ჯანმრთელობა
კუჭისა და ნაწლავების მკურნალობა ფუტკრის პროპოლისით
კუჭის წყლული ამ ორგანოს ლორწოვან გარსთან დაკავშირებული პრობლემაა და მის სამკურნალოდ აუცილებელია დაავადების გაჩენის მიზეზი და მასთან ბრძოლა, ამავდროულად, ჭრილობის შეხორცების პროცესის დაჩქარება და დასუსტებული ორგანიზმის გაძლიერება.
წყლული მაშინ ჩნდება, როცა აგრესიის ფაქტორები აღემატება ეპითელიუმის დაცვით ფაქტორებს და ნადგურდება ლორწოვანი ფენა.
პროპოლისი წარმოქმნის დამცავ ფენას, აძლევს ეპითელური ქსოვილის უჯრედებს რეგენერაციის საშუალებას, ხსნის ტკივილის სინდრომს და ანადგურებს ბაქტერია Helicobacyer pylori-ს, რომელიც ცდილობს ორგანიზმის დამცავი ფენის გარღვევას.
კუჭის წყლული
დაავადებულმა უნდა მიიღოს 20-60 წვეთი(დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს) პროპოლისის 20-30%-იანი ნაყენი, გახსნილი თბილ რძეში(150მლ) დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. გაუმჯობესება პირველივე დღეებში იქნება შესამჩნევი. მცირდება გულისრევის სიხშირე, ტკივილის ინტენსიობა, რეგულირდება მჟავიანობის დონე, წყლული უფრო სწრაფად ხორცდება.
პროპოლისის ნაყენის შეძენა აფთიაქშიც შეგიძლიათ, თუმცა, რეკომენდებულია მისი მომზადება საშინაო პირობებში.
პროპოლისის ბურთულა გაყინეთ საყინულეში და დახეხეთ წვრილად, დაასხით 96%-იანი სპირტი(10-20 გ პროპოლისზე 100მლ), დადგით ბნელ ადგილას 10 დღით, ყოველდღე შეანჯღრიეთ რამდენჯერმე, შემდეგ გადაწურეთ და ნაყენიც მზადაა მოხმარებისთვის.
გასტრიტის მკურნალობა
პროპოლისი აფერხებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესს. პაციენტები მკურნალობის კურსს გადიან ზეთით, ნაყენით ან ბალახეულის ნახარშით. დოზირება: 20-40 წვეთი 30%-იანი სპირტხსნარი გააზავეთ 100 მლ თბილ რძეში ან მდუღარე წყალში.
აპითერაპევტები პროპოლისის გამოყენებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ გვირჩევენ.
გასტროდუოდენიტის მკურნალობა
თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის ანთებითი დაავადების დროს, პროპოლისს იმავე გზით მიიღებენ, როგორც გასტრიტის დროს. იქნება ეს ნაყენი, ზეთი თუ ბალახეულის ნახარში, ნაყენი შეგიძლიათ 100 მლ წყალში გააზავოთ და მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ასევე, რეკომენდებულია დილა-საღამოს თითო ჩ.კ. პროპოლისის თაფლის მიღებაც. მკურნალობის კურსი 1-2 თვე გრძელდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!