Connect with us

სხვა

კომპიუტერის კლავიატურის წმენდის რამდენიმე ხერხი

კომპიუტერთან თითქმის მთელს დღეს ვატარეთ. ვმუშაობთ, ვუყურებთ ფილმებს ან ვთამაშობთ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ალბათ ხვდებით, რომ დრო მის სისუფთავესაც უნდა დავუთმოთ. კლავიატურაში მოხვედრილი მტვერი, ნამცეცები და ჭუჭყი საკმაოდ რთული მოსაცილბელია, ამიტომ ამ სტატიაში მისი წმენდის რამდენიმე ხერხს განვიხილავთ.

როგორ გავასუფთავოთ კლავიატურა

ფენით

ჩართეთ ფენი ცივი ჰაერის ფუნქციაზე, ამოატრიალეთ კლავიატურა და ფენი მის რთულად მისაღწევ ადგილებს შეუშვირეთ. არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ ცხელი ჰაერი, ამით კლავიატურას დააზიანებთ.

მტვერსასრუტი

მართალია კლავიატურისთვის სპეციალური, მცირე ზომის მტვერსასრუტები იყიდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტანდარტულ მტვერსასრუტს ვერ გამოიყენებთ. მას სხვადასხვა დაბოლოებებიც მოყვება და შეგიძლიათ სხვადასხვა მათგანი გამოიყენოთ.

სტიკერები

წებოვანი ლენტი შეგიძლიათ კლავიშების დაშორებებს შორის ჩაყოთ და იოლად მოაშოროთ იქ არსებული მტვერი და ნამცეცები. შემდეგ კლავიატურა სველი ხელსახოცით გაწმინდეთ, ამით კლავიშებზე მიკრული სტიკერი წებოს მოაშორებთ.

ჭურჭლის ჯაგრისი

ამ საშუალებით კლავიატურის ფსკერამდეც მიაღწევთ და შიგნით არსებულ მთელ მტვერსა და ნამცეცებს მოაშორებთ. ძლიერად დაბინძურებულ ადგილებს კი ძველი კბილის ჯაგრისით გაწმენდთ. ეს ყველაფერი მშრალი ჯაგრისით და გამორთულ კლავიატურაზე უნდა გააკეთოთ.

სველი ხელსახოცით

სველი ხელსახოცი ძალიან კარგად ასუფთავებს დაბინძურებულ ადგილებს. თუმცა ფრთხილად იმოქმედეთ რადგან სველი ხელახოცი კლავიატურას წარწერებსაც აშორებს.

კარაქის დანით

თუ კლავიატურაზე ცხიმის სქელი ფენაა, ძმრიან ხსნარში ნაჭერი დაასველეთ, გაწურეთ და კარაქის დანას წამოაცვით. ეს საშუალებას გაძლევთ უკეთ მიუდგეთ კლავიატურის ძნელად მისადგომ ადგილებსაც.

ტყლარწი

ანტი-სტრესი სათამაშო “ტყლარწი” იდეალურია კლავიატურის საწმენდად. ეს სათამაშო სილიკონის ნაჭრის სახითაც იყიდება სპეციალიზირებულ მაღაზიებში. სათამაშო კლავიატურაზე მოათავსეთ და ნახავთ რა იოლად ეკვრის მას მტვერი და ნამცეცები.

ასეთი “დამხმარის” შექმნა საკანცელარიო წებოსა და თხელი სარეცხი ჟელეს შერევითაც შეგიძლიათ. უფრო მეტი მხირულებისთვის, შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი საკვების საღებავი დაუმატოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.