ჯანმრთელობა
მაისსა და ივნისში ნიგვზის ფოთლებს ვაგროვებ და ამით ჯანმრთელობას ვაძლიერებ
მასში შემავალი ვიტამინები, გლიკოზიდები, ფლავონოიდები, კარატინოიდები და ეთერზეთები მის სარგებლობაზე თავისთავად საუბრობს.
სამკურნალო მიზნით, ძირითადად, ფოთლები და მოუმწიფებელი ნაყოფის ქერქი (ნაყოფსაფარი) გამოიყენება.
ნიგვზის ფოთლებისა და ნაყოფსაფარისგან ნაყენისა და ნახარშის მომზადება
სისხლძარღვების სკლეროზის დროს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ, მშრალ ფოთლებს 1 ჭიქა (250 გრ) მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ.
დიარეის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს: 1 ს/კ ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ და გადაწურეთ. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. ყოველ ჯერზე ნაყენი გააგრილეთ.
ანგინის და ღრძილების ანთების დროს: 1 ს/კ ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ მიიღეთ. ამ ხსნარით პირის ღრუ და ყელი გამოივლეთ, პირში 1 წუთით მაინც დაიგუბეთ.
შაქრიანი დიაბეტის დროს: 1 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა (250 გრ) მდუღარე წყალი დაასხიღ, 15-20 წუთით ადუღეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ. მთელი დღის განმავლობაში მცირე პორციებით დალიეთ.
კანის დაავადების დროს: 5 ს/კ ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 10-15 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ. აბაზანის და სახვევის სახით გამოიყენეთ.
ნიგვზის ფოთლებისა და ნაყოფსაფარის კოსმეტოლოგიაში გამოყენება კარგ შედეგს იძლევა: 80 გრ დაქუცმაცებულ ფოთლებს 300 გრ მცენარეული ზეთი დაასხით, ბნელ ადგილას 15-20 დღით დააყენეთ.
ჩაი ავერინი
რეცეპტი ძველია. ამ ნაყენით ბერები შაქრიან დიაბეტსა და კანის დაავადებებს კურნავდნენ.
ნიგვზის ახალი ფოთლები გამოაშრეთ, დააქუცმაცეთ და იაჟუჟუნას და ორკბილას ყვავილებს 1:1:1 პროპორციით აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ და გადაწურეთ. მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღეთ.
ლიმფური კვანძების, შარდის ბუშტის და მასტიტის დროს 1 ს/კ დაქუცმაცებულ მშრალ ფოთლებს 2 ს/კ მდუღარე წყალი დაასხით. 2 საათით დააყენეთ. 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 თვე. პროსტატის დროს 3 ს/კ დაქუცმაცებულ, მშრალ ფოთლებს 200 გრ არაყი დაასხით. 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და 30 წვეთი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.
ნიგვზის ფოთლები და ნაყოფსაფარი მკვებავი, ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, შემკვრელი, ინსექტიციდიური, სისხლის შემაჩერებელი, ზოგადი გამაძლიერებელი, ჩირქის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი, შაქრის დამწევი, მატონიზირებელი მოქმედება აქვს.
ნიგვზის ფოთლების ნაყენს შიგნით ღებულობენ ტვინის და გულის სისხლძარღვების სკლეროზის დროს, კანის დაავადების დროს ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, სისხლში შაქრის დონის დასაწევად, ფილტვების ტუბერკულოზის, ცოტა სისხლის, ავიტამინოზის, ორგანიზმის დასუსტების, ქალური გამონადენის, ვენური დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, სიყვითლის, მეტაბოლური ართრიტის, ძირმაგარას, ავთვისებიანი წამონაზარდის, რაჰიტის, ქრონიკული ეგზემას და დეტამოტმიკოზის დროს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.