Connect with us

ყვავილები

მადლობელი ვარ მეზობლის, რომელმაც საფუარი მაჩუქა და ჯადოსნური სასუქის რეცეპტი მასწავლა

არაფერი ისე არ ახარებს მებოსტნეს, როგორც კარგი მოსავალი. მის მიღებაში კი საფუარის სასუქი დაგეხმარებათ.

ის ნიადაგში სასარგებლო ელემენტების დეფიციტის კომნპენსირებას ახდენს, ბოსტნეულს მინერალებით ამდიდრებს და უფრო გემრიელი და მსხვილი ნაყოფის მიღებას ხელს უწყობს.

საფუარის სარგებელი

საფუარი შეიცავს ყველაფერს, რაც კარგი პურის გამოსაცხობად აუცილებელია. გამოცდილი მებოსტნეები დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ საფუარი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ძალიან ხელმისაწვდომი და საუკეთესო ორგანული სასუქი.

საქმე იმ სოკო სახარომიცეტებშია, რომელთაც საფუარი შეიცავს. სახარომიციტები ცილების, ამინომჟავების და ორგანული რკინის შესანიშნავი წყაროა. ეს ნივთიერებები მცენარის ზრდასა და მოსავლიანობაზე დადებით გავლენას ახდენს.

საფუარის ხსნარით დამუშავება პომიდორს ფიტოფთორისგან იცავს, ხოლო კიტრს – პერონოსპოროზისგან (ცრუ ნაცროვანი სოკო).

საფუარი მიწის ხარისხს აუმჯობესებს, მას სასარგებლო მიკროფლორით ამდიდრებს. ასეთი დამუშავება სტრესის გადატანის შემდეგ სასარგებლოა – ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და შემცირება.

სასუქის მომზადება

სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 10 გრ მშრალი საფუარი, 2 ს/კ შაქარი და 1 ლ თბილი წყალი.

ყველაფერი აურიეთ და 2–4 საათი თბილ ადგილას გააჩერეთ. მზა კონცენტრატი 10 ლ წყალში გააზავეთ. საფუარი ნიადაგიდან კალიუმს აქტიურად მოიხმარს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ნარევს 0,5 კგ ნაცარს დაუმატებთ.

საფუარის სასუქის გამოყენება

პირველად ნერგები საფუარით  2–3 ფოთოლის გამოღების შემდეგ გამოკვებეთ.

მეორედ ცალკე ჭიქაში გადარგვიდან 10 დღის შემდეგ. მესამედ – ღია ნაკვეთზე დარგვის შემდეგ.

საფუარის სასუქი ბოსტნეულისთვის

საფუარით გამოკვება უყვარს კიტრს, პომიდორს, წიწაკას, სტაფილოს, ბოლოკს, ყაბაყს და პატისონს. ბაღჩეულ კულტურებთან და მზესუმზირასთან კარგ შედეგს იძლევა.

მკვებავი ნარევით ძალიან ხშირად არ უნდა მორწყათ. სეზონზე მაქსიმუმ 3 გამოკვება საკმარისია. პირველად, ადრეულ გაზაფხულზე, რომ მცენარე კარგად გაფესვიანდეს.

შემდეგ მკვებავი ხსნარი ყვავილობის დასაწყისში უნდა გამოიყენოთ. ბოლოს, ნაყოფის ფორმირებისას. მცენარე თბილ, მზიან დღეს გამოკვებეთ, დილას ან საღამოს, წინასწარ უბრალო წყლით მორწყეთ. როგორც ხედავთ, უხვი მოსავლის მისაღებად კარგად უნდა გაისარჯოთ. მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ამის გამო ვშრომობთ!