ყვავილები
ლიმონიანი წყალი ორქიდეას აყვავებაში დაეხმარება და სოკოვანი დაავადებებისგან დაიცავს
ორქიდეა ბევრისთვის საყვარელი ოთახის მცენარეა. მისი სხვადასხვა ფორმა და ფერი უბრალოდ შთამბეჭდავია. უნდა ითქვას, რომ ამ პრეტენზიული მცენარის მოვლა მარტივი არაა. დედაჩემთან სახლში ორქიდეები ყვავილობას არასდროს წყვეტს და სულ სასიამოვნო სურნელს აფრქვევს. როგორც დედა ამბობს, მთელი საიდუმლო ლიმონიან წყალშია.
მეთოდი მარტივია და იაფი, რასაც ნაყიდ მზა სასუქებზე ვერ ვიტყვით, რომელიც სპეციალურ მაღაზიაში უნდა შეიძინოთ. მეთოდი სცადეთ და მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდით. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ლიმონიანი წყალი ორქიდეების აღსადგენად.
ლიმონიანი წყალი ორქიდეებისთვის
სასუქის მომზადება ძალიან მარტივია.
დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ან 1 გ ლიმონმჟავა
- 1 ლ წყალი
ლიმონის წვენი ან ლიმონმჟავა 1 ლ სუფთა წყალს აურიეთ. ხსნარი მზადაა და ყვავილი შეგიძლიათ მორწყათ. დაიმახსოვრეთ, რომ ამ სასუქის გამოყენება ორქიდეის ყვავილობისას არ შეიძლება. ასე საპირისპირო შედეგს მიიღებთ და ყვავილები დაცვივა.
გაითვალისწინეთ, რომ ლიმონიანი წყალი ორქიდეას ჩატვირთვის მეთოდით უნდა მიაწოდოთ. ამ შემთხვევაში ჯერ ფოთლები სპრეი ბოთლით დანამეთ, შემდეგ ლიმონიანი წყალი ღრმა ტაშტში ჩაასხით და ქოთანი მასში 15 წუთით გააჩერეთ.
ლიმონის მჟავა ორქიდეის ფესვებს კვებავს, ყვავილს ამდიდრებს ნახშირწყლებით, რომელიც ახალი ფოთლების და ყვავილების ფორმირებისთვის სჭირდება. ლიმონის წვენი ბუნებრივი ანტისეპტიკია. სოკოს და ობის წარმოქმნას ხელს უშლის.
ორქიდეა ყვავილობის დაწყებამდე ამ მაცოცხლებელი წყლით მორწყეთ, რომ აყვავილდეს და არომატი აფრქვიოს. ბოლო ყვავილის ჩამოვარდნის შემდეგ ლიმონიანი წყლის მიწოდება შეგიძლიათ განააახლოთ. ასე მცენარე სწრაფად აღდგება და სოკოსგან დაცული იქნება.