ჯანმრთელობა
მაგნიუმით მდიდარი ნატურალური კოქტეილი საკუთარი ხელით. უკვე 7 დღის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინოა
მაგნიუმი ჩვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო მიკროელემენტად ითვლება. ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ამ ნივთიერების დეფიციტი აწუხებს, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ და შევავსოთ მაგნიუმის დეფიციტი.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სიმპტომებზე, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მნიშვნელოვანი ელემენტის დეფიციტის ამოცნობაში. ასევე, გასწავლით მაგნიუმის კოქტეილის მომზადებასაც, რომელიც ამ დეფიციტის შევსებას უზრუნველყოფს.
მაგნიუმის დეფიციტის ნიშნები
იმის გასაგებად, გაქვთ თუ არა ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით მაგნიუმი, საკმარისია ცოტაოდენი დაკვირვება. ხშირად, მაგნიუმის დეფიციტის დროს, ორგანიზმი შემდეგ “სიგნალებს” გზავნის:
1. თავის ხშირი ტკივილები, კონცენტრაციის დარღვევა, შაკიკი.
2. კისრის, სახის, მხრებისა და ხერხემალთან განლაგებული კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა.
3. არითმია, ტკივილი გულის არეში, კუჭის სპაზმები, გულისრევა, დიარეა.
4. ხელების გაბუჟება და ჩხვლეტა.
5. კოჭების, თეძოებისა და ტერფების არეში ჩხვლეტა და კუმშვითი შეკუმშვები.
6. მაღალი მგრძნობელობა ხმაურის მიმართ, შფოთვა და გაღიზიანებადობა.
7. ძილის დარღვევები ან რეგულარული უძილობა.
თუ ამ სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩააბარეთ ანალიზები მაგნიუმის დონის განსასაზღვრავად.
როგორ აღვკვეთოთ მაგნიუმის შემცირება
არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც დაგეხმარებათ ორგანიზმში მაგნიუმის დონის კლების შეჩერებაში.
1. ამოიღეთ რაციონიდან ყავა და ალკოჰოლი.
2. მინიმუმამდე დაიყვანეთ ტკბილეულისა და გაზიანი სასმელების მოხმარება.
3. დაარეგულირებთ ორგანიზმში კალციუმის დონე და მიირთვით მისი შემცველი პროდუქტი.
როგორ შევავსოთ მაგნიუმის მარაგი
გარდა ჩვეულებრივი აბებისა და სიროფებისა, მაგნიუმის დონის მომატება ორგანიზმში შესაძლებელია შინ მომზადებული კოქტეილისა და ამ ნივთიერებით მდიდარი პროდუქტის მიღებით.
ინგრედიენტები მაგნიუმის კოქტეილისთვის
- 300 გ ახალი ისპანახი
- 1 ბანანი
- 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 100 მლ შვრიის რძე
ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ასეთი კოქტეილი შეიცავს 234 მგ მაგნიუმს, რაც დღიური ნორმის 60%-ს შეადგენს.
თუ კოქტეილის მომზადება გეზარებათ, მაგნიუმის მარაგის შევსებაში შემდეგი პროდუქტები დაგეხმარებათ:
- ბანანი – 59მგ 1 ცალში;
- ოხრახუში, კამა, ისპანახი და სალათი – 160 მგ 100 გ პროდუქტში;
- გოგრის მარცვლები – 150 მგ 30 გ გაწმენდილ გულებში;
- შავი ლობიო – 120 მგ 200 გ პარკოსანში;
- ორაგულის ფილე – 106 მგ 400 გ თევზში;
- კეშიუ – 82 მგ 30 გ თხილში;
- შავი შოკოლადი – 65 მგ 30 გ დესერტში;
- ავოკადო – 37 მგ 200 გ ხილში.
არ დაგავიწყდეთ, რომ მცენარეული პრეპარატები და ხალხური საშუალებები მხოლოდ დამხმარე და ზოგად ფუნქციას ასრულებს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გაუმკლავდეთ მაგნიუმის დეფიციტის პრობლემას, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან და მიჰყევით მის დანიშნულებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!