ჯანმრთელობა
მადლობა ექიმს ამ რეცეპტისთვის: ახლა ვიცი, როგორ ვუმკურნალო გულს, სისხლძარღვებს და წნევას
ბოლო კვლევების თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებს აქვთ:
ჰიპერტონია: თუმცა ჰიპერტონიის გამომწვევი ძირითადი მიზეზები უცნობია, ამ მდგომარეობის შედეგები კარგად ცნობილია: გულის შეტევა, გულის უკმარისობა, ინსულტი, ათეროსკლეროზი და ა.შ.
თამბაქოს მოწევა: ეს დამოკიდებულება სხეულს ჟანგბადის დიდ ნაწილს ართმევს. არტერიები და გული საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ, ამიტომ ისინი იტანჯებიან და დაავადება ვითარდება.
ქოლესტერინის მაღალი დონე: ეს გართულება სისხლძარღვების კედლებს აზიანებს და სისხლის მიმოქცევას აფერხებს. დროთა განმავლობაში არტერიების გამკვრივება იზრდება, რაც ათეროსკლეროზს იწვევს.
გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენ ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, ეს ორგანო სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს, სხვა უფრო დიდი მიზეზი საჭიროა?
ჩემმა ექიმმა გულის და სისხლძარღვების გასაძლიერებლად შესანიშნავი საშუალება შემომთავაზა, რომელიც საუკეთესო ინგრედიენტებს მოიცავს და კარგ შედეგს იძლევა. დღეს ამ რეცეპტს გიზიარებთ.
ამ საშუალებას ძალიან სასიამოვნო გემო აქვს და შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა მიიღოთ.
საშუალება ცუდი ქოლესტერინის მაღალ დონეს აკონტროლებს, ორგანიზმს წმენდს (განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებისთვის), სისხლძარღვებს წმენდს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. გარდა ამისა, ყოველი მიღების შემდეგ ენერგიის და ძალების მომატებას იგრძნობთ.
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 300 მლ წყალი
- 1 ს/კ ნატურალური თაფლი
- 15 შავი ან ვარდისფერი ყურძნის კენკრა
- ½ ფინჯანი ახალი ან გაყინული კენკრა (ნებისმიერი): მარწყვი, მოცვი, ჟოლო, შტოში და ა.შ.
- 3 ს/კ შვრიის ფანტელები
- 10-15 ნუშის კაკალი ან 5 ნიგოზი
მომზადება:
ყურძენი ძალიან კარგად გარეცხეთ, თესლი არ მოაშოროთ.
ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად დააბლენდერეთ.
რეკომენდაციები:
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ფინიკი დაუმატოთ. რაფინირებულ შაქარს თავი აარიდეთ.
დღეში 1-2-ჯერ დალიეთ – პირველი დილით, უზმოზე. ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში დალიეთ. ეს საშუალება ენერგიის აღსადგენად შეგიძლიათ დღის მეორე ნახევარშიც დალიოთ.