Connect with us

ჯანმრთელობა

კრაზანას განსაკუთრებული თვისებები: 99 დაავადების სამკურნალო ბალახი

კრაზანა ძალიან სასარგებლო სამკურნალო მცენარეა. მას მედიცინის სხვადასხვა სფეროში იყენებენ, მაგრამ მისი მთავარი თვისებაა სტრესის და დეპრესიის გაქრობაა. კრაზანას ჩაი ცხოვრების გემოს დაგიბრუნებთ. პრაქტიკულად, ყველა, ვინც მას სვამს, შფოთვის და უძილობის გაქრობას აღნიშნავს. როგორც ამბობენ, ბუნებრივი საშუალება საუკეთესო მკურნალია!

როგორ მოვადუღოთ კრაზანას ჩაი სწორად: 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ¼ ჭიქა ჩაი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ თაფლთან ან შაქართან ერთად.

კრაზანას თვისებები

1. კრაზანა საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად მუშაობას ხელს უწყობს, რადგან ნაღველს სტიმულირებს, კუჭის ლორწოვან გარსს იცავს და სპაზმებს ამცირებს.

2. კრაზანა ხალხურ მედიცინაში ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად უძველესი დროიდან გამოიყენება.

3. თუ კრაზანას მოადუღებთ და პირის ღრუსა და ყელში გამოივლებთ, სხვადასხვა ანთებას განკურნავთ. ასევე კრაზანა დაგეხმარებათ სურდოს, სინუსიტის და ბრონქიტის სამკურნალოდ.

4. კრაზანაში 15-ზე მეტი ბიოაქტიური ნივთიერება შედის. მაგალითად, ქლოროგენური და კოფეინის მჟაავები, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელ თვისებებს ფლობენ. ფლავონოიდები კი სისხლძარღვების გაფართოებას ხელს უწყობენ.

5. ჰიპერიცინი კრაზანაში – შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა შარდსასქესო გზებისთვის.

6. მცენარე ხელს უწყობს სხვადასხვა ჭრილობის, ეგზემას, აკნეს, ძირმაგარას და მწერების ნაკბენის შეხორცებას.

7. მალამოები, რომელთა შემადგენლობაშიც კრაზანას ექსტრაქტი შედის, კანის დაავადებებს კურნავს. კრაზანა ტკივილს, წვას და ქავილს ამცირებს. ის კანს ამშვიდებს და დამწვრობას კურნავს. კრემები და მალამოები კრაზანას შემცველობით რეკომენდებული არაა მათთვის, ვინც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიდხანს იმყოფება.

8. კრაზანას ნაყენის მიღება არ შეიძლება ორსული ქალებისა და ჰიპერტონიკებისთვის. ყველა დანარჩენისთვის ზომიერად დასაშვებია. მკურნალობის დაწყებამდე სჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ.

კრაზანას სასარგებლო თვისებები მეგობრებს გაუზიარეთ, შესაძლოა, მათ გამოადგეთ. დაავადებები, რომელთაც ის კურნავს, პლანეტაზე ყოველ მესამე ადამიანს აქვს.