Connect with us

საკითხავი

ლაქები ხალიჩასა და რბილ ავეჯზე: როგორ მოვაშოროთ სპეციალური შამპუნის გარეშე

ერთი სახუმარო ხრიკი არსებობს, რომელშიც გვირჩევენ, რომ ჩაის შაქარი არ დავუმატოთ, სანამ ოთახში არ გაიტანთ. ასე იატაკზე გუბე წებოვანი არ იქნება და წინდით უკვალოდ მოაშორებთ. სასაცილოა, მაგრამ თუ ერთხელ მაინც გიცდიათ ხალიჩიდან ან რბილი ავეჯიდან ლაქების მოშორება, ეს უფრო საშინელ სიზმარს გაგახსენებთ. ტკბილი ჩაი ყველაზე ცუდი რამ არ არის.

ლაქების მოშორება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენი ხნის წინ გაჩნდა, რა დაღვარეთ ან რა დაგივარდათ ზედაპირზე და რომელი საწმენდი საშუალება გამოიყენეთ. რა თქმა უნდა, უფრო მარტივია სპეციალისტთან წაიღოთ, რომელიც ყველაფერს სწრაფად მოაგვარებს. ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე შინაურულ მეთოდს ლაქების ამოსაყვანად.

როგორ მოვაშოროთ ლაქები ხალიჩას და რბილ ავეჯს

წმენდის ზოგადი წესები:

  • სანამ გაწმენდას დაიწყებთ, ქსოვილის მოვლის რეკომენდაციებს გაეცანით.
  • თავდაპირველად, არჩეული საშუალება ზედაპირის შეუმჩნეველ ნაწილზე მოსინჯეთ.
  • ეცადეთ, რომ ლაქები გაჩენისთანავე მოაშოროთ, რომ ქსოვილში არ ჩაჯდეს.
  • ავეჯის წმენდისა და დალაგების დროს მტვერსასრუტის სხვადასხვა საცმი გამოიყენეთ.
  • სახლის დალაგებისას სველი (ზედმეტად სველი არ უნდა იყოს!) სალფეთქი გამოიყენეთ.

ხალიჩის გაწმენდა

1. უთო

60 მლ ძმარი და 180 მლ თბილი წყალი 1:3 თანაფარდობით აურიეთ. ხსნარი ბამბის ქსოვილში დაასველეთ და კარგად გაწურეთ. ცოტა საშუალება თავად ლაქას წაუსვით და შემდეგ ქსოვილი დაადეთ. უთო კარგად გააცხელეთ. ჭუჭყიანი ადგილი დააუთოვეთ. თუ საჭიროა, პროცედურა გაიმეორეთ. ლაქა ქსოვილზე გადავა.

470 მლ თბილ წყალს შეგიძლიათ 5 წვეთი კონცენტრირებული ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატოთ. უთოზე ორთქლის რეჟიმი დააყენეთ. პირსახოცი სითხით გაჟღინთეთ, ლაქაზე დააფინეთ და ზემოდან უთო დაადეთ. ლაქა დაბალ ტემპერატურაზე 15 წუთით დაორთქლეთ. მსგავსი პროცედურა შეგიძლიათ ნიშადურის სპირტის ხსნარით (1:1 წყალში გაზავებული) გააკეთოთ.

2. მშრალი წმენდა

ხალიჩას სოდა, მარილი ან სიმინდის სახამებელი მოაყარეთ. 3-4 საათით გააჩერეთ. შემდეგ ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ასე არა მხოლოდ ჭუჭყის, არამედ უსიამოვნო სუნის მოშორებას შეძლებთ.

3. შამპუნი

სპეციალური საწმენდი საშუალების მოსამზადებლად 2 ლ ცხელი წყალი, 0,25 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი, 2 ს/კ ძმარი, 2 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აურიეთ. მიღებულ ნარევში სალფეთქი დაასველეთ და ჭუჭყიანი ადგილი რამდენჯერმე გაწმინდეთ.

ტექსტილის გადასაკრავის გაწმენდა

1. უნივერსალური ქაფი

წყალი კარგად გააცხელეთ და 1-2 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ. სითხე მიქსერით ათქვიფეთ, რომ ქაფი მიიღოთ. გადასაკრავს წაუსვით. სწრაფად გააკეთეთ, რომ ქაფი არ გაქრეს.

2. კენკრის და წვენის ლაქების ამომყვანი საშუალება

1 ს/კ ძმრისა და 140 მლ არყის ან სპირტის ნარევი ლაქას წაუსვით. სუფთა, მშრალი ჩვრით გადაწმინდეთ.

3. პასტა

0,5 ჭიქა სახამებელი და 0,5 ჭიქა სოდა აურიეთ. ცოტ–ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ პასტა მიიღოთ. არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. პასტა ჭუჭყიან ადგილს წაუსვით და სრულ გაშრობამდე გააჩერეთ. შემდეგ კბილის ჯაგრისით კარგად გახეხეთ და მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

ტყავის გადასაკრავის გაწმენდა

სპრეი ბოთლში 0,5 ჭიქა ძმარი, 0,25 ჭიქა ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი ჩაასხით. ნარევი კარგად შეანჟღრიეთ და გადასაკრავი დაამუშავეთ. მიკროფიბრის რბილი სალფეთქით გადაწმინდეთ. თუ ავეჯს ზამშის გადასაკრავი აქვს, ამ საშუალების გამოყენება არ შეიძლება.

არ გადადოთ საქმე ხვალისთვის, როცა შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ. ძველ ლაქებთან ბრძოლა უფრო რთულია. თან ხალიჩიდან და რბილი ავეჯიდან ლაქების მოსაშორებლად რამდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს.