ტესტები
ლარნაკი, რომელსაც აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა იზიდავს ხალხს თქვენში
ბევრი ფსიქოლოგი იყენებს ვიზუალურ ტესტებს ჩვენი ქცევის, ცხოვრების მიმართ მიდგომის და ხასიათის შესაფასებლად. ზოგჯერ ასეთ ფსიქოლოგიურ ტესტს ჩვენს შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში მისი გავლა არაფერში ხელს არ შეგიშლით.
ტესტის შედეგი ზუსტი რომ იყოს, მასზე დიდხანს არ იფიქროთ. თქვენი პასუხი სწრაფი უნდა იყოს. თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც თავში პირველად გაიფიქრებთ.
თუ მზად ხართ, დავიწყოთ.
მოცემულ სურათს შეხედეთ და ინტუიციით აირჩიეთ ერთ–ერთი ლარნაკი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ.
ლარნაკი, რომელსაც თქვენ აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა იზიდავს ხალხს თქვენში.
ლარნაკი 1
სილამაზე
თქვენ ყველგან სილამაზეს ხედავთ, თქვენ ქმნით სილამაზეს და თქვენ თავად წარმოუდგენლად ლამაზი ხართ! უბრალოდ თქვენი ყურება სასიამოვნოა, ძალიან კარგი ადამიანი ხართ, ლამაზად საუბარი შეგიძლიათ. ძალიან კარგი ხმა გაქვთ.
ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ყოველთვის ლამაზი და ხარისხიანია, როგორც ამბობენ, ოქროს ხელები გაქვთ. თქვენთან საუბარი სასიამოვნოა, ყოველთვის გაქვთ რაიმე კარგი, საინტერესო ან გასართობი ამბავი. ხალხს ეს თქვენი თვისება ძალიან მოსწონს.
ლარნაკი 2
უჩვეულო, განსაკუთრებული
თქვენ ბრბოდან გამოირჩევით გარეგნობით, მეტყველებით, გრაციოზულობით. პრობლემის მოსაგვარებლად ყოველთვის უჩვეულო და მახვილგონივრულ გადაწყვეტილებას პოულობთ. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ორიგინალობით გამოირჩევა და სხვებზე წარმოუდგენელ გავლენას ახდენს.
ადამიანში ჯერ მის უნიკალურობას ამჩნევთ, მაგრამ რადგან დაკვირვებული ადამიანი ხართ, ასევე განსხვავებას და რაციონალობას ხედავთ. ხალხი ვერ ახერხებს, რომ სათანადოდ არ დაგაფასოს.
ლარნაკი 3
სიმშვიდე და პრაქტიკულობა
თქვენი სიმშვიდის წყალობით გვერდით მყოფი ხალხი თავდაჯერებას გრძნობს. გონიერი ხართ, ისტერიული შეტევები თქვენგან შორსაა. პანიკაში არასდროს ვარდებით.
თქვენ ყოველთვის ლოგიკური ახსნა გაქვთ. პრაქტიკული ხართ. ყველაფერი, რასაც ხელს კიდებთ, აყვავებას იწყებს. მოულოდნელი თავგადასავლები არ გიყვართ.
მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი გაქვთ. ადამიანებს უბრალოდ თქვენი არსებობით ამშვიდებთ და მათ ეს მოსწონთ.
ლარნაკი 4
სრულყოფილება
თქვენ საყვარელი, კეთილი, კარგი და ძლიერი ადამიანი ხართ. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, კარგად მოფიქრებული და გაანალიზებულია. ყოველთვის მზად ხართ დასახმარებლად, რჩევის გასაზიარებლად, მხარდასაჭერად, მაგრამ არა კრიტიკისთვის.
ფრთხილი ხართ. ადამიანების ნდობას პირველივე შეხვედრიდან იმსახურებთ. მეგობრული ხართ და ნაზი ხასიათი გაქვთ.
თქვენი სიძლიერე გამოიხატება უნარში, რომ ხალხს ცხოვრებისეული სირთულეები აჩვენოთ და ხალხი ამას აფასებს.