Connect with us

ყვავილები

მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი ორქიდეების რეანიმაციისთვის

გულწრფელად ვაღიარებ, რომ ორქიდეასთან განსაკუთრებით ვერასდროს ვმეგობრობდი. მირჩევნია სახლში უფრო უპრეტენზიო ყვავილები გავზარდო. ახლახანს მეუღლის დაბადების დღე აღვნიშნეთ და სწორედ მაშინ ჩვენს ბინაში პირველი ასეთი ლამაზმანი გამოჩნდა. 1 კვირაში უკვე ორქიდეას აბაზანა მოვუწყვე. შემიყვარდა!

ორქიდეა თითქოსდა შინაური ცხოველია. ის ნებისმიერ ცვლილებაზე მკაფიოდ რეაგირებს, სიყვარულს და ზრუნვას გრძნობს. თავიდან ორქიდეას გარემოსთან შეგუება გაუჭირდა. რა არ ვცადე! მხოლოდ ორქიდეას აბაზანამ უშველა, რომელიც დედამთილმა მირჩია. ყვავილის გადარჩენის მეთოდს გიზიარებთ.

რა დაემართა ორქიდეას

დავიწყებ იმით, ორქიდეა სახლში ცივი ქუჩიდან მოვიდა. ვეჭვობ, რომ გზაზე შეიძლება გაიყინა. ამასთან, სანამ სერიოზულად ხელს მოვკიდებდი, სხვა საჩუქრებთან ერთად 3 დღე შემოსასვლელში გავაჩერე.

სწორედ ამიტომ, სანამ ორქიდეამდე მივაღწიე, ის საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. ყვავილები დაცვივდა, ერთმა ფოთოლმა გაყვითლება დაიწყო. თავიდან გადაგდება მსურდა, მაგრამ დედამთილმა გამაჩერა. ყვავილი ჯერ ქერქის, ხის ნაცრის და სფაგნუმის ნარევში გადავიტანეთ.

გადარგვის შემდეგ იშვიათად ვრწყავდი. ინტერნეტში ვიპოვე, რომ ბევრი წყალი საზიანოა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ორქიდეა მით უფრო ცუდად გამოიყურებოდა. ყუნწი მოვაჭერი, მხოლოდ რამდენიმე სმ ღერო დავტოვე.

ცენტრალური ფოთოლი გაყვითლებას აგრძელებდა. ამას კიდედან სწორ ზოლზე აკეთებდა. როგორც ამბობენ, ნელ–ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად. მაგრამ დანარჩენი ფოთლები ნორმალურ მდგომარეობაში იყო. დედამთილმა მირჩია, მომეთმინა  და მცენარე სამხრეთ–დასავლეთ ფანჯარასთან გადამეტანა.

ჯადოსნური აბაზანა ორქიდეასთვის

დედამთილმა, როგორც გამოცდილმა ქალმა, მირჩია, რომ გაყვითლებული ფოთოლი გახმობის ხაზზე გადამეჭრა. ასე ფოთლის დაზიანება შევაჩერე. შემდეგ მირჩია ორქიდეასთვის თბილი აბაზანა მომეწყო.

ცოტა ხანში დარჩენილ ყვავილის ყუნწზე ახალი, ჰაეროვანი ფესვი დავინახე. ყლორტიდან პატარა, სუფთა ფოთოლი ჩანდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გამოდის, ორქიდეა ცოცხალია! მცენარე კვლავ დავათვალიერე და გაცოცხლებული ძველი ფესვები დავინახე.

ვფიქრობ, რომ ორქიდეას რეანიმაციაში თბილმა აბაზანამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გიამბობთ, როგორ გავაკეთე აბაზანა.

  • ორქიდეა ნახვრეტიანი ქოთნით თბილ წყალში (თითქმის ცხელში) მოვათავსე. ასე 5-6 დღეში ერთხელ ვაკეთებდი. პროცედურას აბაზანაში ვაკეთებდი. აქ, საკმაოდ თბილი და ტენიანი გარემოა.
  • მნიშვნელოვანია, რომ ამ 5-6 დღეში ორქიდეა კარგად გაშრეს. ზედმეტი ტენი მას არ სჭირდება.

  • ორქიდეას თბილ აბაზანაში მაქსიმუმ 15 წუთით ვაჩერებდი.
  • წყალი ქოთნის ¾ სიმაღლეს აღწევდა. შეგიძლიათ უფრო ღრმად ჩადოთ. მთავარია, ქოთნის ქერქი არ ჩამორეცხოს.
  • აბაზანას თბილი შხაპით ვასრულებდი. შემდეგ ფოთლებს ნაჭრით ვწმენდი. მცენარეს გასაშრობად თბილ აბაზანაში რამდენიმე საათით ვტოვებდი. შემდეგ კვლავ ფანჯრის რაფაზე გამქონდა.

აი, ასე გადავარჩინე სიკვდილისგან ყვავილი, რომელიც ჩემს სახლში ახლახანს გამოჩნდა. სიტყვაზე, დედამთილი ამბობს, რომ ორქიდეას აბაზანა სჭირდება მაშინაც კი, თუ მცენარე უკვე ძველია. ასე რამდენიმე წლით სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ. თქვენ გიყვართ ორქიდეა? გაგვიზიარეთ რჩევები!