ჯანმრთელობა
ლიმონის ხაჭო – ხანგრძლივი ცხოვრების საკვები. აუცილებლად სცადეთ!
ეს უმარილო ხაჭო რძით და ლიმონით მზადდება. ასეთ ხაჭოს რიგი სამკურნალო თვისებები გააჩნია: მეხსიერებას აუმჯობესებს, გულს, ძვლებს და სახსრებს აძლიერებს, ადამიანის საერთო განწყობას აუმჯობესებს, ნერვოზული დარღვევის და დეპრესიული მდგომარეობის დროს ძალიან სასარგებლოა. ეს ხაჭო ნაწლავებში დუღილს არ იწვევს, კარგად შეიწოვება და კარგი გემო აქვს.
ხანგრძლივი ცხოვრებისთვის გემრიელი და ძალიან სასარგებლო ხაჭო მოამზადეთ!
ხაჭოს მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ლ რძე
- 1 ლიმონი
პირველ რიგში, ლიმონი გაწურეთ და რძე აადუღეთ. როცა რძე კარგად გათბება (არ აადუღოთ) ლიმონის წვენი დაუმატეთ, სწრაფად აურიეთ და იმწამსვე ცეცხლიდან გადმოდგით. ესეც ასე, ხაჭო მზადაა. ისღა დაგრჩენიათ მარლის ან პატარა საწურის დახმარებით შრატისგან გააცალკევოთ.
ჭამის წინ ხაჭო არ დაამარილოთ და შაქარი არ დაუმატოთ. ხაჭოს თვისებების გასაძლიერებლად შეგიძლიათ არაჟანი ან თაფლი დაუმატოთ.
შრატი არ გადაასხათ, ის სამკურნალო თვისებებს ფლობს. მასზე მომზადებული აკროშკა წარმოუდგენლად გემრიელია!