Connect with us

ჯანმრთელობა

კომბოსტოს წვენი და ნახარში: ხველის, სურდოს და ანგინის სამკურნალოდ

კომბოსტო პოპულარული ბოსტნეულის კულტურაა, რომელიც უძველესი დროიდან სამკურნალო მცენარედ გამოიყენება. გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღებად სპეციალური ნაყენის ან ნახარშის მომზადება საჭირო არაა – უბრალოდ კომბოსტო (ახალი და დამწნილებული, სალათის, გარნირის სახით და ა.შ.) თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ.

კომბოსტო სასარგებლოა ავიტამინოზის, ათეროსკლეროზის და მისი პროფილაქტიკის, პოდაგრის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, სიმსუქნის, დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის და სხვა დაავადებების დროს.

დღეს გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ კომბოსტო ანგინის, სურდოს და ხველის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები არ დაგავიწყდეთ: კომბოსტო კუჭის სეკრეციას ხელს უწყობს. ნებისმიერი ფორმის კომბოსტოს მიღება რეკომენდებული არაა კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, გაზრდილი მჟავიანობის ფონზე კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. ასევე კომბოსტოს მიღება პანკრეატიტის დროს არ ღირს.

სამკურნალოდ მიზნით ახალ გაწურული კომბოსტოს წვენი გამოიყენეთ. მის მოსამზადებლად წვენსაწური გამოიყენეთ. მიღებული წვენი მაცივარში შეგიძლიათ 1 დღე შეინახოთ. 1 ლ წვენის მოსამზადებლად დაახლოებით 2 კგ კომბოსტო დაგჭირდებათ.

კომბოსტოს წვენი ანგინის დროს

ახალ გაწურული კომბოსტოს წვენი მდუღარე წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ. დღეში რამდენჯერმე ყელის სავლებად გამოჯანმრთელებამდე გამოიყენეთ.

კომბოსტოს წვენი ხველის, სურდოს და ხრწინის დროს

ახალ გაწურული კომბოსტოს წვენი თაფლს აურიეთ: 1 ჩ/კ 1 ჭიქა წვენზე. 0,5 ჭიქა თბილი ხსნარი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

კომბოსტოს წვენი სურდოს დროს

2 წვეთი კომბოსტოს წვენი თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ ჩაიწვეთეთ. გამოჯანმრთელებამდე იმკურნალეთ.

კომბოსტოს ფოთლების ნახარში თაფლთან ერთად

ახალი კომბოსტოს ფოთლებს წყალი დაასხით ისე, რომ ფოთლები ბოლომდე დაიფაროს. სუსტ ცეცხლზე დარბილებამდე ხარშეთ. ნახარში გადაწურეთ და გააგრილეთ. სურდოს, ხველის და ანგინის დროს 0,5 ჭიქა თბილი ნახარში თაფლთან ერთად (3 ჩ/კ თაფლი 1 ჭიქა ნახარშზე) ჭამის წინ, დღეში 4-ჯერ დალიეთ.