Connect with us

ჯანმრთელობა

ლიპოის მჟავა დაგეხმარებათ სწრაფად გახდომაში, გაახალგაზრდავებასა და ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაში

ცოტა ხნის წინ ლიპოის მჟავის შესახებ თითქმის არავინ იცოდა, ახლა კი მთელ მსოფლიოში დიდ ყურადღებას უთმობენ. მას „უნივერსალურ ანტიოქსიდანტს“, „ახალგაზრდობის ვიტამინს“ და „იდეალურ გასახდომ აბს“ უწოდებენ.

ლიპოის მჟავის ირგვლივ აჟიოტაჟი მისი სიიაფითაც არის გამოწეული. როგორც ნებისმიერ ვიტამინს, ან დიეტურ დანამატს, ამ პრეპარატსაც უკუჩვენება აქვს. სწორედ ამიტომ, თვითნებურად, ექიმის კონსულტანციის გარეშე ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს.

ლიპოის მჟავა ასევე ცნობილია, როგორც N ვიტამინი. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმში იწარმოება და უჯრედშორის დონეზე, მემბრანასა და თავად უჯრედში მოქმედებს. N ვიტამინი ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაზეა პასუხისმგებელი: მისი ზემოქმედების ქვეშ ნახშირწყლების ათვისება უფრო სწრაფად ხდება და საჭირო ენერგიის მისაღებად გზაზე ცხიმებს შლის.

წონაში სწორად დაკლება სახლის პირობებში

ლიპოის მჟავა გასახდომ საშუალებას არ წარმოადგენს. ის ორგანიზმს იმ ფაქტორებთან ბრძოლაში ეხმარება, რაც წონის მომატებას და ჭარბი ცხიმის დაგროვებას იწვევს. ასეთ პირობებში წონის დაკლება უფრო სწრაფად ხდება, ამიტომ ლიპოის მჟავის სამკურნალო საშუალებები შეგიძლიათ დანამატის სახით მიიღოთ, მაგრამ არა მთავარ საშუალებად.

ლიპოის მჟავის მოხმარების შემდეგ ძალიან ბევრი ქალი მადის დაქვეითებას, ტკბილეულის და ფქვილიანი ნაწარმის ჭამის სურვილის შემცირებას აღნიშნავს. ანტიოქსიდანტების წყალობით სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, შესაბამისად, გაზრდილი მადა მცირდება. ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, ტოქსინები გამოდის, ნახშირწყლები სწრაფად მუშავდება – ამრიგად, ცხიმოვანი დაგროვება ქრება, ხოლო კუნთოვანი მასა იზრდება.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახლის პირობებში გახდომა ყველაზე ეფექტური ლიპოის მჟავის სწორ დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან კომბინაციაში იქნება. ლიპოის მჟავის მიღების დროს ალკოჰოლის მიღება უკუჩვენებულია. კარგად ასათვისებლად დანამატი ჭამამდე ნახევარი – ერთი საათით ადრე, ან ჭამის შემდეგ 1 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შესამჩნევ შედეგს უკვე 3 კვირაში დაინახავთ.

კვლევები ადასტურებს, რომ სერიოზული დაავადების სამკურნალოდ და ასაკობრივი ცვლილებებთან საბრძოლველად ლიპოის მჟავის მიღება სასარგებლოა.

1. ლიპოის მჟავა გასაახალგაზრდავებლად

ასაკთან ერთად გარეგნობის გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერებმა გლიკოდაბერება დაასახელეს, რომლის დროსაც კოლაგენის მოლეკულები შაქრის მოლეკულებს ეწეპება. ასეთი „მოლუკური წებო“ სისხლძარღვებს არა ელასტიკურს და ვიწროს ხდის. გლიკაციის გამო კანი იცვლის ფერს, უფრო ჩამოწელილი და თხელი ხდება, ნაოჭები და წითელი წერტილები ჩნდება.

ლიპოის მჟავა გლიკაციის დამანგრეველ პროცესს ებრძვის. ამასთან დროის უკან დაბრუნებაც შეუძლია – უკვე დაზიანებულ კანს და ელასტიურობას აღადგენს. ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ სახის შეშუპების შემცირება, გამონაყარის გაქრობა, კანის ზედაპირის გასწორება შეინიშნება. თმის და ფრჩხილების მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

2. ლიპოის მჟავა სამკურნალოდ

ლიპოის მჟავა თავისუფალ რადიკალებს ებრძვის, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, რთული ლითონების მარილები და ტოქსინები გამოაქვს, ავადმყოფობის და არასწორი ცხოვრების წესის გამო ღვიძლის უჯრედებს აღადგენს და იცავს. ლიპოის მჟავაზე დაფუძნებული მედიკამენტები დაავადებების ფართო სპექტრის დროს გამოიყენება.

სამკურნალო საშუალება დაავადების და ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის სწრაფ აღდგენას ხელს უწყობს, განწყობა უმჯობესდება, ენერგიის მომატება და შრომისუნარიანობის გაზრდა შეინიშნება. არტერიული წნევა რეგულირდება და შაკიკის შეტევები მცირდება. ინსულტის შემდეგ ტვინის მუშაობა უფრო სწრაფად აღდგება და აზრობრივი პროცესები აქტიურდება. გლაუკომის დროს მხედველობითი ფუნქციები უმჯობესდება. დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად საკუთარი ინსულინის წარმოება ხდება.

ლიპოის მჟავა ნეირონების აღდგენას ხელს უწყობს და ტვინის დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს. ბოლოდროინდელი კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს გონებრივი შესაძლებლობები გაუუმჯობესდათ.

მედიკამენტის დოზირების შესახებ სპეციალურად არ გეუბნებით, რადგან მოხმარების ნორმა ასაკის, ფიზიკური მაჩვენებლების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით მხოლოდ სპეციალისტმა უნდა დაადგინოს. N ვიტამინმა შეიძლება ბევრი გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს და ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. სწორედ ამიტომ, ქვემოთ მოცემულ აღწერილობას დიდი ყურადღება დაუთმეთ.

უკუჩვენებები

  • 6 წლამდე ბავშვები, მოზარდობის ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია.
  • გასტრიტი, როგორც გაზრდილი, ასევე მცირე მჟავიანობით.
  • კუჭის და ნაწლავების წყლული.
  • ინდივიდუალური აუტანლობა.
  • ალერგიისკენ მიდრეკილება.
  • რკინის შემცველი მედიკამენტების მიღება

ლიპოის მჟავის არასწორი მოხმარების შედეგი შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილიანობით და კიდურების კანკალით. სახლის პირობებში სწრაფად დაკლების სურვილის გამო ამ მედიკამენტის საყიდლად აფთიაქში გაქცევა არ ღირს. ჯერ კვალიფიცირებულ სპეციალისტს ჰკითხეთ, თქვენთვის ლიპოის მჟავის მიღება თუ შეიძლება და რა დოზით. ასე ორგანიზმს დაზიანებისგან დაიცავთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.