თავის მოვლა
კოკა–კოლა თმას 10 წუთში არბილებს და აბრეშუმივით ნაზს ხდის…
ქალები მუდმივად ეძებენ პროდუქტებს, რომლებიც სრულყოფილი გარეგნობის მიღწევაში დაეხმარებათ. განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია თმა. როგორ მივიღოთ ყოველთვის ჯანმრთელი და მოვლილი თმა? Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ამ მიზნით ბევრისთვის საყვარელი კოკა–კოლა გამოიყენოთ. ასევე გთავაზობთ სხვა ხალხურ მეთოდებს თმის ბზინვარებისთვის.
კოკა–კოლა და თქვენი თმის სილამაზე: პოზიტიური კავშირი
იმ დღეებში, როცა თმა კარგ მდგომარეობაშია, დამალვა არ სჭირდება. მზეზე თმა უფრო მბზინვარე და კაშკაშა ხდება. იმ დღეებში, როცა თმა ცუდ მდგომარეობაში, იძულებული ხართ, შეიკრათ. ამ დროს თქვენი თმა მშრალი, მტვრევადი და უსიცოცხლოა. არსებობს მეთოდი, რომელიც თმას მბზინვარებას და სასიცოცხლო ძალას დაუბრუნებს? არსებობს. დღეს სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.
ეს კოკა–კოლაა. ალბათ, ბევრი მას სკეპტიკურად და სარკასტულად უყურებს. არადა კლასიკური კოკა–კოლა თმისთვის ძალიან სასარგებლოა. ის თმას ნაზს და გლუვს ხდის და დიდებულ ბზინვარებას ანიჭებს.
როგორ ანიჭებს კოკა–კოლა თმას აბრეშუმოვნებას და სინაზეს
როგორც ცნობილია, კოკა–კოლა ფოსფორმჟავას შეიცავს, ამიტომ მისი ph მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე შამპუნის ph. ჩვეულებრივი ბოთლი კოკა–კოლას ph – 2.5.
სასმელის წასმისას თმის კუტიკულა იკუმშება, ხოლო თმა გლუვი და მბზინვარე ხდება. განსაკუთრებით კარგია თმის ბუნებრივი სიკაშკაშისთვის, რადგან ვარცხნილობის სილამაზეზე დიდ გავლენას ახდენს.
როგორ წავისვათ კოკა–კოლა თმაზე
პროცედურა მარტივია. თმაზე კოკა–კოლა წაისვით და 5-10 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ და სასწაულს დაინახავთ. თმა სუპერბზინვარე და სუპერგლუვია.
კოკა–კოლას გადავლების შემდეგ შამპუნით თავი კარგად დაიბანეთ. კოკა–კოლა შაქრის შემცველი სასმელია და ცუდად დაბანილი თმა შეიძლება წებოვანი და მტვრევადი დარჩეს.
თუ თმაზე კოკა–კოლას წასმით აღფრთოვანებული არ ხართ, კიდევ რამდენიმე საშუალება არსებობს, რომლებიც თმას მბზინვარებას და აბრეშუმოვნებას ანიჭებენ. თავად სცადეთ!
რა წავისვათ თმაზე, რომ სინაზე და აბრეშუმოვნება მივანიჭოთ
1. შავი ჩაი
შავი ჩაი თმაზე დადებით გავლენას ახდენს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მუქი ფერის თმა გაქვთ. უბრალოდ ჩაი მოადუღეთ (2 პაკეტი ერთ ფინჯანზე) და მთელი ღამე დააყენეთ. შაქარი და რძე არ გამოიყენოთ.
დილით, თმა ჩვეულებრივად დაიბანეთ, შემდეგ მზა ჩაი წაისვით. 15-30 წუთში თმაზე წყალი გადაივლეთ.
2. ჟელატინი ვაშლის ძმრით
ჟელატინი კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა, რომელიც თმას მბზინვარებას უბრუნებს. ჟელატინი შეიცავს ჰიდროლიზირებულ ცილას, რომელიც თმის დაზიანებას აქრობს.
1 ს/კ ჟელატინი ½ ჭიქა თბილ წყალში გახსენით. 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. ნარევი თმაში შეიზილეთ. 20 წუთში თბილი წყალი გადაივლეთ. ამის შემდეგ ჩვეულებრივად შამპუნით და კონდიციონერით დაიბანეთ.
3. ლუდი და მისი სარგებელი თმისთვის
ლუდის სარგებლის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. ძველად ლუდზე დაფუძნებული შამპუნი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ლუდში შემავალი სვია და ალაო დაზიანებულ თმის კუტიკულას აღადგენს, მას ძალას და მბზინვარებას უბრუნებს.
თავის დაბანის შემდეგ ლუდი თმის ძირებსა და წვერებში შეიზილეთ. 5 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კონდიციონერი წაისვით. თმა უფრო მბზინვარე და აბრეშუმივით ნაზი გახდება.
4. ქოქოსის ზეთი თმის სილამაზისთვის
ქოქოსის ზეთი მშრალი და დაზიანებული თმისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან თმას კარგად ატენიანებს და უჩვეულოდ არბილებს.
პირველი დაწურვის ქოქოსის ზეთი შეათბეთ და მასაჟური მოძრაობით თმაზე და თავის კანზე წაისვით. ამის შემდეგ საშხაპე ქუდი დაიხურეთ. ნახევარ საათში თმაზე თბილი წყალი გადაივლეთ და ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ.
მეთოდის მიუხედავად პროცედურა კვირაში ერთხელ რეგულარულად ჩაიტარეთ. ასე შედეგი გაგახარებთ. გახსოვდეთ, რომ თმის მოვლასთან ერთად სწორი კვება და საკმარისი ძილი აუცილებელია.
ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებები, რომლებიც თმის სტრუქტურას და მბზინვარებას აღადგენენ, ყოველთვის ხელთ გვაქვს. რეგულარული გამოყენებით თმა აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს მიიღებს, სიმშრალე გაქრება და მბზინვარება აღდგება.