Connect with us

ჯანმრთელობა

ლეიკემია: 15 ნაადრევი სიმპტომი, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვანია

სახიფათო დაავადებას რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ, რემისიის შანსები მით უფრო მაღალია.

ლეიკემია – სისხლის და ზურგის ტვინის სიმსივნის სხვადასხვა ფორმის საერთო სახელწოდებაა. საშიშ დიაგნოზს ყოველწლიურად ასობით ათასობით ადამიანს უსვამენ, ამასთან ხშირად 15 წლამდე ბავშვებს. ლეიკემია სასიკვდილოდ სახიფათო დაავადებაა, მაგრამ დროული მკურნალობით რემისიის მიღწევა შესაძლებელია. ყოველ ათწლეულში მეცნიერები სულ უფრო და უფრო მოქმედი მედიკამენტის აღმოჩენას ახერხებენ: ასე, გასული საუკუნის 50-იან წლებში დაავადებულთა მხოლოდ 14%-მა იცხოვრა დიაგნოზის დასმიდან 5 და უფრო მეტი წელი, ახლა მათი წილი – 60%-ია. უფრო მეტიც, პირდაპირ ახლა რამდენიმე მედიკამენტის კვლევა მიმდინარეობს, რომელთაც ამ საშიში დაავადების მკურნალობაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლიათ. როგორც ბევრი სხვა ფორმის სიმსივნის შემთხვევაში, მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოაჩენთ დაავადებას. იმის მიუხედავად, რომ 4 ძირითადი ტიპის ლეიკემიას ასხვავებენ, სიმპტომების უმეტესობა მსგავსია და მათი ცოდნა მნიშვნელოვანია.

დაღლილობა და სისუსტე

დაღლილობის მუდმივი გრძნობა, განსაკუთრებით მზარდი – სიმპტომი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება. ის სხვადასხვა ფორმის სიმსივნეს ხშირად ახლავს და ლეიკემია გამონაკლისი არაა. დაღლილობის დონე შეიძლება მსუბუქიდან აუტანლობამდე მერყეობდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ყოველდღიური საქმეები ჩვეულებრივზე უფრო მეტად გღლით.

ქოშინი

მძიმე, წყვეტილი სუნთქვა და შეგრძნება, რომ სუნთქვა შეწყდება – მიზეზი, რომ ექიმს მალე მიმართოთ. ანემიამ, რომელიც ლეიკოზს თან ახლავს, შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი, რადგან ფილტვები საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ და ნორმალურად ვერ მუშაობენ.

აუხსნელი სისხლჩაქცევები

ლეიკოზის დროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, ასევე სისხლის შედეგების პრობლემები იქმნება – ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ სხეულზე სისხლჩაქცევები ჩნდება. მაშინაც კი, თუ ტრავმა არ მიგიღიათ, ხელებსა და ფეხებზე შეიძლება სისხლჩაქცევები გაჩნდეს. ეს ძალიან, ძალიან სახიფათო სიმპტომია.

სისხლდენა

ცხვირიდან, ღრძილებიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა – ეს ყველაფერი შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით და სისხლის შედედების პრობლემებით, რაც თავის მხრივ ლეიკემიის მწვავე ფორმაზე მიგითითებთ.

პეტექიები (პატარა წითელი ლაქები კანზე)

სრულად უმტკივნეულო და კიდურების ადგილას ლოკალიზებული პატარა წითელი წერტილები თრომბოციტების დაბალ რაოდენობაზე მიგითითებთ. ხშირად ისინი ტერფებთან ჩნდება და შეიძლება ლეიკოზის სიმპტომი იყოს.

ღრძილების გაზრდა

ლეიკემიის ყველაზე აშკარა სიმპტომი – გაზრდილი, თითქოსდა შეშუპებული ღრძილები. ამ დროს ღრძილები შესიებულია და პაციენტს პირის ღრუში უსიამოვნო შეგრძნება აწუხებს.

მადის დაკარგვა

ლეიკემიის ერთ-ერთი ნიშანი – ელენთას გაზრდა. გასიებული ორგანო კუჭს აწვება, რის გამოც პაციენტი სწრაფად ნაყრდება და მადის დაქვეითებას ხშირად განიცდის.

ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში

ელენთას გაზრდა ხშირად მუცლის ზედა, მარცხენა ნაწილში დისკომფორტს ან ტკივილს იწვევს. ზოგჯერ ტკივილი მწვავე და ძალიან ძლიერია, მაგრამ მაშინაც კი, თუ უბრალოდ ამ სივრცეში მუდმივ დისკომფორტს განიცდით, ექიმს უნდა მიმართოთ.

შეციება და მაღალი ტემპერატურა

ამ სიმპტომებთან შეჯახება ლეიკემიის მქონე პაციენტების მეოთხედს უწევს, მაგრამ მისი უგულებელყოფა არ ღირს. მით უმეტეს, მაღალი ტემპერატურა ინფექციებსა და დასუსტებულ იმუნურ სისტემაზე საუბრობს, რაც ასევე ლეიკემიას უკავშირდება.

ჭარბი ოფლიანობა ღამით

თუ დილით თქვენი ლეიბი სველია, ექიმს უნდა მიმართოთ: ღამით ჭარბი ოფლიანობა შეიძლება ინფექციის შედეგი იყოს, რაც ხშირად ლეიკემიას ახლავს.

თავის ტკივილი

ხშირი თავის ტკივილი, თითქოსდა პულსირებული შეიძლება ლეიკემიური ანემიის ნიშანი იყოს. უფრო მეტიც, ძლიერი თავის ტკივილი შეიძლება სახიფათო შინაგანი სისხლდენის ნიშანი იყოს, ამიტომ ტკივილი არავითარ შემთხვევაში არ მოითმინოთ ან აბებით მისი გაყუჩება არ სცადოთ, არამედ ექიმს მიმართეთ.

უჩვეულო სიმკრთალე

როგორც წესი, ეს სიმპტომი დაღლილობის, ქოშინის შემდეგ ჩნდება და განვითარებად ლიმფურ ანემიაზე მიგანიშნებთ. უჩვეულო, არაჯანსაღი სიმკრთალე ექიმთან მისვლის საბაბია.

ძვლების ტკივილი

ეს სიმპტომი ხშირად არ გვხვდება, მაგრამ მისი არსებობა იმაზე საუბრობს, რომ ლეიკოზის უჯრედები ძვლის ტვინს აზიანებენ. ძვლების ტკივილი ან სისუსტე – ამ სიმპტომების უგულებელყოფა არ შეიძლება.

ლიმფური კვანძების გაზრდა

ლეიკემიის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რომელსაც ხშირად ყურადღებას აქცევენ. საზარდულის, იღლიების და ყელის არეში ლიმფური კვანძების უმტკივნეულო შეშუპება – ინფექციური დაავადებების დროს ნორმაა. თუ შეშუპება დიდხანს არ ქრება, ექიმს უნდა მიმართოთ.

კანზე გამონაყარი

ლეიკემიის დროს ყოველ მეოცე პაციენტს კანზე გამონაყარი აქვს. ის ალერგიულ რეაქციას შეგახსენებთ. გამონაყარს შეიძლება სხვადასხვა ფორმა და ზომა ჰქონდეს, მაგრამ ერთი საერთო თვისება აქვთ: ლეიკემიის დროს გამონაყარი იზრდება და კანის ზედაპირის სულ უფრო დიდ სივრცეს იკავებს.