ყვავილები
მარტივი გამოკვება, რომელიც ყაბაყის მოსავალს აორმაგებს. გამოცდილი რეცეპტი
ყაბაყის გაზრდა იმდენად მარტივი საქმეა, რომ დამწყები მებოსტნეც გაუმკლავდება. ნებისმიერ ნაყოფიერ ადგილას იზრდება. მცენარე რამდენიმე ნაყოფს ნებისმიერ პირობაში მოგცემთ. Alltime.ge–ს რედაქცია მოსავლის გასაორმაგებლად რამდენიმე ეფექტური სასუქის გამოყენებას გირჩევთ.
ნატურალური კვების წყალობით ყაბაყი კარგად ყვავილობს, ნაყოფიერობს და დაავადებები არ აწუხებს. ამასთან, მოსავლის დიდხანს შენახვას შეძლებთ. მსგავსი სასუქი გოგრისა და პატისონის გამოსაკვებადაც გამოგადგებათ.
რომელი სასუქია საუკეთესო ყაბაყისთვის
პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა უყვარს ყაბაყს. მას ბევრი სინათლე აუცილებლად სჭირდება, რადგან დაჩრდილულ ადგილში ნაცროვანი სოკოთი დაავადების შანსი იზრდება. გამოდის, დარგვის ადგილზე ბევრი რამ დამოკიდებულია. ასევე ბევრი წყალი უყვარს, რომ ნაყოფი კარგად დამწიფდეს.
ყველაზე მეტად გამოკვება სჭირდება. განსაკუთრებით, ორგანული კვება მოსწონს. გოგრა და ყაბაყი კომპოსტის ორმოში კარგად იზრდება, რადგან კომპოსტი აზოტით მდიდარია. ყაბაყი აზოტზე აღმერთებს.
თუ ყაბაყს აზოტით დეფიციტურ მიწაში ზრდით, ორგანული და აზოტის შემცველი სასუქები გამოიყენეთ. გამოკვება დაიწყეთ მეორე ნამდვილი ფოთოლის გამოჩენის შემდეგ და ყვავილობამდე გააგრძელეთ. კვებას შორის ინტერვალი: 10-12 დღე.
ქათმის სკინტლის სასუქი
ამ სასუქისთვის გრანულირებული ქათმის სკინტლი დაგჭირდებათ. 1 ლიტრიანი ქილა სკინტლით გაავსეთ და 10 ლ წყალში გააზავეთ. ხსნარი 2 საათით გაჩერეთ, რომ კონცენტრირებული ნარევი მიიღოთ.
1 ლ კონცენტრირებულ ნარევს 10 ლ წყალი დაუმატეთ. ხსნარი მზადაა და შეგიძლიათ ყაბაყი გამოკვებოთ. თითოეული ბუჩქი ფესვებთან 1 ლ ხსნარით მორწყეთ.
რკინის აჯასპი და ლიმონმჟავა
ყაბაყი იმ კულტურებს მიეკუთვნება, რომელშიც ნიტრატები გროვდება. გარდა იმისა, რომ ნაყოფი საზიანოა, ცუდად ინახება. აზოტით გამოკვებამ ნიტრატების დაგროვებას ხელი რომ არ შეუწყოს, ქელატური ხსნარით დანამეთ. ასეთი პროცედურა კვირაში ერთხელ საკმარისია.
მზა პრეპარატი მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ. 1 ჩ/კ რკინის აჯასპი და 1 ს/კ ლიმონმჟავა 1 ვედრო წყალში გახსენით. ამ ხსნარით დამუშავება ყაბაყში აზოტის ცვლას მოაწესრიგებს და ნიტრატების დაგროვებას ხელს შეუშლის.
ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ, რომ ყაბაყის უხვი მოსავალი აიღოთ და მცენარე ნიტრატების დაგროვებისგან დაიცვათ.