Connect with us

ჰოროსკოპი

მარტივი რიტუალი დაფნით სახლში ჰარმონიას დაამყარებს და ენერგიას გაწმენდს

დაფნის ფოთოლი სანელებელია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში კერძებს სასიამოვნო არომატისთვის უმატებენ. კეთილშობილი მცენარე სიბრძნის, ძალის და ამტანობის სიმბოლოდ ითვლება. მაგალითად, ძველ საბერძნეთში სხვადასხვა შეჯიბრებაში გამარჯვებულს დაფნის გვირგვინით აჯილდოებდნენ. დაფნა ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და მცირე აზიიდან მოდის. ფანჯრის რაფაზე ან ტერასაზე მარტივად შეგიძლიათ გაზარდოთ.

დაფნის ფოთოლი არა მხოლოდ სპეციფიკური არომატის მქონე სანელებელია. ოკულტურ მეცნიერებასა და ეზოთერიკაში დაფნას ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ დაფნა სახლის ენერგეტიკის გასაწმენდად.

დაფნა სახლში

ჩვენი სამყარო მხოლოდ ხილული მატერიებისგან არ შედგება. ჩვენს გარშემო დახვეწილი მატერიები და ენერგეტიკები არის. ზოგჯერ ფიზიკურად შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ სივრცეს გაწმენდა სჭირდება. სახლის დასუფთავებაზე არ ვსაუბრობთ.

სახლში ენერგიის სტაგნაცია ცუდია, რადგან ფულის ნაკადს, წარმატებას და ახალ იდეას ბლოკავს. სპეციალისტები გირჩევთ მარტივი რიტუალი სახლის გასაწმენდად პერიოდულად ჩაატაროთ. ასე სახლს გაწმენდთ ცუდი ენერგიისგან, შვებას და შთაგონებას იგრძნობთ.

ძველად სახლის გასაწმენდად დაფნის ფოთოლს წვავდნენ და ყველა ოთახში ატარებდნენ. ასე სახლიდან ცუდ ენერგიას და ემოციას აძევებდნენ.

ითვლებოდა, რომ ასეთი რიტუალის შემდეგ სახლი დადებითი ენერგიით ივსება, წონასწორობა აღდგება. სახლის მფლობელის ცუდი ფიქრები, მეზობლების და მტრების ცუდი ზრახვები სახლის ენერგეტიკას აზიანებს. ეს ყველაფერი გროვდება, ამიტომ ზოგჯერ გაწმენდის რიტუალი აუცილებელია.

სახლის ფუმიგაცია

დღეს ხალხური ხრიკები განახლებული ენერგიით გამოიყენება. ახლა სულ უფრო მეტი ადამიანი წინაპრების ცოდნას მიმართავს და ყოველდღიურად იყენებს. ბევრ კულტურაში სახლის ფუმიგაციის მეთოდი გამოიყენება. არა მხოლოდ დაფნა, არამედ სხვა ბალახიც გამოგადგებათ იმის მიხედვით, რომელი მცენარე იზრდება თქვენთან.

რიტუალის ჩატარებამდე კარგი განწყობის და დადებითი ემოციების ტალღაზე გადადით. აივსეთ მადლიერებით დადებითი ენერგეტიკის მიმართ, რომელიც თქვენს სახლში შემოვა.

რიტუალი სახლის ენერგეტიკის გაწმენდაში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებათ. სახლი კარგად დაასუფთავეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში დაფნა ჩადეთ და ფოთლის წვერი დაწვით. იფიქრეთ, რა არის კარგი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

რიტუალის შემდეგ სახლი გაანიავეთ, რომ ცუდი, უკვე დასუსტებული ენერგია გაუშვათ და ახალი დადებითი ენერგია მოიწვიოთ. სახლში ჰარმონია დაისადგურებს, ოჯახის წევრები უფრო წარმატებულნი გახდებიან, ახალი იდეებისთვის შთაგონებას იპოვით, ოჯახის წევრებთან დროს უფრო დიდხანს გაატარებთ.

Advertisement