ჯანმრთელობა
კუჭის სამკურნალო 13 ეფექტური რეცეპტი თაფლით
ხალხურ მედიცინაში კუჭის სამკურნალო უამრავი მეთოდი არსებობს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
1. მრავალძარღვას წვენი თაფლთან ერთად კუჭის სამკურნალოდ
500 გრ თაფლი 500 გრ მრავალძარღვას წვენს აურიეთ და დაბალ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. გააგრილეთ. 1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ მიიღეთ. კუჭის წვენის შემცირებული და ნორმალური სეკრეციის დროს მისი მიღება რეკომენდებულია.
2. კუჭის წყლულის სამკურნალოდ
100 გრ თაფლი, 100 გრ კარაქი, 11 გრ ალოეს ფოთლები, 100 გრ კაკაოს ფხვნილი აურიეთ და წყლის ორთქლზე გააცხელეთ. 1 ს/კ ნარევი 1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და დღეში 2-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.
3. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ
250 გრ თაფლი, 350 გრ წითელი, მშრალი ღვინო, 150 გრ ალოეს წვენი. ყველაფერი აურიეთ და 7 დღით მუქი ფერის, თავდახურულ მინის ქილაში დააყენეთ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 2 საათით ადრე მიიღეთ: პირველი 7 დღე – 1 ჩ/კ, ხოლო შემდეგ დღეებში – 1 ს/კ.
4. ანთების საწინააღმდეგო საშუალება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს
1 ს/კ თაფლსა და 1 ს/კ ბერულას 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით დააყენეთ. 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.
5. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს
ალოეს ფოთლები სიბნელეში, 4-8 გრადუს ტემპერატურაზე 12-14 დღე გააჩერეთ, შემდეგ წყალში გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მდუღარე წყალი პროპორციით 1:3 დაასხით. 1-2 საათით დააყენეთ. წვენი გაწურეთ. 100 გრ ალოეს წვენი 500 გრ დაქუცმაცებულ ნიგოზს და 300 გრ თაფლს აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.
6. სუნთქვის გახშირების, გულძმარვის, გულისრევის ნიშნების მოსაშორებლად და კუჭის სიმჟავის შესამცირებლად
5 ს/კ თაფლი 1 ლ კარტოფილის წვენს აურიეთ. 1 ჭიქა დღეში 2-ჯერ დალიეთ – უზმოზე და ღამით.
7. გაზრდილი მჟავიანობის დროს
1 ს/კ თაფლი და 1 ჭიქა გვირილას წვენი აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
8. კოლიტის და ყაბზობის დროს
80-100 გრ თაფლი ვაშლის წვენში გახსენით. 3 ნაწილად გაყავით და ჭამამდე დალიეთ.
9. მუცლის შებერილობის დროს
1 ს/კ თაფლი ½ ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
10. მუცლის ტკივილის დროს
1 ს/კ თაფლი და 1 ჭიქა კატაბალახას წვენი (სექტემბერ-ოქტომბერში ახალი ფესვებისგან დაწურული) აურიეთ. 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
11. მუცლის ტკივილის დროს
15 გრ ანწლი, 15 გრ პიტნა, 15 გრ ასფურცელა და მცირე რაოდენობით კოჭა 1,5 ლ წყალში დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ. გადაწურეთ და ½ ჭიქა დღეში 6-ჯერ მიიღეთ.
12. ნაწლავების ფუნქციების გასაუმჯობესებლად, შარდვის გასაზრდელად და ორგანიზმიდან მარილის გამოსადევნად
50 გრ გასუფთავებული გოგრა, 60 გრ მანანის ბურღული, 2 ს/კ თაფლი და 50 გრ კარაქი მოხარშეთ. გოგრის ფაფა გამოგივათ.
13. საფაღარათო საშუალება
300 გრ გაცხელებული თაფლი და 150 გრ ალოეს წვენი 1 დღე დააყენეთ. 1-2 ჩ/კ დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.