Connect with us

ჯანმრთელობა

მაკის ფესვი (პერუს ჟენშენი): 7 სასარგებლო თვისება ქალის ჯანმრთელობისთვის

ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყარო. პერუს ჟენშენი – ეს მცენარე წარმოშობით პერუს ცენტრალური, მთიანი რაიონებიდან გახლავთ, მათი სიმაღლე 3500 მეტრზე მეტია. მრავალი საუკუნის განმავლობაში ის სამხრეთ ამერიკის ტომების ძირითად საკვებს წარმოადგენდა, ხოლო ბოლო დროს კი მთელს მსოფლიოში გახდა პოპულარული თავისი მაღალი კვებითი ღირებულებისა და სამკურნალო თვისებების წყალობით.

ამ ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყაროს ათვისება ორგანიზმის მიერ თითქმის სრულად ხდება, ის არეგულირებს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სისტემების ფუნქციონირებას, მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება და არეგულირებს ენდოკრინულ სისტემას. ის ძალიან სასარგებლოა ჰორმონალური და მეტაბოლური დარღვევების სამკურნალოდ.

მაკის ფესვი ჯერ ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ არის, მაგრამ, ძალიან სასარგებლოა ქალბატონების ჯანმრთელობისთვისაც, ამ სტატიაში გვსურს იმ 7 სასარგებლო თვისებაზე მოგიყვეთ რომელიც ამ მცენარეს ქალბატონებისთვის მოაქვს.

1. არეგულირებს მენოპაუზის სიმპტომებს

ფიტოქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც მაკის ფესვი შეიცავს – არეგულირებს ჰორმონალურ დისბალანსს, რომელიც შეიძლება მენოპაუზასთან იყოს დაკავშირებული. ვიტამინებისა და მინერალების წყალობით ის ხელს უწყობს ჰორმონალურ აქტივობას და ქალს მენოპაუზის ტიპიური სიმპტომებისგან იცავს,მაგალითად შეხურებისა და ღამის ოფლიანობისგან. ის ასევე ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს ასაკობრივი ცვლილებების იოლად გადატანას და ემოციურ პრობლემებს, ისეთებს როგორიცაა სტრესი და დეპრესია.

2. ასტიმულირებს სექსუალურ სურვილს

ლიბიდოსთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება ჰორმონალური დისბალანსით ან ემოციური დარღვევებით იყოს გამოწვეული. მაკისგან მომზადებული სასმელი ან საკვები დანამატები კი დაგეხმარებათ:

  • დაალაგოთ სექსუალური ცხოვრება
  • გახდეთ უფრო ენერგიული
  • გააძლიეროთ ლიბიდო

3. აუმჯობესებს განწყობას

ცხიმოვანი მჟავები ან შეუცვლელი ამინომჟავები, რომლებსაც მაკის ფესვი შეიცავს საინტერესოდ მოქმედებს ქალის ემოციურ მდგომარეობაზე. ეს ნივთიერებები არეგულირებენ კორტიზოლის გამომუშავებას – ჰორმონის რომელიც არა მარტო სტრესის პროვოცირებას ახდენენ, არამედ ხელს უწყობენ ჭარბი წონის დაგროვებას. მაკის ფესვი ასტიმულირებს ენდორფინებისა და სეროტონინის გამომუშავებას – ორი ნეიროტრანსმიტერის, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ბედნიერებასა და კარგ განწყობასთან.

4. იცავს ტვინის ჯანმრთელობას

ანტიოქსიდანტები და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები რომლებსაც მაკის ფესვი შეიცავს ანეიტრალებს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. ამ საკვებ ნივთიერებებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ, ამცირებენ კოგნიტური დარღვევების გაჩენის და მეხსიერების დაკარგვის რისკს, გვიცავენ ნეიროდეგენერატიული დაავადებებისგან.

სასარგებლო ცხიმების წყალობით ის ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინისგან იცავს, ეს ტვინის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას უწყობს ხელს და ამცირებს ინსულტის რისკს.

5. ასტიმულირებს ფერტილურობას

ფერტილურობის პრობლემას ქალებს შორის უფრო ხშირად ვხვდებით ვიდრე კაცებთან. უნაყოფობის მკურნალობა შეიძლება ძვირადღირებული იყოს და ქალის ჯანმრთელობისთვის კი ნეგატიური გავლენა ქონდეს. მაკის ფესვზე დაფუძნებული საკვები დანამატები ფერტილურობას ასტიმულირებს – ჰიპოფიზში ჰორმონების გამომუშავების ხარჯზე.

6. აძლიერებს ძვლებს

მენოპაუზის დადგომასთან ერთად ძვლები სუსტდებიან. ორგანიზმში ესტროგენის დონის შემცირება ართულებს კალცის ათვისებას და ზრდის ოსტეოპოროზის გაჩენის რისკს. მაკის ფესვი ბევრ კალციუმს და სხვა საჭირო მინერალებს შეიცავს რომლებიც ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს.

7. ზრდის ენერგიას

მაკის ფესვში შემავალი საკვები ნივთიერებები, მათ შორის ცხიმოვანი მჟავები და ცილები ხელს უწყობენ ორგანიზმის ენერგიით ავსებას და აძლიერებენ გონებრივ შეაძლებლობებს. სპორტსმენებს ხშირად ურჩევენ მაკის ფესვის მიღებას რადგან ის სწრაფად აბრუნებს ორგანიზმს ფორმაში.

მაკის ფესვი – შესანიშნავი პროდუქტია რომელიც შეუცვლელია სასარგებლო, ბალანსირებული კვებისთვის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.