Connect with us

ჯანმრთელობა

კოჭის სასმელი გასახდომად: სასარგებლო თვისებები და დეტალური რეცეპტი

ბევრი ქალი ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად დიეტას იცავს, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა. სწორი კვება და ვარჯიში სხეულის ლამაზი ფორმების მისაღებად სწორი მეთოდია. სწორ კვებას კოჭის სასმელი დაუმატეთ და იდეალურ შედეგს მიიღებთ.

კოჭის სასმელი ჭარბ წონას მოგაშორებთ და ორგანიზმის მუშაობას გააუმჯობესებს. სასმელს სასიამოვნო არომატი და პიკანტური გემო აქვს, ამიტომ დალევა არ გაგიჭირდებათ.

კოჭის სასმელი და მისი სარგებელი

კოჭა გასახდომად რეკომენდებული მცენარეა. კოჭით მომზადებული სასმელი ენერგიით აგავსებთ. კუჭი აივსება და დიდი ხნით დანაყრდებით. ასე მადის გაკონტროლებას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ სასმელს უკუჩვენებები აქვს და მისი დალევა ყველასთვის არ შეიძლება. გაეცანით უკუჩვენებებს

  • შეშუპება
  • ორსულობა და ძუძუთი კვება
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადება
  • კვებითი ალერგია
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ანთება

გასახდომი სასმელის რეცეპტი

თუ უკუჩვენება არ გაქვთ, სასმელი მოამზადეთ და დალიეთ. სასმელის საზამთრო ვარიანტი ზედმეტ კილოგრამებს მოგაშორებთ და გაგათბობთ. გარდა ამისა, იმუნიტეტს გააძლიერებთ.

ინგრედიენტები:

  • 4 სმ კოჭის ფესვი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ჩ/კ დარიჩინი (დაფქული)
  • 4 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • მწიკვი ჩილის წიწაკა
  • თაფლი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კოჭის ფესვი წვრილად გახეხეთ. დარიჩინი და ცხელი წყალი დაუმატეთ. აურიეთ და 1 საათით გააჩერეთ.
  2. 1 საათში გადაწურეთ. ჩილის წიწაკა და ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. თბილი სასმელი ჭიქებში ჩაასხით. თითოეულს 0,5 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. მზადაა!

სამკურნალო თვისება

ეგზოტიკური მცენარის სასმელი ყოველდღე დალიეთ და ჭარბი წონის გარეშე თავს უკეთ იგრძნობთ. ასე ორგანიზმის მუშაობაც მოწესრიგდება.

  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობა მოწესრიგდება. კოჭაში შემავალი აქტიური კომპონენტები საჭმლის გადამუშავებას აუმჯობესებს. კუჭის სიმძიმე აღარ შეგაწუხებთ. ნაწლავებს წიდებისგან გაწმენდთ.
  • ინსულინის დონეს არეგულირებს. ინსულინის დონის რყევები შიმშილის გრძნობას იწვევს. კოჭა ამ ჰორმონს არეგულირებს. სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონეც დარეგულირდება.
  • ენერგია გაიზრდება. ყოველდღე 4 გ კოჭის მიღება საკმარისია, რომ ტვინის მუშაობა გააუმჯობესოთ და ორგანიზმის ტონუსი გაზარდოთ.

არომატული სასმელი ცივ საღამოს გაგათბობთ, იმუნიტეტს გააძლიერებს და ზედმეტ წონას მოგაშორებთ. მარტივი და გემრიელი მეთოდი აუცილებლად სცადეთ.

Advertisement