Connect with us

ჯანმრთელობა

კურკუმას სიმსივნის უჯრედების ზრდის შეფერხება შეუძლია – კვლევის შედეგები

საკვებში კურკუმას გამოყენება შეიძლება ონკოლოგიური დაავადების, მათ შორის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ეფექტური პროფილაქტიკა იყოს.

მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ სანელებლის მთავარი ინგრედიენტი, კურკუმინი უჯრედების ანომალიური დაყოფის პროცესს (სიმსივნის განვითარებას) ბლოკავს.

მან თავისი პოტენციალი უკვე წარმოაჩინა თავის და ყელის, სარძევე ჯირკვლების, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, საკვერცხეების სიმსივნის, მელანომის, ნერვული სისტემის, სარკომას, ლეიკოზას და ლიმფომას დროს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის (Washington State University) მკვლევარების ჯგუფმა კურკუმას მთავარი კომპონენტის, კურკუმინის მიღების სისტემა შეიმუშავეს.

ავტორებმა აჩვენეს, რომ ასეთი მიდგომა ოსტეოსარკომის პროგრესს აფერხებს და ჯანსაღი ძვლოვანი უჯრედების ზრდას სტიმულირებს.

გამორიცხული არაა, რომ ბავშვებში ოსტეოსარკომის დროს პოსტოპერაციულ პერიოდში სწორედ ეს სისტემა სასარგებლო იქნება.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ძვლის სიმსივნის მქონე პაციენტები როგორც ოპერაციამდე, ასევე მის შემდეგ ქიმიოთერაპიის დიდ დოზას იღებენ.

დღესდღეობით არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც მცირე გვერდითი ეფექტი მაინც არ აქვს. ხოლო ასეთი სამკურნალო საშუალების არსებობა აუცილებელია.

სუსმიტა ბოცე (Susmita Bose) და მისი კოლეგები განმარტავენ, რომ მათ კურკუმინის ბიოლოგიური ეფექტის გამოცდა სცადეს, რომელიც დამჟავების და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს.

გარდა ამისა, ნივთიერებას ზოგიერთი სახეობის განვითარების შეფერხება შეუძლია. ორალური გამოყენებით პრეპარატს ორგანიზმი ცუდად ითვისებს, საკმაოდ სწრაფად გამოდის და მოქმედებას ვერ ასწრებს.

კვლევის ავტორები ნივთიერების მიღების სპეციალურ სისტემას გვთავაზობენ, რომელიც კურკუმინის ცხიმოვანი კაფსულების შიგნით გათავისუფლებას გულისხმობს.

მათ აჩვენეს, რომ უჯრედებზე ზემოქმედებით ოსტეოსარკომას ზრდა 96%-ით შეფერხდა. ასევე ჯანსათი ძვლოვანი უჯრედების ზრდის სტიმულირება მოხდა.

ვიმედოვნებთ, რომ კურკუმინის კვლევა სიმსივნის მკურნალობას ხელს ნამდვილად შეუწყობს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.