Connect with us

ჯანმრთელობა

კოფეინის 10 ეფექტური შემცვლელი

დაღლილობის დროს ადამიანი ერთი ჭიქა არომატულ ყავას დიდი ნეტარებით უყურებს, თუმცა უფრო ეფექტური და ჯანსაღი მეთოდებიც არსებობს, რომლებიც ფეხზე დაგაყენებთ.

ყავა თავის მასტიმულირებელ მოქმედებას კოფეინს უნდა უმადლოდეს. ეს ნივთიერება ბევრი მცენარის ფოთლებსა და თესლში გვხვდება. კოფეინს შეიცავს კაკაო და ჩაი, მას კოკა-კოლას და ენერგეტიკულ სასმელებს უმატებენ. გონივრული დოზით კოფეინი ადამიანს ზიანს არ აყენებს და მიჩვევას არ იწვევს. ჭარბი რაოდენობით ორგანიზმიდან მინერალებს გამოდევნის, წნევას ზრდის, კუჭს და სანაღვლე გზებს აღიზიანებს. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, თუ კოფეინი რით ჩაანაცვლოთ.

1. იერბა მატე

ტვინს სტიმულირებს და ძილიანობას აქრობს. ეს არის ჩაი პარაგვაული ბაძგის ფოთლებიდან.

ახლა სუპერმარკეტებში ხელმისაწვდომია. ყველა ძირითად კომპონენტს შეიცავს, კერძოდ B ჯგუფის ვიტამინებს, ბიოტინს, მაგნიუმს, კალიუმს და თუთიას, რომლებიც ნერვულ და იმუნურ სისტემას აუმჯობესებენ. მატე ორგანიზმს ისე ძლიერ სტიმულირებს, როგორც ყავა, მაგრამ უფრო დიდხანს და გვერდითი ეფექტების გარეშე.

როგორ მოვამზადოთ სასმელი: 2 კოვზ ხმელ მასალას 80 გრადუსი ტემპერატურის წყალი დაასხით. იგივე მასალა რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტრადიციულად, ამ ჩაის სპეციალურ გოგრაში აყენებენ და ლითონის მილიდან სვამენ. თუმცა ჩვეულებრივ ჭიქაში მომზადებული ჩაი თავის დადებით თვისებებს არ კარგავს.

2. კოჭა

ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ის შეიცავს ფისოვან ნივთიერებას, რომელსაც ძლიერი თერაპიული ეფექტი გააჩნია.

ახალი კოჭის ნაჭრის დაღეჭვა ან კოჭის ნაყენის მიღება კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. ფაქტიურად, ეს ენერგეტიკული სასმელია.

3. პიტნის ზეთი

დაღლილობას და თავის ტკივილს აქრობს.

პიტნა როგორც საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასევე ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს.

ნარევი მასაჟისთვის – 2 წვეთი პიტნის ზეთი 1 კოვზ მცენარეულ ზეთს აურიეთ. ამ ნარევით საფეთქლები დაიზილეთ და მალე მდგომარეობის შემსუბუქებას იგრძნობთ.

4. კენკრის კოქტეილი

ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.

მკვებავი სასმელი ენერგიას მალე შეგმატებთ, ხოლო მისი რეგულარული მიღება, მაგალითად, საუზმეზე ყავის ნაცვლად, ტვინს ხანგრძლივ უპირატესობას მოუტანს. ბოლო კვლევების თანახმად, კენკრა შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ნერვული უჯრედების დაბერებას აფერხებენ.

5. ხელის მასაჟი

დაღლილობის დროს ენერგიას შეგმატებთ.

ხელებზე სპეციალური ენერგეტიკული წერტილები მდებარეობს. ამ წერტილებზე ზეწოლა და მასაჟი გარკვეული ორგანოების სტიმულირებას ხელს უწყობენ. მოძრაობა თითის წვერიდან წინამხრის მიმართულებით შეასრულეთ.

6. როზმარინი

ძალიან დაბალ წნევას აგიმაღლებთ.

როზმარინი ეთერზეთს და ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ძლიერ მასტიმულირებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ფლობს. თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობა ძლიერდება, ადამიანს ძალას და სასიცოცხლო ენერგიას მატებს.

7. ცივი კომპრესი

სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და მხნეობას შეგმატებთ.

დაბალი ტემპერატურა ზედაპირული სისხლძარღვების სპაზმს გამოიწვევს და უფრო ღრმა ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას გაზრდის.

8. ბანანი

ტვინს სტიმულირებს.

საშუალო ნაყოფი იმდენივე მაგნიუმს შეიცავს, რამდენსაც ერთი მუჭა კაკალი. ეს ელემენტი ტვინისთვის ენერგიის მიწოდებაში მონაწილეობს. ამის წყალობით, ბანანი მეხსიერებას და კონცენტრაციას აუმჯობესებს. ერთი ნაყოფი უფრო გაგამხნევებთ, ვიდრე 1 ჭიქა ყავა. მაგნიუმი ტვინის მუშაობს სტიმულირებს, ხოლო კალიუმი გულს გააძლიერებს.

9. გვირილას ნაყენი

ორგანიზმის გაწმენდას უზრუნველყოფს.

გვირილა აქტიურ კომპონენტებს შეიცავს (ვიტამინები, კალიუმი, თუთია, რკინა, ასევე ქოლინი), რომლებიც ტოქსინებს მოგაშორებთ და უჯრედებს ჟანგბადით გაამდიდრებს.

10. ყურის მასაჟი

შემდგომ მუშაობას სტიმულირებს.

ყურზე უამრავი ნერვული დაბოლოება არსებობს. მათი მასაჟი ადამიანზე მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს, განსაკუთრებით კომპიუტერთან მუშაობის დროს.

როგორ გავაკეთოთ?

ცერა თითით პირდაპირ ყურის ქვეშ დააჭირეთ, ხოლო საჩვენებელი თითი მთელი ნიჟარა ზემოთ ქვემოთ, წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ.