საკითხავი
მამაკაცმა უკვე მეხუთე უნარშეზღუდული ბავშვი იშვილა და მათ დამოუკიდებლად ზრდის
სამყაროში ყველაზე ძლიერი მამის ისტორია: მან 5 დაავადებული ბავშვი იშვილა, რათა ისინი სიყვარულითა და ზრუნვით აღეზარდა,
35 წლის ბენ კარპენტერმა, პირველად, ერთი ბავშვის შვილად აყვანა 21 წლის ასაკში გადაწყვიტა.
თუმცა, განგებამ ყველაფერი თავის ნებაზე გადაწყვიტა და ახლა ბენს 5 შვილი ჰყავს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით.
მისი შვილები არიან: ჯეკი(11 წლის), რუბი(8 წლის), ლილი(6 წლის), ჯოზეფი(3 წლის) და ნოა(1 წლის).
თავიდან, მარტოხელა მამა ნერვიულობდა შვილად აყვანის გამო, თუმცა, მას დაეხმარა უნარშეზღუდულ ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის გამოცდილება.
-“21 წლის ასაკშიც კი ვიცოდი, რომ მამობა ძალიან მინდოდა, თანაც მაქსიმალურად სწრაფად. ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა მეშინოდა, რომ დაუქორწინებლობის გამო უარს მეტყოდნენ. აქ განსაკუთრებულ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება დამეხმარა. შვილად აყვანის უფლება სწორედ ამის დამსახურებით მომცეს.”
პირველი შვილის აყვანიდან უკვე 9 წელი გავიდა და ბენი საერთოდ არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას.
უფრო ჯეკს აუტიზმი აქვს, რუბის – ხელების შეზღრუდული მოძრაობა ძვლების არქონისა და პიერ რობინის სინდრომის გამო, ლილი ყრუა, ჯოზეფს კი დაუნის სინდრომი აქვს.
-“ბიოლოგიურ შვილზე არასდროს მიოცნებია, რადგან არსებობს იმაზე გაცილებით მჭიდრო კავშირი შვილსა და მამას შორის, ვიდრე ბიოლოგიურია. ჩემს შვილებს ჩემნაირი მანერები აქვთ.”
მამამ დაამატა, რომ ნოა დანახვისთანავე შეუყვარდა და მიხვდა, რომ შვილად უნდა აეყვანა.
ბენი არ აპირებს დაქორწინებას, რადგან მისი შვილები – მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.
რას იტყვით ამ არაჩვეულებრივ ადამიანზე?