Connect with us

ჯანმრთელობა

ლაბა (ხალადეცი) ვისთვის არის სასარგებლო და ვისთვის უსარგებლო

საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კერძი ხვდება. აქაა ხაჭაპური, მწვადი, საცივი, ღომი, ფხალეული, მაიონეზიანი სალათები, ფარშირებული კვერცხი და ლაბა. სადღესასწაულო დღეებში დიეტას ვივიწყებთ და გემრიელ კერძებს სიამოვნებით მივირთმევთ. ზოგიერთი ინგრედიენტის უკუჩვენებაც გვავიწყდება. ასე საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ძლიერ დატვირთვას ვახდენთ.

ყველამ იცის, რომ დიდი რაოდენობით მაიონეზის მიღება საზიანოა. აი, ბევრ ადამიანს ზოგიერთი კერძის მავნებლობაზე ეჭვი არ ეპარება. ლაბა ერთ–ერთი ასეთი კერძია. ერთი შეხედვით, ხორცი ბულიონში უვნებელია, მაგრამ დიეტოლოგების თქმით, საყვარელ წასახემსებელს ზიანის მოყენება შეუძლია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ვისთვის არის კარგი ლაბას ჭამა და ვინ უნდა გამორიცხოს მენიუდან.

ლაბის სარგებელი და უკუჩვენებები

ლაბა სასარგებლოა

1. თუ კანის, ფრჩხილების, თმის ან კბილების პრობლემები გაწუხებთ, მენიუში აუცილებლად და რეგულარულად ჩართეთ. კოლაგენით მდიდარი ლაბა კანის, თმის, კბილების და ფრჩხილების პრობლემებს დაგავიწყებთ.

2. მოზარდისთვის განსაკუთრებით კარგია. ამ ასაკში ორგანიზმი სწრაფად იზრდება და ზოგჯერ შემაერთებელი ქსოვილები ვერ ეწევა. ლაბა ხერხემალს, გულის სარქველებს, სისხლძარღვებს და ხრტილებს აძლიერებს.

3. ცოტა ლაბა ორსულისთვისაც სასარგებლოა. კანზე სტრიების პრევენციას ახდენს. ოღონდ ცხარე კერძი არ მოამზადოთ.

4. ლაბა მდიდარია სასარგებლო მინერალური ნივთიერებებით და B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც სახსრებისა და ქსოვილების სასარგებლოა. მოტეხილობის დროს მენიუში ჩართეთ. ამ ნივთიერებების წყალობით სისხლში ჰემოგლობინის დონე იზრდება, მადა და განწყობა უმჯობესდება. ინფექციური დაავადებების შემდეგ სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლაბა საზიანოა

  1. ლაბა ცხიმიანი კერძია, ამიტომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების პრობლემების დროს ლაბა არ მიირთვათ.
  2. ლაბა ბევრ ქოლესტერინს შეიცავს, ამიტომ გულისა და სისხლძარღვების დაავადებების დროს მისი მიღება რეკომენდებული არაა.
  3. თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ, ლაბა ვერ დაგეხმარებათ. ნებადართულია მცირე ულუფებით მიღება, თუ ახალი ბოსტნეულის დამატებით მოამზადებთ.

საყვარელ წასახემსებელზე უარის თქმა ძნელია, მაგრამ თუ თქვენთვის საზიანოა ჯანმრთელობა არ დააზიანოთ. როგორც ვარიანტი, უცხიმო ლაბა ქათმის ხორცით მოამზადეთ.

Advertisement