თავის მოვლა
მარადიული ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლო ამოხსნილია! სახის ანტიასაკობრივი ნიღაბი სოფი ლორენისგან
ქალი რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ყოველთვის ოცნებობს, რომ სხვებზე უკეთ გამოიყურებოდეს. საქმე ეხება ბებიებს, რომლებიც კოსმეტიკას იყენებენ და ლამაზად ჩაცმა უყვართ – ეს მისაბაძი მაგალითია. სამყაროს საკუთარი თავით გალამაზება ნიშნავს, რომ ის უკეთესი გახადოთ!
ეს ჭეშმარიტება წლების შემდეგ სოფი ლორენმა მოგვიტანა, რომელიც თავისი სილამაზით მუდამ გვახარებს. განუმეორებელი დივა საკუთარ თავს ზედმიწევნით უვლის და მის მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. სოფის სილამაზეს დრომ ვერ აჯობა, რადგან ქალი არა მხოლოდ მიმზიდველი, არამედ ჭკვიანია.
რჩევები სოფი ლორენისგან
სახის კანი რომ დაჭიმოთ და ნაოჭები გაისწოროთ, სერიოზული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება საჭირო არაა. დიდებული მსახიობის ანტიასაკობრივი კრემი სცადეთ, რომელიც თქვენს სახეს მყისიერად გარდაქმნის, ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის და კანს გაანათებს. კრემის ინგრედიენტები მარტივია, მოქმედება კი ძალიან ძლიერი!
კრემის საფუძველი – ჩვეულებრივი ჟელატინი. თუ მშრალი სახის კანი გაქვთ, 1 ჩ/კ ჟელატინი და 100 მლ ნაღები აურიეთ. ნორმალური და კომბინირებული კანისთვის 1 ჩ/კ ჟელატინის და 100 მლ რძის ნარევი გამოდგება.
ცხიმიანი კანისთვის ნიღაბი რომ მოამზადოთ, ჟელატინი და კეფირი აურიეთ. მიღებული ნარევი 5 საათით მაცივარში შეინახეთ. ჟელატინი ბოლომდე გახსნას შეძლებს და ამ დროში გაგრილდება. მიღებული მასა ბლენდერის ჭიქაში გადაიტანეთ და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ მშრალი, თეთრი ღვინო დაუმატეთ.
ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მზა კრემი მინის ჭურჭელში გადაიტანეთ. ეს ჯადოსნური გამაახალგაზრდავებელი საშუალება შეგიძლიათ მაცივარში დიდხანს შეინახოთ.
კრემ–ნიღაბი სჯობს კურსების სახით გამოიყენოთ. პროცედურა ყოველ მეორე დღეს 15 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ. ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით, 15 წუთით გაიჩერეთ, რომ საშუალებამ იმოქმედოს. ნიღაბი თბილი წყლით ნაზად ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ნიღაბი მაცივრიდან დილით სახის კანს ტონუსში მოიყვანს. ეს საშუალება შეშუპების მოსაშორებლად აუცილებლად გამოიყენეთ.
სოფი ლორენის სილამაზის საიდუმლო მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.