Connect with us

საკითხავი

ლოცვები ოჯახური კეთილდღეობისთვის

„ოჯახში ბედნიერების და კეთილდღეობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ ლოცვა ოჯახური ბედნიერებისთვის!“ – მითხრა 1 წლის წინ მამა ალექსანდრემ. ამასთან უნდა გესმოდეთ, თუ რას გულისხმობთ სიტყვა „კეთილდღეობაში“, რადგან ზოგისთვის ესაა მშვიდი ცა და ჰარმონია სულში, ზოგისთვის კი ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ხშირად ადამიანები კეთილდღეობაში ფულს გულისხმობენ.

ამაში არაფერია ცუდი. ცხოვრების მატერიალური ნაწილი ასევე მნიშვნელოვანია, თუ არ გავიწყდებათ სული და შეგიძლიათ პრიორიტეტების სწორად დასახვა.

დღეს გიზიარებთ ძლიერ ლოცვებს ოჯახური კეთილდღეობისთვის. ლექსივით დაიზეპირეთ!

ლოცვა ოჯახური კეთილდღეობისთვის

ღვთისმშობელი ხალხს გაჭირვების დროს ყოველთვის ეხმარება, ყურადღების და მზრუნველობის გარეშე არ ტოვებს. ის სიყვარულით გვათბობს და სულს ღვთიური მადლით აცოცხლებს! ძალიან ძლიერად ითვლება ლოცვების ნაკრები „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიზმრები“. ეს არის 77 სპეციალური ლოცვა, რომელთაგან თითოეულს კონკრეტულ სიტუაციაში დახმარების გაწევა შეუძლია.

„სიზმრები“ გვკურნავს, გვეხმარება, გვიცავს ისეთი გარემოებებისგან, რომლებიც უბედურებით გვემუქრება. სხვა სიტყვებით, ეს ერთგვარი „უსაფრთხოების წერილია“, ამიტომ ზოგიერთი ჩანაწერებს ყოველთვის თან ატარებს, ზოგი ლოცვას სახლიდან გამოსვლის წინ ან რთულ ვითარებაში 3-7-ჯერ კითხულობს.

ბედნიერებისა და ჯანმრთელობისთვის ეს ლოცვა ძალიან ძლიერად ითვლება:

„მიდიოდა ღვთისმშობელი მარიამი სიონის მთაზე,

დასაძინებლად დაწვა კვიპაროსის ხის ქვეშ.

თავად იესო ქრისტე მოდის: – შენ ხარ დედა ჩემი, დედაო მარიამ,

გძინავს თუ ასე წევხარ? – მეძინა, არ მეძინა.

შენზე დიდი სიზმარი ვიხილე. თითქოსდა ებრაელები გიტაცებდნენ

ჯვარზე გაცვამდნენ. ხელებზე, ფეხებზე რკინის ლურსმნებს გაჭედებდნენ.

–დედაო ჩემო მარიამ, ეს სიზმარი არაა, არამედ ჭეშმარიტი სიმართლე.

ეს სიზმარი დაწერე. მთელ მსოფლიოში გააგზავნე.

ვინც ყოველდღე წაიკითხავს. მას უფალი ბედნიერებას და ჯანმრთელობას მიანიჭებს“.

ოჯახური კეთილდღეობა ადამიანის ბედნიერების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. თბილი და მხიარული ოჯახური გარემო მძიმე წუთებში ყოველთვის დაგეხმარებათ!

გთავაზობთ გაეცნოთ წმინდა მოწამეების პისტის, ელპიდის, აღაპის და მათი დედის სოფიოს ლოცვას. ეს ლოცვა მთელმა ოჯახმა ხელჩაკიდებულმა უნდა წაიკითხოს!

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო პისტი, ელპიდი, აღაპი და სოფიო ღუაწლსა შინა მათსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.

ასევე გთავაზობთ ლოცვას ოჯახის ბედნიერებისათვის წმიდათა მოწამეთა გური, სამონ და აბიბოს მიმართ:

“ჰოჲ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩუენ მონანი ესე ღუთისანი (სახელები) უკეთურ კაცთა თავდასხმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩუენ მოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიხსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან. ჰოჲ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ ჩუენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩუენისა კეთილმსახურებით გარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა შემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად, რათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”

სწორი ლოცვები არა მხოლოდ ფულის მოზიდვაში, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და უბედურების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებელი არაა ადამიანის ლოცვაზე, რომელიც ღვთის კანონებს განზრახ გვერდს უვლის და მოსმენა არ სურს. ოჯახური ბედნიერება არა მხოლოდ ლოცვებზე, არამედ სიყვარულთ და რწმენით ცხოვრებაზეა დამოკიდებული.