სხვა
კოკა-კოლას გამოყენების რამდენიმე უჩვეულო ხერხი
კოკა-კოლა ბევრისთვის საყვარელი სასმელია, მას კულინარიაშიც იყნებენ, ზოგისთვის ეს გაზიანი სასმელი აბაზანის მათეთრებელს წარმოადგენს, თუმცა მისი ბაღში გამოყენების შესახებ ალბათ ცოტას თუ სმენია.
მცენარეების მავნე მწერებისგან დაცვა
თუ შეამჩნიეთ, რომ ბაღში თქვენს მცენარეს მავნე მწერები ესევიან, კოკა-კოლას გაზი გააცალეთ, პულივიზატორში გადაასხით და მწერებ შესეულ მცენარეებს შეასხურეთ. რამდენიმე პროცედურა და მვანებლები უკვალოდ გაქრებიან.
მწერის ნაკბენები
ზაფხული არაჩვეულებრივი დროა სუფთა ჰაერზე დროის გასატარებლად, მწვადის შესაწვავად ან სათევზაოდ, თუმცა ამ ბედნიერებებს ხშირად კოღოები და სხვა მწერები გვიწამლავენ. ამ სიტუაციაში კოკა-კოლა გიხსნით. თუ მას ნაკბენზე წაისვამთ ის ქავილსა და ტკივილს შეგიმსუბუქებთ. რაც შეეხება მწერების მოცილებას, კოკა კოლას ბოთლი ისე დაჭერით და დაგით როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები, მასში კი ცოტაოდენი კოკა-კოლა ან შაქრიანი წყალი ჩაასხით, დაუმატეთ მშრალი საფუარი, ეს მწერებ მიიზიდავს და ხაფანგში მოაქცევს.
კომპოსტის ამაჩქარებელი
ნიადაგის სტრუქტურას კომპოსტით აუმჯობესებენ, მასში არსებული ზრდისთვის საჭირო ნივთიერებების სასუქად გარდაქმნას კი დრო ჭირდება. მის დასაჩქარებლად გაზ გაცლილი შაქრიან კოკა-კოლა გამოიყენეთ.
ბაღის ავეჯის წმენდა
ბაღის და ეზოს ავეჯზე თუ ჟანგი გაჩნდა, ამ შემთხვევაშიც კოკა-კოლა გიხსნით. ნაჭერი კოკა-კოლაში დაასველეთ, შემდეგ ჟანგიანი ადგილი გაწმინდეთ და კარგად გააშრეთ. ეს ხერხი არა მხოლოდ ავეჯზე არამედ ნებისმიერ ჟანგიან ნივთზე იმოქმედებს.
ქვაფენილის ხავსი
კოკა-კოლა ქვაფენილს და კედლებზე გაჩენილ ხავსს კარგად უმკლავდება. ის არა მხოლოდ არსებულ ხავსს ანადგურებს არამედ მის შემდგომ გაჩენასაც უშლის ხელს.
საყოფაცხოვრებო ნალექი
თუ ბაღის ინვენტარს ნალექი გაუჩნდა ის თბილი წყლის, ძმრისა და კოკა-კოლის ნაზავში ჩაალბეთ. რამდენიმე საათის შემდეგ შეგიძლიათ ჩამბალი ნივთები გარეცხოთ, ნალექი მათ იოლად მოშორდებათ.
საშუალება ლოკოკინების წინააღმდეგ
თუ თქვენს ბაღსა და ბოსტანში ბევრი ჭიანჭველა და ლოკოკინაა, ჯამში კოკა-კოლა ჩაასხით. ეს ხაფანგი ბევრ მწერს მიიზიდავს, მისი შიგთავსი კი მათ გაანადგურებს.