ჯანმრთელობა
მარტივი და ძალიან ეფექტური საშუალება რევმატიზმის დროს
ხალხმა არყის კვირტების გამოყენება უკვე დიდი ხნის წინ ისწავლა. მისგან სახსრების სამკურნალო მალამოს ამზადებენ. ასეთი მალამო ბუხარში უკეთ მზადება. ნელ-ნელა გაგრილებულ ბუხარში მალამოს 12 საათით აჩერებდნენ.
ახლა ასეთ ბუხრები ბევრს არ აქვს, მაგრამ მალამოს მომზადებას ჩვეულებრივ ღუმელშიც შეძლებთ. ოღონდ მის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ. მალამო სუსტ ცეცხლზე 12 საათით გააჩერეთ, შემდეგ ღუმელი გამორთეთ და დილით კიდევ 12 საათით ადუღეთ.
მალამოსთვის დაგჭირდებათ:
- 350 გრ არყის კვირტები
- 700 გრ ხარისხიანი კარაქი
- თიხის ან ემალის ჭურჭელი თავსახურით
- ცოტა ცომი
- 7 გრ ქაფური
სქელკედლებიან ჭურჭელში ნახევარ სანტიმეტრ სისქეზე არყის კვირტების და კარაქის ფენა დააწყვეთ. თავსახური დაახურეთ, ხოლო ჭურჭელსა და თავსახურს შორის ხვრელები ჩვეულებრივი ცომით ამოავსეთ. შემდეგ ღუმელში შედეთ.
მომზადების შემდეგ მალამო გადაწურეთ. არყის კვირტები ცხიმისგან კარგად გაწურეთ და მიღებულ მალამოს ქაფური დაუმატეთ. აურიეთ და ცივ ადგილას შეინახეთ.
მალამო უნდა გამაგრდეს.
ასეთი მალამო რევმატულ ტკივილებს კარგად აქრობს. მალამოს მტკივნეულ სახსრებზე ღამით იზელენ.