საკითხავი
მარტივი მეთოდები, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი კარადაში
ხშირია შემთხვევა, როცა ტანსაცმლის კარადაში უსიამოვნო სუნი ჩნდება. ამას რამდენიმე მიზეზი იწვევს. პრობლემა დროულად უნდა აღმოაჩინოთ და მოაგვაროთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხრიკებს, როგორ გაწმინდოთ კარადა საყოფაცხოვრებო ქიმიის გარეშე.
რამდენიმე დღის წინ შევნიშნე, რომ კარადაში უსიამოვნო სუნია. განსაკუთრებით ცუდი სუნი ასდის ტანსაცმელს, რომელიც თვეობით არ გამომიღია და არ ჩამიცვამს. კარადა ძველი არაა. პრობლემის მოსაგვარებლად ინფორმაციის მოძიება დავიწყე და რამდენიმე ეფექტური მეთოდი აღმოვაჩინე, რომელთაც თქვენც გიზიარებთ.
პირველ რიგში, კარადაში უსიამოვნო სუნის გაჩენის მიზეზებს გაგაცნობთ. ავეჯი უბრალოდ ძველი შეიძლება იყოს. ხის ავეჯს უსიამოვნო არომატი ხშირად უჩნდება. მისი მოშორება თითქმის შეუძლებელია.
მეორე მიზეზი შეიძლება არასწორად შენახული ნივთები იყოს. სუფთა და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ერთად არ უნდა შეინახოთ. შემდეგ უსიამოვნო არომატი არ გაგიკვირდეთ.
მესამეც, კარადაში ჰაერი არ მოძრაობს, რადგან ხშირად დახურულია. ასე შიგნით შენახული ნივთები ტენს იწოვს და ცუდი სუნი ჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად კარადაში რულონი ტუალეტის ქაღალდი შეინახეთ. საყვარელი ეთერზეთით დანამეთ. ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
უსიამოვნო სუნის გაქრობის მეთოდები
გირჩევთ, კარადა კაპიტალურად გაწმინდოთ, თუ დრო და სურვილი გაქვთ. ავეჯი და სხვა ნივთები კარადიდან გამოიღეთ. ყველა ტანსაცმელი გარეცხეთ და კარგად გააშრეთ. კარადა კარგად გაწმინდეთ. ამ მიზნით გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო საშუალება, რომელიც კონკრეტულად ამ მასალის საწმენდად არის განკუთვნილი.
წყლის და სარეცხი საპნის ნარევით ეფექტურ შედეგს მიიღებთ, ამიტომ კარადის საწმენდად გამოიყენეთ. გირჩევთ, კარადა რამდენიმე დღე კარგად გაანიავოთ. ამისთვის კარი, ფანჯარა ან აივანი ღია დატოვეთ.
კარადის უკანა კედელიც დაათვალიერეთ. აქ ხშირად ობი ვრცელდება. კარადის უკანა კედელი და გვერდები წყალბადის ზეჟანგით დაამუშავეთ, თუნდაც ნორმალურ მდგომარეობაში იყოს. ასე პროფილაქტიკას ჩაუტარებთ. თუ კარადა ძალიან ძველია და მისი გადარჩენა გსურთ, ერთი მეთოდი არსებობს. კარადის გაწმენდის შემდეგ შიდა კედლები ხარისხიანი საღებავით გადაღებეთ.
ყველა პროცედურის გავლის შემდეგ კარადაში სუფთა ტანსაცმელი შეინახეთ. ტანსაცმელი სრულიად მშრალი უნდა იყოს. ტანსაცმლის ნივთებს შორის ბალახებით სავსე საშე შეინახეთ. ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნაჭრის ქისა ყავის მარცვლებით ან ჩაით შეგიძლიათ გაავსოთ და კარადში შეინახოთ.
დარიჩინი და მიხაკი უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ და ჩრჩილის გაჩენისგან დაგიცავთ. თაროებზე ახალი საპონი და მშრალი შამპუნი შეგიძლიათ შეინახოთ. ესეც ეფექტურია.
თუ კარადაში უსიამოვნო სუნს მაღალი ტენიანობა იწვევს, ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად აქტივირებული ნახშირი გამოიყენეთ. ყველა თაროზე შეინახეთ. ნახშირი ჭარბ ტენს იწოვს და ცუდ სუნს აქრობს. აბები ყოველთვე გამოცვალეთ.
პროფილაქტიკისთვის კედრის ხისგან დამზადებული საკიდები და ტანსაცმლის სხვა აქსესუარები შეგიძლიათ გამოიყენოთ. კედრის ხე ნებისმიერ უსიამოვნო სუნს შთანთქავს და მის გავრცელებას ხელს უშლის.