საკითხავი
კლუმბებს პლასტმასის ბოთლებიდან მარტივად და უფასოდ ვაკეთებ. უკვე 15 ცალი მაქვს
ლამაზი კლუმბი სახლის მახლობლად დიდ ყურადღებას იქცევს. ეს მფლობელის კრეატიულობას, გემოვნებას და ესთეტიკას წარმოაჩენს. აგარაკის და სახლის მიმდებარე ტერიტორიის გაფორმების ბევრი ვარიანტი არსებობს. Аlltime.ge–ს რედაქცია ხელნაკეთი კაშპოს უმარტივეს ვარიანტებს გთავაზობთ.
ხელნაკეთი კლუმბი სახლის მახლობლად
რატომ არის მარტივი ვარიანტი? ასეთი კლუმბის გასაკეთებლად ელემენტარული მასალები გამოგადგებათ, ბავშვიც შეძლებს გაკეთებას. თვითნაკეთი კაშპო პლასტმასის ბოთლებისგან შედგება. თუ ბევრი ბოთლი გაქვთ, საქმე ქუდშია. ეზოს ტერიტორიის ლამაზად გასაფორმებლად შეგიძლიათ გადააკეთოთ.
ზოგი პლასტმასის ბოთლებს უგემოვნოდ და უბადრუკად ჩათვლის. გემოვნებაზე და ფერზე არ დაობენ. ვფიქრობთ, რომ მარჯვე ხელში უბრალო მასალაც ხელოვნების ნიმუშად გარდაიქმნება. მით უფრო, როცა ბუნების სიყვარულით და საკუთარი სახლისთვის ქმნით.
მოსამზადებელი ეტაპი
ასეთი კლუმბი რომ გააკეთოთ, რომ დიდი დრო არ დაგჭირდებათ. კომფორტული და ეფექტური მუშაობისთვის მასალების მომზადებაზე იზრუნეთ. ძველ ბოთლებს ეტიკეტები მოაშორეთ და უსარგებლო სახელურები მოაჭერით. გარდა ამისა, წინასწარ შეიძინეთ საღებავი, რომლის ფერშიც ქოთნების შეღებვა გსურთ.
ბოთლების დასაკავშირებლად სუპერწებო შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელსაც წყლის ან სხვა ატმოსფერული ნალექის არ ეშინია. გარდა ამისა, ლამაზად გასაფორმებლად კანაფის ძაფი და ლამაზი ლენტები გამოიყენეთ. ასეთი ძაფები ბოთლებს ვერ დააკავებს, მაგრამ საკმაოდ წარმატებულად გამოიყურება.
მთელი სტრუქტურის სტაბილურობისთვის ბოთლები ქვიშით ან წყლით გაავსეთ. ასე ქარის ძალით არ წაიქცევა და ნებისმიერ ამინდს გაუძლებს. თქვენ შეგიძლიათ ჯერ აირჩიოთ მცენარე, რომელსაც ასეთ კლუმბში გაზრდით, შემდეგ კი კლუმბის მომზადებაზე გადადით, მისი სიმაღლე და ზომები შეარჩიეთ.
სასარგებლო ნივთი
როგორ მუშაობს? მარტივად აგიხსნით. რამდენიმე მცენარე ერთ კომპოზიციად შეგიძლიათ შეკრათ. დაგჭირდებათ დამატებითი მასალები, რაც ყველაფრის დაკავშირების საშუალებას მოგცემთ. აქ ბოთლები გამოგადგებათ. მათგან ერთგვარი კუბები გააკეთეთ. ბოთლები სუპერწებოთი შეაწებეთ და ძაფებით შეკარით. კუბის ცენტრში ყვავილი მოათავსეთ. ესეც ასე, ხელნაკეთი კლუმბი მზადაა.
საინტერესო ხელნაკეთი კლუმბი სახლის მახლობლად
ასეთ კლუმბს ერთი პრობლემა აქვს. დიდხანს ვერ ძლებს. დროთა განმავლობაში კლუმბის ფერი და ფორმა იკარგება, ამიტომ ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწევთ. კლუმბი ძალიან მასიური არ გააკეთოთ. ბოთლის კუბები ისე გააკეთეთ, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე მარტივად გადაადგილოთ.
ასე ყვავილებს მზისა და წვიმისგან დაიცავთ, ხოლო საღებავი სწრაფად არ გაცვდება. გარდა ამისა, მობილური კლუმბი თქვენს სასარგებლოდ მოქმედებს, თუ დღეში რამდენჯერმე ადგილის შეცვლა გსურთ. ეს პრობლემა არ იქნება. თქვენი ნებაა, იდეას გამოიყენებთ თუ არა. გვჯერა, რომ თქვენი ეზოსთვის ნამდვილად ჯადოსნურ გაფორმებას შექმნით.