ჯანმრთელობა
კორვალოლი – რატომ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის რეგულარული გამოყენება
კორვალოლი – წარმოადგენს სამედიცინო პრეპარატს, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყანებში ძალიან პოპულარულია, ევროპულ ქვეყნებში კი აკრძალული! ამ პრეპარატის შექმნა ნაცისტურ გერმანიას უკავშირდება. ისინი დიდხანს ეძებდნენ საშუალებას რომელიც არმიის ბრძოლისუნარიანობას აამაღლებდა, ჯარისკაცებს კი ბრძოლის წინ შიშს გაუქრობდა. ბევრი კვლევების შემდეგ შექმნეს პრეპარატი რომლის საფუძველიც სინთეთიკური ნარკოტიკი – ლუმინალი წარმოადგენდა. ახალი საშუალება სწრაფად აშორებდა შფოთვას, ნერვულ დაძაბულობასა და შიშს.
კორვალოლის მავნე თვისებები
კორვალოლიში ლუმინალი დღემდე შედის, თუმცა სხვა დასახელებით, კერძოდ – ფენობარბიტალით. სწორედ ეს კომპონენტი გვაიძულებს კორვალოლი ნარკოტიკული ნივთერებების გვერდით დავაყენოთ. ფენობარბიტალი ბარბიტურატებს ჯგუფში შედის, რომლებიც უდიდეს საშიშროებას წარმოადგენენ ალკოჰოლთან ერთად მოხმარების შემთხვევაში.
კორვალოლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მირება დამოკიდებულებას იწვევს, ის აუარესებს ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების მუშაობას, მისი სისტემატიური მირება უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ძლზე და ემოციურ მდგომარეობაზე. პრეპარატი ძალიან იაფია ამიტომ მოხუცები ამს ხშირად იყენებენ დროდადრო მისი ჩვეული დოზა საკმარისი აღარ არის და წვეთების რაოდენობას მუდმივად ამატებენ, შედეგად ზოგიერთი მოხუცი დღეში კორვალოლის მტლიან ფლაკონს მოიხმარს.
კორვალოლი ამშვიდებს, ამცირებს ტკივილს და ნერვულ დაძაბულობას, ეხმარება სწრაფად დაძინებაში, ვერ ვიტყვით, რომ ის სრულიად უნდა გამორიცხოთ გამოყენებიდან, თუმცა ეს უნდა მოხდეს არა რეგულარულად, არამედ დროდადრო, 15-30 წვეთი დღეში სამჯერ. მისი გამოყენება თვეობით არ შეიძლება! აჯობებს ის რომელიმე მცენარეული პრეპარატით ჩაანაცვლოთ,