სხვა
მან 99 წელი იცოცხლა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ორგანოები “არასწორ ადგილას” მდებარეობდნენ
თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი როუზ მარი ბენტლიმ ამერიკის შტატის – ორეგონის ჩრდილო- დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სოფელში გაატარა, სადაც ის მეუღლესთან ერთად სურსათს ყიდდა. ქალბატონი ადგილობრივ გუნდში მღეროდა, ასწავლიდა საკვირაო სკოლაში და უყვარდა მებაღეობა. მისი ცხოვრება არაფრით გამოირჩეოდა, სხვა მილიონობით ადამიანის ცხოვრებისგან, სანამ 2017 წელს, მან თავისი გარდაცვალებით საიდუმლოს არ ახადა ფარდა რომლის შესახებაც არც თავად და არც მისმა ახლობლებმა არაფერი იცოდნენ.
მოხუცმა ამერიკელმა თავისი გვამი ორეგონის ჯანმთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტს შესწირა. სწორედ ამან არ მისცა როუზს ტავისი საიდუმლოს სამარეში წაღების საშუალება, რადგან ჩვეულებრივ, ღრმად მოხუცებულის გარდაცვალების შემთხვევაში გაკვეთა არ ტარდება.
სხეულის გაკვეთისას, სტუდენტმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ 99 წლის ქალბატონს ანომალია ქონდა, რომელიც შიდა ორგანოების ტრანსპოზიციით (ორგანოების სარკისებური განლაგება) არის ცნობილი. ქალბატონის ღვიძლი, კუჭი და მუცლის ღრუს სხვა ორგანოები მარჯვნიდან მარცხნივ იყვნენ ტრანსპორტირებული, ამასთანავე გული თავის ჩვეულ ადგილს იკავებდა. სწორედ ასეთი ტრანსპოზიცია (ლევოკარდია) გვხვდება ძალიან იშვიათად, 22 ათასი ახალშობილიდან ერთში, ანუ მოსახლეობის მხოლოს 0. 0045%-ში.
“ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და ამიტომ გარკვეული დრო დაგვჭირდა იმის გასარკვევად თუ როგორ იყო მოწყობილი ქალბატონი ბენტლის ორგანიზმი” – აცხადებს კემ უოკერი, ტოპოგრაფიული ანატომიის პროფესორი.
უოკერის შეფასებით, მხოლოდ 50 მილიონი ადამიანიდან ერთ ადამიანს აღენიშნება ლევოკარდია, რომლებსაც ზრდასრულ ასაკამდე შეუძლიათ ცხოვრება, რადგან შიდა ორგანოების ტრასპოზიციას (situs inversus) სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემებამდე მივყავართ.
როუზს ფაქტიურად არანაირი სერიოზული დაავადბები არ აწუხებდა. სამედიცინო ლიტერატურაში, მხოლოდ 2 შემთხვევა გვაქვს როდესაც იზოლირებული ლევოკარდიით და შიდა ორგანოების სარკისებური განლაგებით ადამიანებმა 70 წლამდე იცოცხლეს და დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ამ ასაკობრივი ზღვარისთვის არავის გადაუბიჯებია.
პათოლოგანატომებმა სხვა ანომალიებიც აღმოაჩინეს, მათ შორის საყლაპავის თიაქარი და ზედა ღრუს ვენის უჩვეულო სიგრძე. იმის ნაცვლად, რომ დეოქსიგენირებული (უჟანგბადო) სისხლი მხოლოდ თავიდან, კისრიდან და ზედა ბოლოებიდან მოეგროვებინა, მისი ზედა ღრუს ვენა სისხლს გულ-მკერდის არესა და მუცლის ღრუდანაც აგროვებდა.
მიუხედავად ანომალიებისა, გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ ბენტლის მხოლოდ ართრიტი აწუხებდა. მან სამი ორგანო ამოიჭრა, მათ შორის ბრმანაწლავი, რომელიც მისი ქირურგის თქმით ასევე არასწორ ადგილს იკავებდა.
ალბვატონის შვილები დარწმუნებულნი არიან, რომ დედამ თავისი ანომალიის შესახებ არაფერი იცოდა.
“დედა იფიქრებდა, რომ ეს არაჩვეულებრივია – აცხადებს მისი შვილი ლუიზა ელლი, მისი თქმით როუზს ნამდვილად მოეწონებოდა ის ყურადღება, რომელსაც ახალი ამბები მის უნიკალურ ორგანიზმს უთმობენ”.