საკითხავი
მათეთრებლის გამოყენების 5 ვარიანტი სახლის დასალაგებლად და სადეზინფექციოდ
სახლში მათეთრებელი ყოველთვის მაქვს. მისი დახმარებით თეთრ ნივთებს, თეთრეულს და პირსახოცს იდეალურ სიქათქათეს ვუბრუნებ. გარდა ამისა, არაპირდაპირი დანიშნულებით ვიყენებ. როგორც მინიმუმ, მისი გამოყენების 5 ვარიანტის შესახებ ვიცი. სხვა საშუალებები მათეთრებლით ჩავანაცვლე. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხრიკებს, როგორ გამოიყენოთ მათეთრებელი სახლის დასალაგებლად და სადეზინფექციოდ.
ბლოკირების მოხსნა
სამზარეულოში ნიჟარის ბლოკირებას ხშირად არა თმა და საკვების ნარჩენები, არამედ ცხიმის ფენა იწვევს, რომელიც სითხეს გავლის საშუალებას არ აძლევს. მათეთრებელი, რომლის მთავარი ინგრედიენტი ქლორია, ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. 500 მლ მათეთრებელი ნიჟარაში ჩაასხით და 1 საათით მოიცადეთ. ამის შემდეგ ბევრი წყალი ჩაასხით.
ობის მოშორება
ობი უსიამოვნო მოვლენაა, რომელიც ბინაში, კერძო სახლში ან აგარაკზე შეიძლება გაჩნდეს. ობი არა მხოლოდ უსიამოვნოდ გამოიყურება, არამედ ჯანმრთელობას აზიანებს. სწორედ ამიტომ, დროულად მოიშორეთ. ამ საქმეშიც მათეთრებელი დაგეხმარებათ. სპრეი ბოთლში ჩაასხით და ობიანი ადგილები დაამუშავეთ. ამ დროს სოკო კედლიდან ჩამოწვეთავს და ზოლებს წარმოქმნის, მაგრამ გაშრობის შემდეგ კვალი არ დარჩება. უკეთესი შედეგისთვის პროცედურა მეორე დღეს გაიმეორეთ.
სახლის დასუფთავება
მათეთრებელი მთელი სახლის სადეზინფექციოდ გამოიყენეთ. სახლის ხშირად გაწმენდა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები ან ცხოველები გყავთ. 100 გ მათეთრებელი 1 ვედრო წყალში გახსენით და დალაგება დაიწყეთ. ნარევით კარის სახელურები და სხვა ზედაპირებიც გაწმინდეთ.
უნიტაზის გაწმენდა
უნიტაზის საწმენდად იდეალური საშუალებაა, რადგან ჟანგს და წყლის ქვებს მარტივად უმკლავდება. სანტექნიკა უბრალოდ სისუფთავით იბრწყინებს. ფილებს შორის ღარებიც შეგიძლიათ გაწმინდოთ. ჯაგრისი ნარევში დაასველეთ და ღარები გახეხეთ. 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყლით გაწმინდეთ.
კატის ტუალეტის დეზინფექცია
თუ კატის ტუალეტს ხშირად არ გაწმენდთ, უსიამოვნო სუნი და შარდის ქვები გაჩნდება. აგრესიული ქიმიაც შეიძლება ვერ გაუმკლავდეს. აქაც მათეთრებელი დაგეხმარებათ. არომატს და ჭუჭყს მარტივად მოიშორებთ.
მათეთრებელი, როგორც საწმენდი და სადეზინფექციო საშუალება სხვადასხვა სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, აუზის, აკვარიუმის, აბაზანის, ცხოველის ტუალეტის საწმენდად. ეს სრული სია არაა. რაც მთავარია, მის შეძენას ნებისმიერ საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიაში თეთრებად შეძლებთ.