ყვავილები
კოჭის გაზრდა ფანჯრის რაფასა და ბოსტანში: ხრიკები გამოუცდელი მებოსტნეებისთვის
დღეს ბევრს უჩნდება კითხვა, თუ როგორ გაზარდოს კოჭა სახლის პირობებში. სამკურნალო თვისებების წყალობით კოჭა წარმოუდგენლად პოპულარულია. შედეგად, მისი ფასი საკმაოდ გაიზარდა.
ამასთან, „ოქროს“ კოჭაში ფულის გადახდა საჭირო საერთოდ არაა. დიეტური, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე გაზარდოთ.
ამისთვის დაგჭირდებათ მიწით სავსე ქოთანი, რეგულარული მორწყვა და რამდენიმე თვე. დღეს გიამბობთ, თუ როგორ გაზარდოთ კოჭა სახლის პირობებში და ბოსტნის ნაკვეთზე.
როგორ გავზარდოთ კოჭა სახლის პირობებში
სამკურნალო კოჭა (Zingiber officinale) ტროპიკული მცენარეა, რომელსაც სითბო და ნოტიო კლიმატი უყვარს. მის ფესვებად ხშირად მივიჩნევთ მიწისქვეშა კვირტებს – ძირნაყოფს, რომლიდანაც მიწისზედა კვირტები და დამატებითი ფესვები გამოდის.
მიწისზედა კვირტები სიმაღლეში ერთ მეტრამდე იზრდება და გარეგნულად ელუსამელას ჰგავს.
კოჭის ყვავილობა დარგვიდან მე-3-4 წელს იწყება, მაგრამ სახლის პირობებში, ძირითადად, მისი სუნელიანი ფესვის გამო როგორც ერთწლიან მცენარეს ისე ზრდიან.
დარგვისთვის მომზადება
კოჭის ძირნაყოფი ბუნებაში დიდხანს 8-10 თვე მწიფდება. სწორედ ამიტომ, არსებობს მოსაზრება, რომ კოჭის ქალაქის პირობებში გაზრდა შეუძლებელია.
კოჭის მოსავალი შემოდგომაზე რომ მიიღოთ, მცენარის კვირტები აუცილებლად ზამთრის ბოლოს უნდა მიიღოთ, რის გაკეთებაც ფანჯრის რაფაზე რთული არაა.
მასალად შეგიძლიათ ბოსტნეულის დახლებიდან შეძენილი ბოლქვები გამოიყენოთ, მაგრამ ისინი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
- ფესვი მკვრივი და მოქნილი უნდა იყოს.
- დაზიანება და დაავადება (განსაკუთრებით ლპობა) არ უნდა ჰქონდეს.
- ოპტიმალური ზომის უნდა იყოს (5-8 სმ სიგრძეში და 3-4 სმ სიგანეში).
- რამდენიმე ადგილას აღმონაცენი, კვირტი უნდა ჰქონდეს, როგორც დასარგავი კარტოფილს ბოლქვს.
შერჩეული ძირნაყოფები თბილი წყლით და რამდენიმე წვეთი კალიუმის პერმანგანატით სავსე ჭიქაში მოათავსეთ, რომ ზრდის წერტილები გააქტიურდეს. ამის შემდეგ რამდენიმე ნაწილად გაყავით. ლპობის თავიდან ასაცილებლად ახალი ნაცრით დაამუშავეთ.
რომელი ჭურჭლის და ნიადაგის გამოყენება ღირს
კოჭის ძირნაყოფი სიგანეში ძლიერ იზრდება, ამიტომ დასარგავად ფართო პლასტმასის ქოთანი გამოიყენეთ. ამასთან კოჭის ნამდვილი ფესვები ღრმად ძალიან შორს შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ ღრმა ქოთანში დიდი მოსავლის მიღების შანსი გაქვთ.
კოჭას ჭარბი სისველე არ უყვარს. ძირნაყოფი რომ არ დალპეს, ხარისხიანი დრენაჟით უზრუნველყავით. გამოდის, რომ მხოლოდ სადრენაჟო ხვრელის მქონე ქოთნები გამოგადგებათ. მიწა მსუბუქი და ტენის გამტარი უნდა იყოს. შეგიძლიათ 1 ნაწილი ნებისმიერი ბოსტნეულის ნიადაგის ნარევი, 2 ნაწილი ნაყოფიერი მიწა ნაკვეთიდან, 1 ნაწილი ქვიშა და 1 ნაწილი ნეშომპალა აურიოთ.
ქოთნის ძირში სადრენაჟო ფენისთვის 2-3 სმ დატეხილი თიხა მოათავსეთ. შემდეგ ქოთანი მზა ნარევით გაავსეთ და თბილი წყლით დაატენიანეთ. დასარგავი მასალა ჰორიზონტალურად ჩარგეთ, კვირტებს თავი ზემოთ უნდა ჰქონდეს. ფესვებს მიწა მოაყარეთ ისე, რომ კვირტებს ზემოდან მხოლოდ 2-3 სმ სიმაღლის მიწა ჰქონდეს. გასაღვივებლად ქოთანი თბილ, ნათელ შენობაში გაიტანეთ.
კოჭის მოვლა ფანჯრის რაფაზე
კოჭის პირველი აღმონაცენი დარგვიდან დაახლოებით 4 კვირაში გამოჩნდება. მის ნაზ ფოთლებს გაფანტული სინათლე, მაღალი ტემპერატურა და ზომიერი მორწყვით ტენიანობა უყვარს. თუ ფანჯარა სამხრეთ ნაწილშია, რეგულარულად მისი დაჩრდილვა მოგიწევთ.
კოჭისთვის ოპტიმალური ტემპერატურა გაზაფხულზე 18-20 გრადუსი სითბოში, ზაფხულში დაახლოებით 30 გრადუსია, სამხრეთული მცენარისთვის ჩვეული სინათლის ხანგრძლივობა დღეში 12-16 საათია, ამიტომ ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე ფიტონათურების გამოყენება დაგჭირდებათ.
მაღალი ტენიანობის შენარჩუნებას ფოთლების და ღეროების ხშირი დანამვით შეძლებთ. კოჭის მოსარწყავად დაყენებული ან გაფილტრული (რბილი) ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ. დატენიანების შემდეგ ნიადაგი უნდა გააფხვიეროთ.
თუ უხვი მოსავლის მიღება გსურთ, მაშინ ნიადაგი სუსტი ორგანული ხსნარებით (ბალახების ნაყენი, ძროხის ან ფრინველის ნაკელი) გამოკვებეთ.
ბოსტანში გადარგვა
აგარაკზე უფრო უხვი მოსავლის მიღებას შეძლებთ, ვიდრე ქოთანში ფანჯრის რაფაზე.
სწორედ ამიტომ, გაზაფხულის ბოლოს ახალგაზრდა მცენარე შეგიძლიათ ბოსტანში გადარგოთ. ჩვენს პირობებში სათბურის გამოყენება სასურველი იქნება, ყინვების წინ კვლავ სახლში დააბრუნეთ.
თუ კოჭას თებერვალში დარგავთ, ოქტომბერში პირველი მოსავლის მიღებას შეძლებთ. როცა კოჭის ფოთლები და ღეროები ჭკნობას დაიწყებს, ფესვები ფრთხილად ამოთხარეთ, მიწისგან გაასუფთავეთ, შემდეგ თბილ, კარგად განიავებულ შენობაში გაახმეთ.
შესაძლოა, თავიდან არც თუ ისე ბევრი მოსავალი მიიღოთ, მაგრამ მის გემოს მაღაზიაში ნაყიდს ვერ შეადარებთ. მიღებული მოსავალი სუნელისა სახით გამოსაყენებლად და ოჯახური წვეულების მოსაწყობად საკმარისი იქნება.