ჯანმრთელობა
კრაზანას ბალახი ჩემს სამზარეულოს ყოველთვის ამშვენებს. გახსოვდეთ, ბედნიერების ჰორმონი ზედმეტი არასდროს არის
ხშირად, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ბევრ ჩვენგანს აწუხებს აუხსნელი შფოთვა და აპათია. ითვლება, რომ ეს სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა, რამდენადაც ასეთი შეგრძნებების ფიზიოლოგიური ახსნა არსებობს.
შემოდგომის დადგომასთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში იკლებს ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის დონე, რომლის სინთეზისთვისაც აუცილებელია მზის სხივები. სეროტონინის უკმარისობა ადამიანში იწვევს ცუდ განწყობას, ძალების დაკარგვას, დაბნეულობასა და დეპრესიას.
სეროტონინის დონის ამაღლება და საშემოდგომო დეპრესიისგან დახსნა ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბალახს – დახვრეტილ კრაზანას(Hypericum perforatum) შეუძლია.
მას ასე ფოთლებში რკინის უჯრედების არსებობის გამო უწოდებენ, რომლებიც სინათლეზე კარგად ჩანს. სწორედ ეს უჯრედები შეიცავს ბალზამურ სითხეს, არომატის წყაროსა და მცენარის სამკურნალო თვისებების საწყისს.
რითია სასარგებლო კრაზანა
კრაზანას ნევრალგიაში ჯერ კიდევ პარაცელსი და ჰიპოკრატე იყენებდნენ. პირველად, ანტიდეპრესანტის სახით, იგი გამოიყენა მებალახემ და ასტრონომმა, ნიკოლსონ კულპეპერმა 1652 წელს.
კრაზანას ბიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტი ჰიპერიცინია, რომელიც ხელს უშლის სეროტონინის შთანთქმას. ეს ზრდის მის კონცენტრაციას სისხლში და გვაშორებს ცუდ განწყობასა და უარყოფით აზრებს.
სეროტონინის დონის რეგულაციას თან კიდევ ერთი უჩვეულო შედეგი მოჰყვება: გვეხმარება გახდომაში. როცა სეროტონინის დონე იკლებს, ჩვენ ვგრძნობთ შიმშილის გრძნობას, ხოლო ნორმაში – პირიქით, ვგრძნობთ დანაყრებას, მაშინაც კი, თუ ბოლოს 6 საათის წინ ვჭამეთ.
კვლევებმა აჩვენა კრაზანას კარგი თერაპევტული ეფექტი დეპრესიის, ქრონიკული დაღლილობისა და ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობისას. ამასთან, ატანის მაჩვენებლით კრაზანა სჯობს სინთეტიკურ პრეპარატებს: გვერდითი მოვლენები გაცილებით იშვიათია და არ აქვს მძიმე ხასიათი.
გთავაზობთ სამკურნალო ნაყენებისა და ჩაის რეცეპტებს სხვადასხვა მდგომარეობისთვის.
1. ნაყენი დეპრესიის წინააღმდეგ
10 გ გამომშრალ კრაზანას დაასხით ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 30 წუთით. მიირთვით 1 .კ. ნაყენი დღეში ექვსჯერ, ჭამის შემდეგ.
ეს ნაყენი არამხოლოდ დეპრესიის, არამედ ცისტიტის, კუჭისა და ნაწლავის ტკივილების, ჯირკვლების ანთების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის დაავადებების, კუჭის აშლის, თირკმელკენჭოვანი დაავადებების, რევმატიზმის, თავის ტკივილების, კოლიტისა და ბავშვებში შარდშეუკავებლობის დროსაც დაგეხმარებათ.
2. ჩაი დეპრესიის წინააღმდეგ
დაასხით 2 ჩ.კ. მშრალ კრაზანას ერთი ჭიქა მდუღარე. მიირთვით კრაზანას ახალდაყენებული ჩაი დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. გამოყენებამდე იგი 10 წუთით უნდა გააჩეროთ. სამკურნალო ეფექტისთვის დალიეთ ჩაი 2-3 თვის განმავლობაში.
3. ნახარში შფოთვის წინააღმდეგ
შეურიეთ გვირილისა და კრაზანას ყვავილები 1:1 პროპორციით, დაასხით 500 მლ წყალი, აადუღეთ ნელ ცეცხლზე, ადუღების შემდეგ გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით. მიიღეთ 3 ს.კ. ნაყენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, მხოლოდ 1 კვირის მანძილზე.
4. ზეთოვანი ნაყენი
შეურიეთ 10 გ კრაზანის ყვავილები და ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი. გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას 40 დღით. მიღებული ზეთის ექსტრაქტი მიიღეთ 1 ჩ.კ. ოდენობით ჭამამდე, 2 კვირის განმავლობაში.
5. ფხვნილი უძილობის წინააღმდეგ
ხშირად, დეპრესიული მდგომარეობა იწვევს ძილის დარღვევებსაც. მისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ კრაზანას ფხვნილი, რომელიც აფთიაქებში იყიდება.
მიირთვით დღეში 2-4 გ ფხვნილი, დაყავით სამ ულუფად. მკურნალობის ეფექტი ყოველდღიური მიღებიდან 1 თვის თავზე იქნება თვალსაჩინო.
კრაზანის ნაყენის ხანგრძლივი მიღება არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია ან ინდივიდუალური აუტანლობა.
შინაგანად არ უნდა მიიღონ კრაზანა ფეხმძიმეებმა ან ისეთი დაავადების მქონეებმა, რომლებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა. კრაზანას პრეპარატების მიღებასთან ერთად, არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები, ყავა და შოკოლადი, შებოლილი და დამწნილებული პროდუქტი.