Connect with us

თავის მოვლა

კურკუმას ნიღაბს სახის კანის გასაახალგაზრდავებლად ვიყენებ. აი, როგორ უნდა მოამზადოთ

კურკუმა აზიური სანელებელია, რომელიც ბევრი სასარგებლო თვისებით ცნობილია. მას „ოქროს სანელებელს“ ტყუილად არ უწოდებენ. დაქუცმაცებული კურკუმას ფესვი კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში და საღებავად აქტიურად გამოიყენება. სანელებელი კოსმეტოლოგიაშიც რეკომენდებულია. მისი ნაყენით კანს იწმინდავენ, ხოლო კურკუმას ზეთს სახის გაახალგაზრდავება შეუძლია.

ფესვი ერთი მარტივი მიზეზით დადებით გავლენას ახდენს. მასში ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, კურკუმინი, შედის. კურკუმინი ლამაზი ფორმების შენარჩუნებასა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში გვეხმარება. ამ ღირებული საშუალების გამოყენების შესახებ რჩევების უმეტესობა მის სარგებელს ანულებს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კურკუმა ნამდვილი შედეგის მისაღებად.

სწორი ნიღაბი კურკუმით და ზეთით

კურკუმის რეცეპტების უმეტესობაში მის წყალში გაზავებას გვირჩევენ. ჩაის ადუღებენ, 1 ჭიქა წყალს უმატებენ ან უბრალოდ თაფლს ურევენ. ამრიგად, წყალში ხსნად B6 და C ვიტამინს, ასევე მაგნიუმს იღებთ. თუმცა მთავარი ღირებულება კურკუმინია, რომელიც ცხიმში ხსნადია.

კურკუმინის მთავარი თვისებები:

  • ძლიერი ანტიოქსიდანტი. ორგანიზმში მოხვედრისას უჯრედებს ანტიოქსიდანტური ფერმენტების წარმოებას აიძულებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.
  • ბუნებრივი იმუნომოდულატორი. სხვადასხვა დაავადებების მიმართ ამტანობას ზრდის.
  • ანთების საწინააღმდეგო საშუალება. სხვადასხვა ანთებით პროცესებს სწრაფად აქრობს, რომლებიც სწრაფი დაბერების ერთ–ერთ მიზეზად ითვლება.
  • სიმსივნისგან დამცველი. სიმსივნის უჯრედებს ბლოკავს და ანადგურებს. ძუძუს კიბოს პრევენციისთვის გამოიყენება.

კურკუმისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, ზეთს აურიეთ. გთავაზობთ ანტიასაკობრივ ნიღაბს, რომელშიც ყველაფერია, რომ ხანგრძლივი ეფექტი უზრუნველყოფს.

ანტიასაკობრივი ნიღაბი კურკუმით

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ რბილი კარაქი
  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • თბილი წყალი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული, კურკუმა და კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. თანდათან წყალი (32-37 გრადუსი) დაუმატეთ, რომ სქელი კრემი მიიღოთ.

ნიღაბი სველ, სუფთა სახეზე, ყელისა და დეკოლტის ზონაზე წაისვით. ცოტა კრემი შეგიძლიათ თვალების ქვეშ წაისვათ, მაგრამ არა ძვლის ზემოთ. 20-30 წუთით გაიჩერეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეფექტს უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ დაინახავთ. კანი უფრო ჯანსაღად გამოიყურება, წვრილი ნაოჭები გამქრალია, ხოლო ღრმა – შემცირებული. თუ სწრაფი ლიფტინგის ეფექტის მიღება გსურთ, წყალი ძლიერი მწვანე ჩაის ნაყენით ჩაანაცვლეთ, ხოლო კვერცხის გულის ნაცვლად 2-3 ჩ/კ ათქვეფილი კვერცხი გამოიყენეთ.

ეფექტის შესანარჩუნებლად სრული კურსი ჩაიტარეთ. ნიღაბი ყოველ მე-2-3 დღეს 1 თვის განმავლობაში წაისვით. სურვილის შემთხვევაში კურსი 6 თვეში ერთხელ გაიმეორეთ. ყოველთვის ახალი ნიღაბი გამოიყენეთ, რადგან თავის თვისებებს სწრაფად კარგავს.

არ შეგეშინდეთ, თუ სახე გაყვითლდება. ხელთ ხომ ბუნებრივი საღებავი გაქვთ. თუ ასე მოხდა, კანი კეფირში, არაჟანში ან წყლისა და ლიმონის წვენის ნარევში გაჟღენთილი ბამბის დისკით გაიწმინდეთ. ალერგიაზე ტესტის ჩატარება არ დაგავიწყდეთ. პროცედურის შემდეგ მზის პირდაპირ სხივებს მოერიდეთ. შედეგი და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ!