Connect with us

ჯანმრთელობა

კოვზში შხამი: რომელი პროდუქტები „აუქმებენ“ წამლების მოქმედებას

როცა გარკვეული მიზეზით მედიკამენტის მიღება გიწევთ, მნიშვნელოვანია მიღების რეჟიმი ზუსტად დაიცვათ: აბები არ გამოტოვოთ, დანიშნულების მიხედვით დალიოთ, ჭამამდე ან შემდეგ.

არსებობს კიდევ რაღაც, რაზეც ექიმები არ გვაფრთხილებენ: ზოგიერთი ჩვეული პროდუქტი მთელ მკურნალობას ანულებს, თუ მას მედიკამენტებთან ერთად მიიღებთ.

ამ პროდუქტების მიღებისგან სჯობს სრულ გამოჯანმრთელებამდე თავი შეიკავოთ. ასე უფრო მალე გამოჯანმრთელდებით!

გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი ღვიძლზე, კანზე და ტვინზე სასარგებლო გავლენას ახდენს, მაგრამ ნებისმიერი მედიკამენტის მიღების დროს ძალიან სახიფათოა.

საქმე იმაშია, რომ გრეიფრუტში შემავალმა ზოგიერთმა ნაერთმა შეიძლება ღვიძლის და ნაწლავების ფერმენტების მოქმედება დაბლოკოს – შედეგად, ნორმალური დოზის მედიკამენტის მიღების შემთხვევაშიც შეიძლება გადაჭარბების ეფექტი მიიღოთ.

თუ მედიკამენტებს იღებთ, გრეიფრუტი დროებით დაივიწყეთ!

კომბოსტო

ამ კომბოსტოსგან თავი შორს დაიჭირეთ, თუ გულის დაავადებები გაქვთ და სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებთ.

კომბოსტოში ძალიან ბევრი K ვიტამინია, რომელიც თავის მხრივ თრომბის შემაფერხებელი მედიკამენტების მოქმედებას ბლოკავს. მთელი მკურნალობა წყალში გადაიყრება.

ხმელი ყველი

ნივთიერება ტირამინი, რომელიც ხმელ ყველში უხვადაა, შესანიშნავი საშუალებაა სისხლძარღვების შესავიწროებლად. თუ ჰიპერტონიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ან ანტიდეპრესანტებს იღებთ, ყველის მოხმარება მათ ეფექტურობას შეამცირებს ან საერთოდ გაანულებს.

სჯობს მოცარელა ან ხაჭო შეიძინოთ!

ბანანი

კალიუმით ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ხილი – სწორედ ამ მიზეზით სჯობს ბანანზე უარი თქვათ, თუ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებთ.

ამ წამლების ერთ–ერთი გვერდითი მოვლენა სისხლში კალიუმის დაგროვებაა. ბანანთან კომბინაციაში ეფექტის გაძლიერებას და გულის რითმის დარღვევას გამოიწვევს.

ფორთოხალი

არავითარ შემთხვევაში არ შეჭამოთ ფორთოხალი და არ დალიოთ ფორთოხლის წვენი, თუ ასპირინს იღებთ.

ასევე მანდარინი, ლიმონი და სხვა ციტრუსი: ამ ხილების და აცეტილის მჟავის კომბინაცია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. გასტრიტის დროს განსაკუთრებით სახიფათოა.

რძე

თუ ანტიბიოტიკებს იღებთ, რძე არ დალიოთ: მას შეუძლია წამლების ეფექტურობა სრულად გააუქმოს.

საქმე იმაშია, რომ რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით, რომელიც ანტიბიოტიკებს უკავშირდება და ნაწლავებში გადააქვს, მის შეწოვას ხელს უშლის. შედეგად, მკურნალობა შეიძლება უშედეგო იყოს.