თავის მოვლა
მარილის სპრეი – მოდური საშუალება თმის ლამაზად დასავარცხნად
ჩემი კურსელი უნივერსიტეტში ყოველთვის ლამაზი და ბუნებრივი ვარცხნილობით დადიოდა. თითქოსდა თმის ლაქს ან სხვა საშუალებას საერთოდ არ იყენებს. მისი ვარცხნილობის საიდუმლომ დამაინტერესა. აღმოჩნდა, რომ ამ მიზნით მხოლოდ უბრალო მარილის სპრეის იყენებს. რეცეპტი მის ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ამაში დედამისის ფოტოებმა დამარწმუნა.
სახლში მისვლისთანავე თმის სპრეი მოვამზადე და შედეგმა სასიამოვნოდ გამაოცა. ვფიქრობ, ამდენი თმის პროფესიონალური საშუალების შეძენა აღარ დამჭირდება. იმ დღიდან ამ საოცარ თმის სპრეის ვიყენებ და დღეს მის რეცეპტს თქვენც გიზიარებთ.
მარილის სპრეი თმისთვის სახლის პირობებში
ასეთი ხელნაკეთი სპრეი ფუმფულა, ხუჭუჭა და ტალღოვანი თმის მფლობელებს განსაკუთრებით მოეწონებათ. სპრეი ზედმეტი „ფუმფულა“ მოცულობას გააქრობს, თმის ტექსტურას ხაზს გაუსვამს.
შინაურული საშუალების გამოყენების შემდეგ თმა მორჩილი და უხეში გახდება, რაც სასურველი ფორმის მიღებას გაგიმარტივებთ. სპრეი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ თმის ძირებზე ან მთელ სიგრძეზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვარცხნილობას იკეთებთ. იდეალურ „სანაპიროს კულულებს“ მიიღებთ, აჩეხილ თმაზე კიდევ უფრო ლამაზი გამოდის.
დაგჭირდებათ:
- 20 მლ სუფთა წყალი
- 6 მლ ალოეს გელი
- 7 წვეთი ეთერზეთი
- 0,5 ჩ/კ მაგნიუმის სულფატი
მომზადება:
30 მლ სპრეი ბოთლში ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ და კარგად აურიეთ, დარწმუნდით, რომ ინგრედიენტები კარგად გაიხსნა. გამოყენების წინ შეანჟღრიეთ.
მარილის სპრეი არა მხოლოდ ლამაზი ფორმის მიღებაში დაგეხმარებათ, არამედ თავის კანს დაამშვიდებს.
მარილის სპრეით შეგიძლიათ სახის კანი გაიწმინდოთ. ის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ, თან ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. საშუალება უხდება პრობლემურ კანს, განსაკუთრებით აკნეს, ფსორიაზის და ეგზემას დროს.