ჯანმრთელობა
მარტივი რეცეპტი სახსრების სამკურნალოდ: თაფლი და ჟელატინი
პრაქტიკულად თითოეულ ადამიანს ზოგჯერ მაინც სახსრების ტკივილი აწუხებს. ზოგისთვის კი ეს მუდმივი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, უვნებელი ხალხური საშუალება გამოიყენეთ, რომელმაც შეიძლება პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ.
დამტკიცებულია, რომ ჟელატინს სახსრების სამკურნალოდ შესანიშნავი უნარი გააჩნია. მისი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მას გვერდითი რეაქცია არ გააჩნია, ორგანიზმისთვის უვნებელი და საიმედოა.
სახსრების სამკურნალო რეცეპტი:
- ღამით 1 ჩ/კ ჟელატინი წყალში ჩაალბეთ, რომ კარგად გასივდეს. ამისთვის ნახევარი ჭიქა ცივი წყალი დაასხით.
- მეორე დღეს, დილით 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი დაუმატეთ და თბილი, ანადუღარი წყალი დაასხით.
- კარგად აურიეთ და საკვების მიღების წინ დალიეთ.
სახსრების სამკურნალო კურსი 10 დღე გააგრძელეთ. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და მკურნალობა კვლავ გააგრძელეთ.
მსგავსი პრობლემა ხანგრძლივ, 3 თვემდე მკურნალობას მოითხოვს. სახსრების აღდგენა ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ განსაკუთრებულობაზეა დამოკიდებული.