ჯანმრთელობა
კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში
ორგანიზმის დაბერების ბუნებრივი პროცესი იწყება პირველი ნაოჭის გაჩენით, ქრონიკული ავადმყოფების და კლიმაქსის დაწყებით. ამ დროს რეპროდუქციული ფუნქცია უკან იხევს და სასქესო ორგანოებში ცვლილებები იწყება. მთელი ორგანიზმი ჰორმონალურ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე ცვლილებებს განიცდის.
როცა აქცენტები იცვლება და სასქესო ჰორმონები თანდათანობით რეპროდუქციას წყვეტს, ქალის ორგანიზმი ბევრი ისეთ სიმპტომს განიცდის, რომელთა გაკონტროლებაც საკმაოდ რთულია. დღეს პრემენოპაუზის პერიოდში კლიმაქსის პირველ ნიშნებზე გიამბობთ.
რა არის კლიმაქსი, მისი პერიოდები
კლიმაქსის ან მენოპაუზის სინდრომი მაშინ დგება, როცა ქალს 12 თვის განმავლობაში მენსტრუაცია არ აქვს და სასქესო ჰორმონების (ესტროგენი და პროგესტერონი) რაოდენობა მინიმუმამდე შემცირებულია. ქალის ორგანიზმში საკვერცხეების მოქმედება ნელ-ნელა წყდება და რეპროდუქციული ფუნქცია „იყინება“.
მენოპაუზა ან კლიმაქსი 40 წლის შემდეგ დგება, მაგრამ პროცესის დაწყების ზუსტი დრო უცნობია. ეს ქალის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
ცვლილებები იწყება ტვინის (ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი) იმ ნაწილებიდან, რომლებიც სისხლში სასქესო ჰორმონების მოხვედრას არეგულირებენ. საკვერცხეები ნაკლებ ესტროგენს აწარმოებენ, ამასთან მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოება არ მცირდება და შეიძლება ტესტოსტერონის და ანდროგენების სიჭარბე წარმოიშვას, რაც გარდაუვალად ცხიმოვანი მასის ზრდას გამოიწვევს.
მენოპაუზის სამ ეტაპს განიხილავენ: პრემენოპაუზა, მენოპაუზა და პოსტმენოპაუზა. თითოეული ეტაპი თავისი გამოვლენით ხასიათდება, მაგრამ ყველაზე უფრო უსიამოვნო და რთულ ეტაპად პირველი პერიოდი მიიჩნევა. ამ დროს ორგანიზმი გლობალურ რესტრუქტურიზაციას განიცდის და ცხოვრების ხარისხი იცვლება.
მენოპაუზის პირველი სიმპტომები: რას უნდა ელოდოთ საკუთარი ორგანიზმიდან
40-45 წლის შემდეგ თითოეული ქალი მენოპაუზისთვის ემზადება და საკუთარ შეგრძნებებს აკონტროლებს, რომ კლიმაქსისთვის მზად იყოს და მის ნიშნებს გაუმკლავდეს. კლიმაქსის სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია და თითოეული ქალისთვის შეგრძნებების სია არსებობს.
ნახეთ მენოპაუზის ზოგადი ნიშნები, რომლებმაც შეიძლება ქალებში დისკომფორტი გამოიწვიონ.
ცხელება – „ხავერდოვანი პერიოდისთვის“ მომზადების განუყოფელი ნაწილი
„ცხელი“ ცხელება, როცა სახე, ხელები და ყელი წითელი ხდება, შუბლი ოფლის წვეთებით იფარება კლიმაქსის პირველი ნიშანია, რომელიც ყველა ქალს აფრთხილებს. ზოგიერთ ქალში ასეთი ცხელება 1-2 დღე გრძელდება, ზოგს კი მთელი 20-30 დღე აქვს. ამ დროს სხეულის ზედა ნაწილი სიმხურვალეს გრძნობს, ოფლდენა იზრდება და შეიძლება თვალთ დაგიბნელდეთ. ცხელება 2-3 წუთით გრძელდება და ისე უეცრად გადის, როგორც იწყება. ცხელება განსაკუთრებით საღამოს საათებში და ღამით მწვავდება, რაც ძილსაც არღვევს. დილით, ძილის დეფიციტის გამო ქალი დაღლილობას, ძილიანობას და გულმავიწყობას განიცდის.
უძილობა ხშირი ცხელების და შფოთვის შედეგი ხდება
ცხელების დროს ჰაერის ნაკლებობა, ღამით ძლიერი ოფლდენა ხშირად უძილობას იწვევს. ამასთან სიტუაციას დაძაბული ფსიქიკური მდგომარეობაც ართულებს, რაც შფოთვას, ზოგჯერ პარანოიას იწვევს. ამ შემთხვევაში დაძინება ძალიან რთულია, ხოლო ღამით ცხელების გამეორება დაძინებას და დასვენებას უფრო ართულებს. უძილობა და ნერვიულობა მხოლოდ კლიმაქსის ნიშნები არაა, ამიტომ კარგად უნდა გახსოვდეთ, თუ სად მდებარეობს ზღვარი ჰორმონალურ დარღვევასა და მენოპაუზის ბუნებრივ განვითარებას შორის.
ემოციური დაძაბულობა: ტირილი, ნერვიულობა, შფოთვა, განწყობის სწრაფი ცვლილება, გაბოროტება
ქალს განწყობის სწრაფი ცვლილება როგორც სახლში, ასევე სამსახურში თავს ესხმის. ამის გამო მისი სასიცოცხლო ტონუსი მცირდება, მხიარული ტონი გაღიზიანებით და ტირილით იცვლება. ემოციური ცვლილებები ყელში გოროხების გაჩენით ვლინდება, რომლის მოშორებაც საკმაოდ რთულია. სპეციალისტები გირჩევენ, ამ გოროხის თავისით გავლას არ დაელოდოთ და ენდოკრინოლოგს მიმართოთ, რადგან ასეთი შეგრძნებები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე საუბრობს.
თავის ტკივილი როგორც უძილობის, ემოციური დაძაბულობის და სხვა ფაქტორების შედეგი
თავის ნებისმიერ ნაწილში ტკივილი საერთო დაძაბულობით არის განპირობებული, როცა ქალს მოდუნება და ახალი მდგომარეობის მიღება არ შეუძლია. თავის ტკივილები შეიძლება მენოპაუზის ფონზე განვითარებულმა დეპრესიამ გამოიწვიოს. ჩაკეტილი წრის შედეგად: თავის ტკივილი – ფსიქიკური დაძაბულობა – დეპრესია – თავის ტკივილი, ემოციების მთელი პალიტრა სახეზე მიმიკური კუნთების სპაზმით აისახება. სწორედ ამიტომ, მენოპაუზის დროს ქალები გაღიზიანებული და პირქუშები ხდებიან.
მშრალი საშო და სექსუალური ლტოლვის არ ქონა
სასქესო სისტემაში ასაკობრივი ცვლილებები მენოპაუზის პირველი ამოცანაა, ამიტომ უსიამოვნო შეგრძნებები საშოში ქალს მოდუნებასა და სრულყოფილად ცხოვრებაში ხელს უშლის. საშოს ბუნებრივი ცხიმი ნელ-ნელა ქრება, ამიტომ ქალი წვას და სიმშრალეს გრძნობს, სქესობრივი კონტაქტი ტკივილს და ლიბიდოს შემცირებას იწვევს. ამ შემთხვევაში სპეციალისტი დაგეხმარებათ. ის სქესობრივი აქტის დროს ტკივილის გასაქრობად რაიმე საშუალებას გირჩევთ.
ხშირი შარდვა, ტკივილი შარდის ბუშტში, შარდის შეუკავებლობა
ქალის ჰორმონების რაოდენობა ყოველთვე მცირდება, ხოლო სიცილის ან ხველის დროს შარდის შეუკავებლობა და შარდვის პრობლემები კლიმაქსის სერიოზული სიმპტომებია, რომელთაც უნდა ებრძოლოთ. ჰორმონების დონის შემცირება საჯდომი კუნთების ტონუსის შემცირებას იწვევს.
კლიმაქსის დაწყებისთანავე მენსტრუაციის რაოდენობა თანდათანობით მცირდება. სისხლის დაკარგვა უფრო მცირდება, დროთა განმავლობაში კი საერთოდ წყდება.
სანამ მოსამზადებელი პერიოდი, ანუ პრემენოპაუზა გრძელდება, ქალმა კონტრაცეპტივების გამოყენებას ყურადღება უნდა მიაქციოს. მაშინაც კი, თუ საკვერცხეები ფუნქციონირებას წყვეტს და კვერცხუჯრედები თითქმის არ მწიფდება, დაორსულების შანსი არსებობს, რადგან ორგანიზმში იშვიათად მაინც ოვულაცია ხდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ჩასახვა. კვერცხუჯრედების მომწიფება სრულად წყდება, როცა მენოპაუზა დგება და თვიური უკვე 12 თვეზე მეტია შეწყვეტილია, ანუ ბოლო მენსტრუაციიდან 1 წლის შემდეგ.
რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოთ კლიმაქსის პირველი ნიშნების დროს
კლიმაქსის მცირე სიმპტომების დროს გინეკოლოგს და ენდოკრინოლოგს მიმართეთ და სიმპტომების შესამცირებლად პრეპარატების მიღებაზე, წონის დასარეგულირებლად კვების ცვლილებებზე რჩევა ჰკითხეთ. კლიმაქსის პერიოდში ქალი რისკის ზონაში მდებარეობს, რადგან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოპოროზის და შაქრიანი დიაბეტის რისკი იზრდება. თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, სჯობს ნევროლოგთან გამოკვლევა ჩაიტაროთ. გულის და სისხლძარღვების პრობლემების თავიდან ასაცილებლად კარდიოლოგს მიმართეთ.
კლიმაქსური სინდრომის დროს ოჯახში დაძაბულობა მატულობს იმ მიზეზით, რომ ქალს ახალ სტატუსთან შეგუება არ სურს. ხშირი სტრესი და ნერვული დაძაბულობა სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ შემთხვევაში ფსიქოემოციური ჯანმრთელობის გაკონტროლებაში გამოცდილი ფსიქოლოგი დაგეხმარებათ.
გისურვებთ, რომ ასაკზე ფიქრის დროს სულიერი ახალგაზრდობით იხელმძღვანელოთ. კლიმაქსი არის შესაძლებლობა, რომ საკუთარ თავს და სხეულს, ტვინს და ორგანიზმს უფრო მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ.