Connect with us

ჯანმრთელობა

მარგარინი, ძეხვი და კიდევ 5 პროდუქტი, რომლებიც დაბერებას აჩქარებენ

ადამიანის დაბერების სიჩქარეზე ძალიან ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. ამ მხრივ კვება უკანასკნელ ადგილს ნამდვილად არ იკავებს. ეს პროდუქტები რაციონიდან გამორიცხეთ და კარგი განწყობის და ახალგაზრდა კანის დიდხანს შენარჩუნებას შეძლებთ.

მარგარინი

ეს სიტყვა დაივიწყეთ! ემულსიური პროდუქტი სავსეა მავნე ტრანსცხიმებით, რომლებიც ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს ზრდიან. გარდა ამისა, ასეთი ცხიმები ორგანიზმში წყლის დისბალანსთან ასოცირდება. ქრონიკული გაუწყლოება აუცილებლად ბევრ ნაოჭს და ორგანოების ნაადრევ დაბერებას იწვევს.

ნახევარფაბრიკატები

დიახ, გვესმის, რომ დრო არასფრისთვის გყოფნით, მაგრამ მაინც გირჩევთ, საკვებსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე დრო არ დაზოგოთ. მზა კერძები, რომლებიც უბრალოდ მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წუთით უნდა გააცხელოთ, მარილის ჭარბი რაოდენობის გამო ძალიან არაჯანსაღი საკვებია. მარილის სიჭარბე აუცილებლად შეშუპებას და კანის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

ენერგეტიკული სასმელები

თუ დილიდან ენერგია არ გყოფნით, უბრალოდ ადრე დაწექით! ორგანიზმი ენერგეტიკულ სასმელებზე „არ შესვათ“, თუ 10 წლით ადრე დაბერებას არ აპირებთ.

სასმელი ძალიან ბევრ შაქარს, კოფეინს, ნატრიუმს და მჟავებს შეიცავს. ეს კომბინაცია კბილების ემალისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის დამღუპველია. არაფერს ვამბობთ სასმელის შარდმდენ ეფექტზე, რომელიც ორგანიზმს მაცოცხლებელ ტენს ართმევს.

ტკბილეულობა

თუ ნაადრევ დაბერებაზე ვსაუბრობთ, შაქარი თქვენი ნომერ პირველი მტერია. ტკბილეულზე მთლიანად უარი არ თქვათ, მაგრამ აუცილებლად შეზღუდეთ. ჭარბი გლუკოზა ქრონიკული დაავადებების გასავითარებლად იდეალურ პირობას ქმნის და დიაბეტის რისკს ზრდის. შაქარი სიმსივნის უჯრედებისთვის კარგი საკვებია. სჯობს დაფიქრდეთ!

მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტები

პური, პასტა და თეთრი ფქვილისგან წარმოებული სხვა პროდუქტები „სწრაფ“ ნახშირწყლებს შეიცავს, რომელთა მოხმარება სისხლში შაქრის დონეს სწრაფად ზრდის. მისი მკვეთრი ზრდა და არანაკლებ მკვეთრი ვარდნა შეუძლებელია კანზე არ აისახოს.

მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტების მოხმარებასა და ნაადრევ დაბერებას შორის კავშირი მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს. თუ სახეზე აკნე და როზაცეა გაჩნდა, რაციონს გადახედეთ და თან რაც შეიძლება დროულად.

ალკოჰოლი

პანიკის გარეშე! კვირაში ერთხელ 1 ჭიქა კარგი წითელი ღვინის მიღება არ დაგაბერებთ, მაგრამ ზომიერება არ უნდა დაგავიწყდეთ. სპირტიანი სასმელების ხშირი მიღება, განსაკუთრებით შაქრის მაღალი შემცველობით, ორგანიზმში რადიკალურ ცვლილებებს იწვევს, მათ შორის A ვიტამინის დეფიციტს, რომელიც უჯრედების განახლებაზეა პასუხისმგებელი.

ძეხვი და სხვა ხორციანი პროდუქტი

ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიტრატები და ნიტრიტები, რომლებიც ძეხვეულში ხორცის შემცველობის სტაბილიზაციისთვის გამოიყენება, კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ორგანიზმში ეს ნივთიერებები თავისუფალ რადიკალებად გარდაიქმნება, უჯრედების დაჟანგვას იწვევს და მათ დნმ–ს ცვლის. ასეთი პროცესები სახის კანისთვის დამღუპველია.

რაციონი ორგანული ხორცით და მცენარეული წარმოშობის ცილოვანი პროდუქტებით გაამდიდრეთ. აი, ბეკონი, სოსისი და სხვა ხორცის პროდუქტები, რომლებიც დიდხანს ინახება, სჯობს რაციონიდან ამოიღოთ.