საკითხავი

მარტივი რიტუალი დიდი მოგების მისაღებად. როგორ გავუხსნათ გზა ფულის ენერგიას 

ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია წარმატებული და მდიდარი იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ დოგმებზე, რომელთაც თავად ადგენს. დიდი მოგების მიღება მარტივია. ამისთვის სწორი ამოცანების დასახვა უნდა ისწავლოთ და სირთულეებს არ შეუშინდეთ.

ძალიან ხშირად ადამიანი ცხოვრებას ფიზიკურად ვერ ცვლის, რადგან მის შინაგან მდგომარეობას ბორკილები ადევს. ეს ფიგურალური გამოთქმაა, მაგრამ ადამიანის შებოჭილობის არსს შესანიშნავად გადმოსცემს.

მიიღეთ დიდი მოგება

შიში, რომ რაღაცის ღირსი არ ვართ, საკმარისად კარგი ან ჭკვიანი არ ვართ, შინაგან ენერგიას ავიწროებს. წარმატების და სიმდიდრის ნაკადს ცხოვრებაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევს. სხვისი აზრი და სიტყვა ჩვენში თავდაუჯერებლობას აძლიერებს. ზოგჯერ სხვისი აზრი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საკუთარი მიღწევები და წარმატებები.

მაგალითად, ხშირად პენსიონერი ფიქრობს, რომ პენსია მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ცხოვრება უკვე განვლო და უკეთესის იმედი არ უნდა ჰქონდეს. სხვა დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევაში მტრები ხელს უშლიან. გარშემომყოფები სიკეთეს არ უსურვებენ. საკუთარ ფიქრებთან დამოუკიდებლად გამკლავება და ცხოვრების შეცვლა უბრალოდ არ შეუძლია.

სხვას სჯერა, რომ აბსოლუტურად უნიჭოა და მისი ცხოვრება ყოველთვის ნაცრისფერი და უღიმღამო იქნება. უმთავრესი რამ, რაც ყველამ უნდა გაიგოს, ისაა, რომ ნეგატიური ფიქრები და დოგმები ნამდვილი ბორკილებია, რომელთაც თავად ვიკეთებთ.

როგორ გავზარდოთ შემოსავალი

დროა შიშს შეებრძოლოთ და ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ ის, რაც ცხოვრებაში ხელს გიშლით. დაგეგმეთ დილა, როცა მარტივ რიტუალს აუცილებლად შეასრულებთ. ცოტათი ადრე ადექით, დაიბანეთ, ივარჯიშეთ და ისაუზმეთ. ჩვეული რიტუალების შესრულების შემდეგ აიღეთ ფურცელი და დაწერეთ ერთი სიტყვა: „ბორკილი“.

ფურცელზე ამ სიტყვას ყურადღებით დააკვირდით. ფიზიკურად წარმოიდგინეთ, როგორ გიშლით ხელს ბორკილები წარმატების მიღწევაში, გამდიდრებასა და ბედნიერებაში. ეს რეალურ დროში იგრძენით. დაკარგულ შესაძლებლობაზე და თავდაუჯერებლობაზე ფიქრები მოიშორეთ. 5-6 წუთით ამ ფიქრებთან განმარტოვდით. ნელ–ნელა ფურცელი დახიეთ.

სანამ ფურცელს ანაკუწებთ, შელოცვის სიტყვები თქვით: „როგორც ბორკილები მშორდება, ჩემთვის გზა იხსნება“. როცა ფურცლის გახევას დაასრულებთ, ყველა ნაწილი საფერფლეში ან სხვა კონტეინერში ჩადეთ. დაწვით და შელოცვის სიტყვები გაიმეორეთ.

დაელოდეთ, სანამ ყველა ნაწილი ჩაიფერფლება. ფერფლი შეაგროვეთ და ქუჩაში მიმოფანტეთ. როცა გადაყრით, შელოცვის სიტყვები კიდევ ერთხელ თქვით და იგრძენით, როგორ იხსნით ბორკილებს და ზურგზე წარმატების ფრთებს შლით.

ზუსტად 5 დღეში რიტუალი გაიმეორეთ და ასე თქვენი ცხოვრებიდან ყველა ბორკილს ნამდვილად მოიშორებთ. თქვენს წინაშე ახალი გზა და შესაძლებლობები გამოჩნდება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რეალური გახდება. ახალი ფიქრები და იდეები შთაგაგონებთ, მათ განსახორციელებლად დრო და შესაძლებლობა გამოჩნდება. ყველა ადამიანს შეუძლია ცხოვრებაში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიოს!

Advertisement