ჰოროსკოპი
კრიზისული ჰოროსკოპი. როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები ფინანსურ კატასტროფებს
უცნობია, რას ამბობენ ვარსკვლავები თითოეული ახალი კრიზისის შესახებ, მაგრამ მათ გარეშეც ცხადია: პრობლემებს გვერდს ვერ ავუვლით. საკითხავია, რა მოხდება, როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს? ამ კითხვაზე ციურ სხეულებს პასუხი აქვთ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კრიზისულ ჰოროსკოპს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
თხის რქა
ყველა დანარჩენი ნიშანი კრიზისის დროს იტანჯება, თხის რქა კი – ხარობს. მან იცოდა! ის გვაფრთხილებდა! თხის რქა დიდი ხანია ყველას ეუბნება: უარესისთვის მოემზადეთ, მალე საშინელება დაიწყება. ბუნებრივია, საწყალ თხის რქას დასცინოდნენ, პანიკიორს უწოდებდნენ და ყველა გზით ავიწროებდნენ. მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. მოკლედ, თხის რქა შურისმაძიებელი არაა, დახმარებაზე უარს არ იტყვის. უბრალოდ ყველას ახსენებს, ვინ არის აქ ჭიანჭველა და ვინ ჭრიჭინა. აი, სიხარულის მეორე მიზეზის შესახებ არავის ეტყვის: ყველაფერი ისე ცუდად არ იქნება, როგორც ვარაუდობდნენ. ცხოვრება შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, თხის რქას შეუძლია მშვიდად იცხოვროს: უკვე ყველა შესაძლო სიტუაცია განიხალა, მათ შორის შიმშილით სიკვდილი. აღმოჩნდა, უბრალოდ კურსი კვლავ ხტება, ესეც პრობლემა.
მერწყული
მერწყული უძირავია, მას კრიზისი არ აინტერესებს. მერწყულს აქვს გეგმა B, გეგმა C და კიდევ გეგმა ანბანის ყველა ასოზე. მართალია, არც ერთი გეგმის განხორციელება არ შეუძლია და ეს ძალიან ადარდებს. მერწყულს სურს, ყველას აჩვენოს, თუ როგორი ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი და წინდახედულია, მაგრამ ბედი ასეთ შანს არ ძლევს. ბედი მოულოდნელად ბოლო წუთს რაიმე კურთხევით დაასაჩუქრებს: მერწყული სამსახურში აყავთ, მემკვიდრეობას იღებს, ლატარეაში იგებს. არ უმართლებს, ერთი შანსიც არ აქვს, რომ სირთულეებთან გამკლავების უნარი გამოავლინოს. სამაგიეროდ, კრიზისი შესანიშნავი შანსია გულუხვობის გამოსაჩენად: რა თქმა უნდა, მერწყული ახლობლებს გაუზიარებს, რადგან ასე სწორია. საერთოდ, ეს ძალიან სასიამოვნოა – თავად ბედის როლის მორგება, რითაც ვინმეს კრიზისულ სიტუაციაში ფულით დაეხმარება.
თევზები
თევზები ფიქრობს, რომ ყველამ საკუთარ საქმეზე უნდა იფიქროს. აი, სპეციალურად მომზადებულმა ადამიანებმა იფიქრონ, თუ როგორ გადარჩნენ კრიზისულ სიტუაციაში, ხოლო თავად ამის შესახებ სიამოვნებით წაიკითხავს. აი, თევზი მოკრძალებულ ბაღს აშენებს, რომელიც ოჯახს არჩენს. აი, თევზი რაიმე პროფესიას მყისიერად ეუფლება, რომლითაც არსად არ დაიკარგება. ნამდვილად, სჯობს ექიმი გახდეს, მალე ხომ ყველას სურავანდი და მუნი შეაწუხებს. აი, თევზი იგონებს 3D პრინტერს, რომელიც საჭმელს ბეჭდავს, ხოლო მას რთავს შეიძლება ითქვას წვიმის ჭიებით და თევზებს ნობელის პრემიას ანიჭებენ. საერთოდ, კრიზისის დროს თევზები ოცნებობენ, როგორც ნებისმიერ სხვა დროს. სანამ ისინი ოცნებობენ, ვიღაც მფარველი გამოჩნდება, რომელიც თევზებს ორცხობილებს და ფულს მოუტანს. ისე უბრალოდ, იმ იმედით, რომ თევზი მასთან დაეშვება, თუნდაც იმიტომ, რომ კრიზისია და გადარჩენა საჭიროა. არადა თევზები ამას ვალდებულად მიიჩნევენ. თითქოსდა „რა, თქვენთან ასე არაა? კარგი ერთი!“
ვერძი
კრიზისი ვერძისთვის ნამდვილი დღესასწაულია. კრიზისი ხომ გამოწვევაა, ხოლო ვერძი უზომოდ ბედნიერია, როცა ვინმე მას იწვევს. როგორც იქნა, კანონის დარღვევის გარეშე შეუძლია მტრები რქაზე წამოაგოს, დააგდოს და გაანადგუროს. მნიშვნელობა არ აქვს, რომ კრიზისის რქაზე წამოცმა მხოლოდ მეტაფორულად შეიძლება. სამაგიეროდ, როგორი მასშტაბია. ვერძი, როგორც რეტ ბატლერმა, შესანიშნავად იცის, რომ ქონების დაგროვება არა მხოლოდ იმპერიის შექმნის, არამედ მისი დანგრევის დროს შეიძლება. მეორე ვარიანტი უფრო სასურველია. პირველ რიგში, ასე უფრო საშიში და საინტერესოა. მეორეც, უფრო მეტი პატივისცემაა. მხოლოდ ვერძი გააკეთებს იმას, რაზეც თევზები ოცნებობდა, ოღონდ უფრო მიწიერად. პროფესიას არ შეცვლის, მაგრამ მეზობელ პროფესიას დაეუფლება. სარეველებს არ ამოთხრის, მაგრამ ფერმერსა და მაღაზიას შორის შუამავლის როლს შეასრულებს. არაფერს გამოიგონებს, მაგრამ სხვის გამოგონებას მომგებიანად გაყიდის. მოკლედ, არ დაიკარგება და ფულის გამომუშავებასაც შეძლებს.
კურო
კურო პანიკაში ჩავარდება. ააა, ყველა მოვკვდებით. შიმშილით სიკვდილი გვემუქრება! საშინელი შიმშილით სიკვდილი! არა მხოლოდ საჭმელი არ იქნება, არამედ ლამაზი კაბებიც, მის გარეშე ცხოვრება კი – სიკვდილია. პანიკის შეტევები ტალღებად დაუვლის, ხოლო შუალედებში ამოისუნთქებს და გადარჩენის სტრატეგიებს მოიფიქრებს. აქ, კუროს მოულოდნელად გონება უნათდება. ხვდება, რომ გარშემორტყმულია სხვის კმაყოფაზე მყოფი ხალხით. ეს საყვარელი ადამიანები წლებია გულუხვი კუროს ფრთის ქვეშ უზრუნველად ცხოვრობენ და ფიქრობენ, რომ ძეხვი მაცივარში თავად იბადება. მაშინ კურო მათ კისერზე წაუჭერს და იკითხავს: რამდენ ხანს? ყველა დაუყონებლივ გაიქცევა და საკუთარი ფულის გამომუშავებას დაიწყებს, რადგან ცხოვრება ძვირია. ასე კურო წავა და კაბას იყიდის. და კიდევ ფუნთუშას. და კიდევ, ჯანდაბას, რაიმე საჩუქარს ამ უმადური ლაწირაკებისთვის. რა ქნას? დაიკარგებიან.
ტყუპები
კრიზისი? არა, არ სმენიათ. ანუ მოისმინეს და „ფეისბუქზე“ მწვავედ განიხილეს კიდეც. ტყუპები ინფორმაციული ველის გარეშე ქრება და ავადდება, ხოლო კრიზისის დროს ეს ველი სავსეა მხოლოდ ერთი თეზისით: ძმებო, როგორ გადავრჩებით? ხოლო ტყუპებმა იციან, როგორ! ყოველთვის ყველა კითხვაზე მზა პასუხი აქვს. ყოველთვის აქვს თეორია და მაგალითები, დამადასტურებელი ფაქტები: მან ყველა მნიშვნელოვანი მსოფლიო კრიზისის შესახებ იცის და ნებისმიერ წუთს მზადაა მოწინააღმდეგე დაუნდობლად გააკრიტიკოს – რა თქმა უნდა, სტატისტიკით. ზოგადად, კრიზისი მორიგი მიზეზია, რომ ინტელექტით იბრწყინოთ და ხალხი დააშინოს საშინელი სიტყვებით, როგორიცაა „სამრეწველო წარმოების ინდექსი“. საერთოდ, გადარჩენაზე უფრო საინტერესო საკითხებიც არსებობს. მაგალითად, ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ტყუპები იკაზმება და მეგობრებთან ერთად გასართობად მიდის. სადმე გაქრა? მართალია, არსად გამქრალა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტყუპები არსად არასდროს დაკარგულა.
კირჩხიბი
კირჩხიბს ძალიან ეშინია და ნერვიულობს, მაგრამ სხვებთან არ იმჩნევს. ის ხომ ოჯახის იმედი და საყრდენია. კრიზისის დროს მისი სოციალურად დაუცველი ღარიბი ნათესავები კირჩხიბისკენ მიისწრაფვიან. ისიც მათ წვნიანით და გასაშლელი საწოლით უზრუნლველყოფს. ერთი სიტყვით, კირჩხიბს კრიზისზე ფიქრის დრო არ აქვს, ქვეყნის საქმეა გასაკეთებელი: ზამთარი ახლოვდება. კონსერვები უნდა გააკეთოს, ასანთი და მაკარონი მოიმარაგოს, ოჯახი თბილი ტანსაცმლით უზრუნველყოს (მან იცის სად იყიდოს ხარისხიანი ტანსაცმელი იაფად, არ ინერვიულოთ) და ყველა თბილ ადგილას მოაწყოს. და მოაწყობს კიდეც, ეჭვი არ შეგეპაროთ: მდიდარი ნათესავებიც ჰყავს, რომლებიც დახმარებაზე უარს არ იტყვიან. მოგვიანებით კირჩხიბმა ყველას თავზე ხელი უნდა გადაუსვას, ჩაეხუტოს და უთხრას, რომ ყველაფერი მოგვარდება, სანერვიულო არაფერია. მას შემდეგ, რაც კირჩხიბი ოჯახს კრიზისულ პერიოდში მშვიდი არსებობით უზრუნველყოფს, ნერვიულობის ძალა აღარ აქვს. სანამ სხვები თმებს იგლეჯენ და ჭერზე გადიან, კირჩხიბი კომფორტულ ლოგინში მშვიდად იძინებს.
ლომი
ლომის თავმოყვარეობისთვის კრიზისი დიდი დარტყმაა. ლომი ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეულია: მაღალი კლასის ავტომობილის ტარება, ძვირადღირებულ მაღაზიებში ჩაცმა, საუზმეზე ნესვის და პარმას ლორის ჭამა, ვახშმად რომელიმე შატო–ლატურის ღვინის დალევა. და რა, ეს ყველაფერი აღარ იქნება? ო, ღმერთო! არა, ლომი ამასთან შეგუებას არ აპირებს. პრობლემა ისაა, რომ ლომს ალიაქოთის ატეხა არ შეუძლია – ასე ყველა მიხვდება, რომ მის ცხოვრებაში კრიზისული პერიოდია! რეპუტაციის შესანარჩუნებლად ყველაფრისთვის მზადა. დიახ, ლომი „დოშირაკს“ მიირთმევს, თუ ამას გულისხმობთ, საუზმეზე და ვახშმად. ამის შესახებ კი არავის ეცოდინება, რადგან ლომი კვლავ ქალაქის საუკეთესო ადგილას ისადილებს.
ქალწული
ქალწული კრიზისის დროს ძლიერ გაღიზიანებულია, რადგან არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება, არანაირი გეგმა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ქალწულის ცხოვრებისეულ გეგმაში ჰიპოთეზური კრიზისი განხილულია, ზომბიაპოკალიფსამდე და ბირთვულ ომამდე. პრინციპში, მან იცის, რა გააკეთოს. ფრთხილად ვარაუდობს, რომ არ დაიკარგება და კრიზისიდან მცირე დანაკარგით გამოვა. აი, რასაც ქალწული ვერ პროგნოზირებს, მისი რეაქციებია. კრიზისი ქაღალდზე და კრიზისი გარშემო ორი განსხვავებული რამაა. ქალწულს კრიზისული სამყაროს არასრულყოფილება აფორიაქებს – როგორც მინიმუმ, თავიდან. მოგვიანებით, სიტუაციას, თავის რეაქციას და ყველაფერს ანალიზებს და თაროებზე აწყობს. ასე სადღაც 15 წუთში მშვიდდება.
სასწორი
კრიზისი სასწორისთვის შოკია. ვერ ხვდება, როგორ გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. სასწორი უერთდება ქსელურ ორგანიზაციას „დროა გავიქცეთ“ და „ემიგრაციის“ დეტალების განხილვას იწყებს. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ გასაქცევი არსადაა. როგორც მინიმუმ, ახალი სამშობლოს არჩევა შეიძლება. სად წავიდეს? ყველაფერი ისეთი გემრიელია, არჩევა შეუძლებელია. მეორე მხრივ, ყველგან საშინელება ტრიალებს. ევროპაში გადასახადები, ისრაელში ჯარი, ამერიკაში ძვირადღირებული სამედიცინო დაზღვევა, აფრიკაში – ბუზი ცეცე. პოლარულ წრეზეც ვერ წახვალთ, რადგან არ არსებობს პროფესია – პინგვინების გადაბრუნებელი. სანამ სასწორი ირჩევს, კრიზისი პიკს აღწევს და ქრება. ამ დროისთვის სასწორი კანადას ირჩევს, მაგრამ ბოლო მომენტში ფიქრობს, რომ სამშობლოს უბედურებაში დატოვება არასწორია. რა? უბედურება გაქრა?
მორიელი
მორიელს ყოველთვის უმართლებს და კრიზისი გამონაკლისი არაა. ეს სულად არ ნიშნავს, რომ მორიელი ხელის განძრევას არ აპირებს. დათვი კი არაა! მორიელი გადაწყვეტს, რისი გაკეთებაა საჭირო. მთელი მსოფლიო თუ ჯოჯოხეთში მიდის, თავად გვერდზე არ დარჩება. ოღონდ დინებას არავითარ შემთხვევაში არ გაყვება, მორიელი ყოველთვის სიტუაციის ზემოთაა და არა შიგნით. სწორედ ყველა ფიქრობს, როგორ გამოიმუშავოს ცხოვრებისთვის, მორიელი მატერიალურს უარყოფს და სულიერს მიმართავს. კერძოდ, გათხოვდება ან განქორწინდება. იმის მიხედვით, რა უფრო მომგებიანია. მორიელი ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში თხოვდება ან შორდება. ეს მისი უნივერსალური რეცეპტია.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი კრიზისთვის მზადაა. მას ბედთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს: ბედი მას ყოველგვარ აპოკალიფსებს უწყობს, რასაც არსებულად მიიჩნევს და მზადაა გადალახოს ყველაფერი, შიმშილის გარდა. მომავალი არ აშინებს: გარკვეულ რევოლუციას უკვე ელოდება, ამიტომ მოსალოდნელ უმუშევრობას სრულად ფილოსოფიურად უდგება. მთავარია, კარგად ჭამოს. ამასთან მშვილდოსანს არანაირი პრობლემა არ აქვს. კრიზისის დროს მშვილდოსანი ერთგვარი ანტიდეპრესანტია: ყველა იტანჯება და ღრიალებს, ის კი არ იცვლება. სწორედ ამიტომ, მეგობრები მშვილდოსანს სტუმრად ეპატიჟებიან, უმასპინძლდებიან და თავს ევლებიან. ოღონდ კიდევ მოვიდეს და საბრძოლო განწყობა შემოიტანოს. სწორედ ამიტომ, მისთვის კრიზისი არაფერია, მთავარია, აქვს ადგილი, სადაც ჭამას შეძლებს.