Connect with us

ჯანმრთელობა

მაისის ბოლოს შეგროვებული მწვანე კაკლის ნაყოფის 4 უძველესი სამკურნალო საშუალება

მაისის ბოლოს შეგროვებული კაკლის მწვანე ნაყოფი C, E, P, B1 და B2 ვიტამინების, კაროტინის და ქინონის მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს.

მოუმწიფებელი ნაყოფის ნაყოფსაფარი შეიცავს C ვიტამინს 3-დან 4 %-მდე, ანუ ბევრად მეტს, ვიდრე ვარდის ნაყოფი და შავი მოცხარი, ასევე ტანინები 14-35 %-მდე, იუგლონს, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, გალმჟავას და კუმარინს.

ნიგვზის მოუმწიფებელი ნაყოფი ძალიან სასარგებლოა თავდაუჯერებელი მამაკაცებისთვის, რომლებიც ქალებთან პასიურობენ. მომავალმა დედებმა, რომლებიც პირმშოს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, მოუმწიფებელი ნიგოზი აუცილებლად უნდა ჭამონ.

მათი ნაყენიც სასარგებლოა, განსაკუთრებით კუჭის და ნაწლავების ანთების, ყაბზობის, რაქიტის, საყმაწვილოს, პოდაგრის, ჭიების, ანემიის, ქრონიკული ეგზემის და ავიტამინოზის დროს.

1. ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტი თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის და ჰიპერტონიის დროს

100 ცალი ნიგვზის მწვანე ნაყოფი აიღეთ, თითოეული ოთხად გაჭერით და სამ ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ. ზემოდან თითქმის ბოლომდე თაფლი დაასხით (სამი თითის დადებამდე), ხის ჩხირით კარგად აურიეთ და ლითონის თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. სხვა თავსახური შეიძლება მოძვრეს.

ქილა 6 თვით სარდაფში ან ფარდულში 70 სმ სიღრმეში ჩამარხეთ.დროის გასვლის შემდეგ ქილა გახსენით, შემადგენლობა კაპრონის საწურში გადაწურეთ, ოდნავ მოუჭირეთ. მიღებული მასა მჭიდროდ თავდახურულ ქილაში ჩაასხით და მაცივარში ან გრილს ადგილას შეინახეთ.

დღეში 3 ს/კ წყალთან (30-50 მლ) ერთად, ჭამამდე მიიღეთ. ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით მკურნალობის კურსი 3-5 წელში გაიმეორეთ.

2. ღვიძლისა და ნაწლავების გასაწმენდად, ასევე სკლეროზის საწინააღმდეგოდ

100 გრ ნიგვზის მწვანე ნაყოფი აიღეთ, თითოეული ოთხად გაჭერით და 800 გრ შაქრის ფხვნილი ან თაფლი დაასხით, 0,7-1 ლ არაყი დაუმატეთ. მჭიდროდ თავდახურულ ქილაში ჩაასხით და ბნელ ადგილას, სასურველია ფარდულში, 2 კვირით დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ და გადაწურეთ.

3. არაყზე დაფუძნებული უნივერსალური ნაყენი 50 დაავადების საწინააღმდეგოდ

ნაყენი 1-2 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ.

გაზრდილი არტერიული წნევის, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის, გულის დაავადების, დიარეას, გასტრიტის (მაღალი მჟავიანობით), შაქრიანი დიაბეტის, საჭმლის ცუდი მონელების დროს მოუმწიფებელი ნაყოფის სპირტზე ან არაყზე დაფუძნებული ნაყენი შესანიშნავად დაგეხმარებათ.

ნაყენი: 50 დაქუცმაცებულ მოუმწიფებელ ნიგოზს 0,5 ლ არაყი დაასხით, მუქი ფერის ბოთლში მზეზე 2 კვირა დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ.

მიღებული შავი, ბალზამის სუნის მქონე ნაყენი 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ მიიღეთ. ბრონქიტის მკურნალობის დროს – 1 ჩ/კ თბილ (ცხელ ) ჩაისთან ერთად, გემოვნებით თაფლი დაუმატეთ.

4. ფარისებრი ჯირკვლის მე-2 და მე-3 სტადიის (კვანძოვანი ჩიყვი) დაავადების დროს

მწვანე ნიგოზი შეაგროვეთ მაშინ, როცა მისი დიამეტრი 1,5 – 2 სმ იქნება, წვრილად დაჭერით და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. შაქარი მისი გახსნის მიხედვით მუდმივად დაუმატეთ. ჭურჭელი ბნელ ადგილას შეინახეთ. როცა შაქარი გახსნას შეწყვეტს, ქილა მაცივარში შეინახეთ.

მიღებული წვენი ½ ჩ/კ დღეში 3-ჯერ ბალახების ნაყენთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღეთ.

უკუჩვენება

საკვებში ნიგვზის მიღება რეკომენდებული არაა, თუ ქრონიკული კოლიტი და ენტეროკოლიტი გაწუხებთ.

ნაყოფში შემავალი დიდი რაოდენობით ცილები ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას – ჭინჭრის გამონაყარს, კვინკეს შეშუპებას იწვევს, ზოგჯერ შეიძლება ალერგიული სტომატიტი და დიატეზი გამოიწვიოს.

ძალიან ბევრ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ნიგოზი ეგზემას, ნეიროდერმატიტის, ფსორიაზის და ზოგიერთი კანის დაავადების მქონე პაციენტებისთვის უკუჩვენებულია. ნიგვზის მცირე რაოდენობით მიღებაც კი ამ დაავადებების გამწვავებას იწვევს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.