Connect with us

საკითხავი

ლიმონი რომ არ გახმეს და გაფუჭდეს, მაცივარში სწორად შეინახეთ

შავი ჩაი ლიმნით ბევრისთვის საყვარელი სასმელია. ლიმონი სასმელის გემოს აახლებს, ციტრუსის საოცარ არომატს და სასარგებლო თვისებებს აძლევს. ლიმონი C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ცოტამ თუ იცის, როგორ შეინახოს ლიმონი სწორად, რომ ნაადრევად გადაყრა არ მოუწიოს. ლიმონი მაცივარში შეიძლება გახმეს, დალპეს ან ობით დაიფაროს. სასარგებლო პროდუქტი ნაგვის ურნაში რომ ჩააგდოთ, უნდა იცოდეთ, როგორ შეინახოთ სწორად.

როგორ შევინახოთ ლიმონი სწორად სახლის პირობებში

  1. კარგად გარეცხილი ლიმონი პატარა პორციულ ნაჭრებად დაჭერით.
  2. ლიმონის ნაჭრები ყინულის ფორმებში ჩადეთ და წყალი დაასხით.
  3. საყინულეში შეინახეთ და ლიმნიანი კუბების გაყინვას დაელოდეთ.
  4. თუ სურვილი გაქვთ, ყინულის ფორმებს ლიმონთან ერთად ბარამბო ან პიტნა დაუმატეთ. ასე უფრო გემრიელ ჩაის გააკეთებთ.

ამ მარტივი მეთოდით ლიმონის დიდხანს შენახვას შეძლებთ. გაყინული ლიმონის ნაჭერი ცხელი ჩაის სწრაფად გაგრილებაშიც დაგეხმარებათ. ცივ სასმელებში იდეალურია. საკმარისია, 1 ლიმნიანი კუბი და ჭიქა გაზიანი ან ჩვეულებრივი წყალი, ასევე სხვა ინგრედიენტები გემოვნებით დაუმატოთ და აურიოთ, რომ საზაფხულო გამაგრილებელი სასმელი მოამზადოთ.

გარდა ამისა, ლიმონის ნაჭრები და შაქარი შეგიძლიათ აურიოთ და ქილაში ჩაყაროთ. ასე მაცივარში შეინახეთ. ფინჯან ცხელ ჩაის ერთი ან რამდენიმე ნაჭერი დაუმატეთ. უმარტივესი მეთოდია.

Advertisement