Connect with us

თავის მოვლა

კომბოსტოს ნიღბის 8 რეცეპტი მშრალი და დამჭკნარი კანისთვის

კომბოსტო კანისა და თმის ჯანმრთელობას ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კოსმეტიკური მიზნით უძველესი დროიდან იყენებენ.

ის კანს წმენდს, ათეთრებს, აახლებს და კვებავს, მას ხავერდოვნებას და სირბილეს ანიჭებს. შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოიყენოთ.

კოსმეტიკური მიზნით როგორც ახალი კომბოსტოს, ასევე დამწნილებული კომბოსტოს წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ნიღბები მშრალი კანისთვის

მშრალი კანი ხშირად გვხვდება. მას ზომიერი და ყურადღებით მოვლა სჭირდება, რადგან სხვადასხვა გამაღიზიანებლის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და სწრაფად ბერდება.

კანის სიმშრალეს ცხიმიანი ჯირკვლების არასათანადო აქტივობა და ზედაპირიდან ტენის ჭარბად აორთქლება იწვევს. ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში მშრალი კანი სასიამოვნოდ გამოიყურება: კანი ნაზი, თხელი და გლუვია.

არასწორი და არასაკმარისი მოვლის შედეგად კანი აქერცლილი ხდება და მოქნილობას კარგავს. ასეთ კანზე ნაოჭები ნაადრევად ჩნდება. გთავაზობთ ნიღბებს, რომლებიც მშრალი კანის მოსავლელად არის განკუთვნილი.

კომბოსტოს ნიღაბი რძით

კომბოსტოს ახალი ფურცლები დააქუცმაცეთ, რძეში ფაფის მიღებამდე მოხარშეთ და სახესა და კისერზე 20 წუთით წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მცენარეული ზეთით

თეთრი კომბოსტოს რამდენიმე ფურცელი მდუღარე წყალში მოხარშეთ, რომ ისინი დარბილდეს. შემდეგ მცენარეულ ზეთში დაალბეთ და სახის კანსა და ყელზე დაიდეთ. 20 წუთში ფოთლები მოიშორეთ და კანი გვირილას თბილი ნაყენით გაიწმინდეთ.

სოდიანი კომპრესი და ნიღაბი

სახე მცენარეული ზეთით გაიწმინდეთ, თბილი სოდიანი კომპრესი გააკეთეთ ( 1 ჩ/კ საკვები სოდა 1 ლ წყალზე).

ამის შემდეგ ახალი კომბოსტოს გახეხილი ფურცლების ნიღაბი სახეზე წაისვით, კომპრესის ქაღალდი და ბამბის პირსახოცი დაიფინეთ. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ, სახე ოდნავ დამარილებულ ცივი წყლით გაიწმინდეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

ნიღაბი ძალიან მშრალი კანისთვის

კომბოსტოს ფაფა, კვერცხის გული და მცენარეული ზეთი თანაბარი პროპორციით აურიეთ. სახესა და ყელზე 20 წუთით წაისვით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მშრალი, გაუწყლოებული, პიგმენტური ლაქების მქონე კანისთვის

სახე სიმინდის ან ზეითუნის ზეთით გაწმინდეთ, შემდეგ ცხელი სოდიანი კომპრესი (1 ჩ/კ სოდა 1 ლ ცხელ წყალზე) გააკეთეთ და 10-15 წუთით კომბოსტოს ფაფის ნიღაბი სახეზე წაისვით.

ნიღბები დამჭკნარი კანისთვის

კომბოსტოს ნიღაბი საფუარით

კომბოსტოს 2 ახალი ფურცელი დააქუცმაცეთ, ¼ ჭიქა ვაშლის წვენი, ¼ ჩ/კ საფუარი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. სახესა და კისერზე 20 წუთით წაისვით, გრილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიშორეთ.

კომბოსტოს ნიღაბი მარწყვით

2 ს/კ ახალი, გახეხილი კომბოსტოს ფაფას 1 ს/კ მარწყვი და 3-4 წვეთი ქერის აღმონაცენის ზეთი აურიეთ. ნიღაბი 20-25 წუთით გაიჩერეთ.

ნიღაბი კომბოსტოს წვენით და შვრიით

კომბოსტოს წვენს შვრიის ფქვილი დაუმატეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ და სახე თბილი გვირილას ნაყენით გაიწმინდეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.